უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა

ეროვნული მოძრაობის წევრი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი თანამებრძოლი, ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერმინისტრის მოადგილე გურამ აბსანძე წერს: „დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენელი, ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ნემო ბურჭულაძე. ვუსამძიმრებთ […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პროცესის დახურვა არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი – ხელისუფლების გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს, მე არაფერი მაქვს დასამალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. „2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა. სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში […]

Continue Reading

გრიგოლ გეგელია – სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს მკაფიო დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში

ვფიქრობ, სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში, – ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო – ლელოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. გეგელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად ემსახურება რუსულ ინტერესებს. “ქართული ოცნება” არის […]

Continue Reading

სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში პირადი ცხოვრება მოუწყვეს და ამისთვის, პენიტენციურს მადლობაც კი უნდა გადაუხადოს. როგორც ის ამბობს, თუ მონანიებს არ გადაწყვეტს, მას 11 წლის ციხეში გატარება მოუწევს. პაპუაშვილის თქმით, სააკააშვილი თავის დანაშულებებს იმიტომ არ ინანიებს, რომ მას გარედან აგულიანებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე მოყვებოდა ყველაფერს და ამით შეიძლება საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემაც კი გაეხსნა. […]

Continue Reading

ახალი დეტალები ხდება ცნობილი, შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ახალი დეტალები ხდება ცნობილი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. „გოლფის“ მარკის ავტომობილს,  68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია მართავდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო და შამგონაში სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი სოფელ შამგონაში სტუმრად მიდიოდა, რა დროსაც ხიდის გადასვლამდე,ავტომობილი წამებში აალდა. არსებული ინფორმაციით, მან 112-ში დარეკვაც კი მოასწრო, თუმცა მანქანიდან გადმოსვლა მან ვეღარ შეძლო და […]

Continue Reading

ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძეზე – ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ, ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი – არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული

ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი, – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტს კითხვაზე: „ნანობთ თუ არა, რომ წლების წინ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად მოქმედებდით“. ნათია თურნავას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება არასდროს ყოფილა „ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული“. „ნაფტალინმოყრილ კითხვებს ნუ მისვამთ. ჩემი ყველა ბრძანება არის ეფექტური და სწორი… ჩემი ბრძანებები არასდროს ყოფილა ვინმე კონკრეტულთან დაკავშირებული“, […]

Continue Reading

ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს – თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან, თქვენ თესავთ მიუღებლობას, დაპირისპირებას და ზიზღს

მე ღიად და საჯაროდ გადანაშაულებთ თქვენ პოლიტიკური ოპონენტების სიძულვილში. ჩემს მაგალითზე ვაცხადებ, რომ თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ. მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან. თქვენ თესავთ მიუღებლობას, უაზრო დაპირისპირებას და ზიზღს, – ასე მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. ინაშვილი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს და ახსენებს იმას, რომ […]

Continue Reading

ლარის კურსი 10 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9041 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში [სტუ] ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილება გახდა. მისი ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ კომისია დიტო ჩუბინიძის დაჭერის დღესვე, 22 ოქტომბერს შეიკრიბა. „რომ დაიჭირეს, 4 საათში შეიკრიბა სხდომა, კომუნისტების დროს „ტროიკები“ რომ იკრიბებოდნენ ხოლმე 1937 წელში. 4 საათში […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი „პიკასოს ბიჭი?“ ან როგორ გიბედავს ლაწირაკი ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” – ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი? – ეს განცხადება მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, მანამდე სააკაშვილმა ისაუბრა “ვარდების რევოლუციაზე”, მისი მმართველობის პერიოდსა და 2012 წლის შემდგომ ქვეყანაში […]

Continue Reading

2027 წლის 1-ელი იანვრიდან სკოლის ფორმის შეძენა მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი

საჯარო სკოლებში, მე-2-მე-6 კლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „საგანმანათლებლო რესურსებში“ განუცხადეს, სასკოლო ფორმების რეალიზაცია ხორციელდება სკოლების მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2026 დეკემბრის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების რეალიზაცია სრულად განხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ მშობელი სასკოლო ფორმის შეძენას დეკემბრის ჩათვლით ვერ შეძლებს, ფორმების […]

Continue Reading

ნათია თურნავა – ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას – ასევე, არავითარ შემთხვევაში ციფრული ლარი არ და ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს!

ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართოდ შემოღება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა. მან ასე […]

Continue Reading

„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, მათი დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარა

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს. უწყების ცნობით, მათმა წარმომადგენლებმა ქართული სატესტო ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და შეისწავლეს რუსეთში გასატანი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა. „კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის […]

Continue Reading

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს ხელისუფლებაზე – “პრაქტიკულად აღკვეთა ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო”

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება. “საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო”, – განაცხადა შოიგუმ დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოს მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე. მისი […]

Continue Reading

გახარიას პარტია ითხოვს, დასჯადი გახდეს გადმობირება და ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართვა

გახარია-საქართველოსთვის ითხოვს, კანონი გამკაცრდეს და დასჯადი გახდეს გადმობირება და ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ადამიანების ჩართვა. შესაბამის კანონპროექტს ექს-პრემიერის ფრაქცია საკანონდებლო ორგანოში არეგსტრირებს. როგორც სოფო ხორგუანმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ტრანსნაციონალურ დანაშაულისხელშემწყობები და მფარველები, ყველანი უნდა იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნობილი. “დღეს ჩვენი პარტიის, გახარია-საქართველოსთვის საპარლამენტო ფრაქცია ვარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც ეხება ქოლ-ცენტრების საქმიანობას. თქვენ იცით, რომ ქოლ-ცენტრები ბოლო წლების […]

Continue Reading

“დაბალი ანაზღაურება ექთნების პროფესიულ საქმიანობაზე და პაციენტების მომსახურების ხარისხზე ისახება” – რატომ მცირდება ექთნების რაოდენობა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საექთნო საქმიანობას 21 262 ექთანი და მეანი ექთანი ახორციელებდა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ამ ეტაპზე 14 300 ექთანია ავტორიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს. უწყების განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო […]

Continue Reading

ტრამპი აცხადებს რომ უკრაინა, ომის დასრულების შემდეგ, „ოდნავ განსხვავებულ ფორმას“ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“. “ვფიქრობ, ეს მოხდება და საბოლოოდ უკრაინა ოდნავ განსხვავებული ფორმით დარჩება”, – აღნიშნა ტრამპმა CBS-ის გადაცემა 60 Minutes-ში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება. ამასთაბ, კითხვაზე, ფიქრობს თუ […]

Continue Reading

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე ასახულია.  შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით, მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. ახალი რეგულაციით, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების ორგანიზებისას გარკვეული საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. “ალია” გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებით. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -1, +4°, […]

Continue Reading

9 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ნოემბერს წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელის, მოწამეთა კაპიტოლინას და ეროტიდას, მარკოზისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს […]

Continue Reading

საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს – ბაია პატარაია

უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს, რაზეც პროკურატურასა და პოლიციას რეაგირება არ აქვთ. “საფარის” ხელმძღვანელი აღნიშნული კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს. პატარაიას ცნობით, უკანონო გარიგებებში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მოქალაქეები არიან ჩართულნი, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ თირკმლისა და ღვიძლის გასხვისებას თანხმდებიან. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მსგავსი ჩარევები ხშირად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, შეზღუდული […]

Continue Reading

დონალდ ტრამპმა UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა მსოფლიოში უდიდესი შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციის, Ultimate Fighting Championship (UFC) ხელმძღვანელს, დანა უაითს. „მე მას ვთხოვე, რომ დახმარებისთვის ისეთი ადამიანები მოიყვანოს, როგორებიც არიან ისლამ მახაჩოვი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეტჯი, დენიელ კორმიე, ამანდა ნუნესი და კაილა ჰარისონი – მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მათგანი ჩვენი ქვეყნიდან არ არის. […]

Continue Reading

მანამდე მშობლები და და მოკლა – კრაკოვში მკვლელობების ახალი დეტალები

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 7 ნოემბერს მომხდარი მკვლელობების და მკვლელის შესახებბ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. პოლონეთის ქალაქ ოსტროვიეც შვენტოკრჟისკიში, კრაკოვიდან 200 კილომეტრში, პოლიციამ სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა: 53 წლის მამაკაცის და ორი ქალის, 52 და 21 წლის. პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი არიან იმ თავდამსხმელის მშობლები და და, რომელმაც 7 ნოემბრის საღამოს კრაკოვის ცენტრში სროლა განახორციელა. ისინი […]

Continue Reading

პეტრე კოლხი საქართველოში დაბრუნდა – „ამერიკა ჩემთვის მონობაა! მე იქ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჯანსაღი ფსიქიკის ქართველი არ შემხვედრია“

პეტრე კოლხი, რომელმაც ამერიკაში გარკვეული პერიოდი დაჰყო და სამშობლოს მალე დაუბრუნდა, თავის გამომწერებს ზე-სახელმწიფოს მინუსებზე უყვება და ყველა იმ სირთულეს უხატავს, რასაც ქართველი ემიგრანტები შტატებში ეჩეხებიან: “ჩემი ამერიკაში დარჩენა იქნებოდა თავის მოტყუება, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ ინტერვიუც წარმატებით გავიარე და საბუთებსაც ველოდებოდი. მე გაგცემთ პასუხს მათ, ვინც მეკითხებოდა, თუ რატომ დავბრუნდი ამერიკიდან? დავბრუნდი იმიტომ, […]

Continue Reading

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღინიშნება, რომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. „განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის. […]

Continue Reading

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი – ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას

ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის […]

Continue Reading

ლაშა ფარულავა – თბილისი არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ეს უმძიმესი დანაშაულია, მასში ათი ათასობით ახალგაზრდაა ჩართული და ეს ფული, ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო სექტორსა და აზარტული თამაშების ბიზნესში ირეცხება , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ყველა ადამიანი, რომელიც […]

Continue Reading

8 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ნოემბერს წმიდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის და ღირსი ათანასე მიდიკიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე […]

Continue Reading

ვინ, სად და რატომ უღებს ბავშვებს ფოტოებს თბილისში – რას აცხადებს მოსახლეობა

დიდი დიღმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქეეები, ქუჩაში მყოფ მცირეწლოვან ბავშვებს ფოტოებს უღებენ. მოქალაქეებმა ფაქტი არაერთი შემთხვევის შემდეგ დააფიქსირეს. ხალხი ამბობს, რომ საეჭვო ადამიანები, ძირითადად, ქალები, პარკებსა და სტადიონების მიმდებარედ გადაადგილდებიან, სადაც თავს ბავშვები იყრიან. დიდი დიღმის მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს – ირკვევა, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე […]

Continue Reading

BBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ალოპოლსკას პოლიციის ცნობით, კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ინფორმაციას BBC ავრცელებს. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოედანზე ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა „მანქანიდან შემთხვევითი ადამიანების მიმართულებით სროლა დაიწყო“. კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეს პოლიციამ ესროლა და ის საავადმყოფოში […]

Continue Reading

პატიმრებით გადავსებული ციხეების გამო ადვოკატებმა 16 ნოემბერს აქცია დააანონსეს

ადვოკატები საპროტესტო აქციას აანონსებენ – უფლებადამცველები 16 ნოემბერს პარლამენტის უკან შეიკრიბებიან. მიზეზი ციხეთა სისტემაში არსებული ვითარება და პატიმრებით გადავსებული საკნებია. როგორც “პირველებს” დღეს ადვოკატებმა უთხრეს, რომ ერთ საკანში ექვსის ნაცვლად ათი პატიმარიც კი არის, რადგან სხვაგან ადგილები საკმარისი არ არის. უფლებადამცველები გამოსავალს საყოველთაო ამინისტიის გამოცხადებაში ხედავენ. 6 ადგილიან საკანში არის 10 პატიმარი. ყველამ კარგად ვიცით, […]

Continue Reading

ამინდი უარესდება 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. “შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების […]

Continue Reading

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია

ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს, – ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს წევრმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, გოლით ან საგოლე გადაცემით, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა. 2025-2026 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში, კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა. […]

Continue Reading

Izvestia – ვარდების რეზოლუცია: ევროკავშირი რუსეთთან კავშირების გამყარების გამო საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს – სტატია

ვარდების რეზოლუცია: ევროკავშირი რუსეთთან კავშირების გამყარების გამო საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ევროკავშირი-საქართველო-რუსეთის შესახებ რუსული გამოცემა “იზვესტია”, რომელსაც “პრესექსპრესი” უცვლელად გთავაზობთ: “ევროპარლამენტის წევრებმა „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ ევროკავშირი, რუსეთთან კავშირების გამყარების კვალდაკვალ, საქართველოზე ზეწოლას გაზრდის. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა, შესაძლოა, კვლავ დასვას რესპუბლიკისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაუქმების საკითხი, რომელიც მან 2023 წელს მიიღო. მანამდე, […]

Continue Reading

თბილისში ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა

თბილისში ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა –  დაზიანებულია მინიმუმ სამი ავტომობილი. შემთხვევა საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე მოხდა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის და გამგეობის წარმომადგენლები. იქიდან გამომდინარე, რომ ხე საავტომობილო გზაზე წაიქცა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული იყო და ავტომობილებს გადაადგილების საშუალება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე

გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. ბოლო სავაჭრო დღის მონაცემებით, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.03%-ით გაიზარდა და 98.32 დოლარს მიაღწია. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 0.34%-ით გაძვირდა და 90.83 დოლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში მიმდინარე კვირას. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საწვავის ფასები ძირითადად უცვლელი დარჩა. ფასების კლება მხოლოდ ერთ-ერთი […]

Continue Reading

“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!” – ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ მიმართვა გაავრცელა

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი წერს, რომ ექსპრემიერისთვის პაემნების არდაშვება „დამატებითი“ დასჯის სახით” ხდება. “ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას… არც სამართლებრივ „აბლაბუდას“. შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს – როგორც  პოლიტიკოსი. ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია”  საქართველოს ისტორიაში… ბევრი  მიიჩნევს, რომ პოლიტიკური […]

Continue Reading

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში – რა მოხდა მეზობლებს შორის

ბათუმში მეზობელმა მეზობელი კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან – […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15, დღისით სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9 +14°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -2, […]

Continue Reading

7 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ნოემბერს მოწამეთა: მარკიანეს და მარტვირის, ანასტასის, მართლი ტაბითას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატ5ომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი – იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე […]

Continue Reading

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილზე – არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს – პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა

ბიძინა ივანიშვილი პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გადაცემა „სპეციალურ გამოშვებაში“ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილთან „ამ სიტუაციაში არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს“. „ამ სიტუაციაში არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. აქეთ ვარ მე და… ბატონ ბიძინაზე […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტული თამაშების კანონზე – “წინა რეგულაციების შემუშავებას ოთხი წელი დასჭირდა, ახალი კანონი კი ორ დღეში მიიღეს”

საპატრიარქო კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და კანონის დაჩქარებული წესით მიღების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ცვლილებები იმდენად სწრაფად დამტკიცდა, რომ საპატრიარქომ საკითხის შესწავლა და კითხვების დასმაც ვერ მოასწრო. „ჩვენთვის იყო მოულოდნელი აზარტულ თამაშებზე ეს ესე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და […]

Continue Reading

“სულს ამოგხდით”თუ ასეთი უპატიებელი იყო, “დაგაძინებთ” – იავნანაა? – გივი თარგამაძე

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში კახა კალაძის მიერ რამდენიმე დღის წინ ნათქვამს ეხმაურება, რომელიც 5-6 ადამიანი დაძინებას შეეხებოდა. “თუნდაც უშნოდ ნათქვამი , მაგრამ, სამშობლოს დაცვის კონტექსტში, “სულს ამოგხდით”თუ ასეთი უპატიებელი იყო, მერის ვალდებულების შესრულების მომთხოვნების მიმართ ნათქვამი “დაგაძინებთ” – იავნანაა? რა ვიცი” – წერს გივი თარგამაძე. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

„ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის, რომლებიც საცურაო აუზებს ათბობენ“ – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც „შეძლებული არიან“ და ბუნებრივ აირს აუზების გათბობისთვის იყენებენ, შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდება. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მცირე მოხმარების მქონე მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთი დაბალი დარჩება. „ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, […]

Continue Reading

ლარის კურსი 7 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ერთგვარი ანონსია ცვლილებების წინ” – ხუხაშვილი ივანიშვილის ქარუმიძესთან ერთად გამოჩენაზე

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ერთგვარი ანონსი ცვლილებების წინ” – ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილიის ისრაელის ელჩთან შეხვედრას, რომლის დროსაც “ოცნების” დამფუძნებელი ყოფილი დეპუტატ და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან ქარუმიძესთან ერთად იყო წარმოდგენილი და არა ირაკლი კობახიძესთან ერთად, რომელიც “პირველების” ინფორმაციით თბილისშია. ექსპერტის თქმით, შესაძლოა ვალიდ აბუ ჰაიასგან ივანიშვილს აინტერესებდა, თუ რა გემები […]

Continue Reading

რატომ ჩამოვიდა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში – რას აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხან ჭენგის მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალურ ვახშამზეც უმასპინძლებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები მნიშვნელოვანია, ჩინეთიდან ამ რანგის […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – „ოცნებას“ დაწყებული აქვს მისთვის კომფორტული და მართული ოპოზიციური პარტიების, ზოგის დაფუძნების და უკვე დაფუძნებულის მხარდაჭერის პროცესი

„ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს პროცესი მისთვის კომფორტული და ხელოვნურად მართული ოპოზიციური პარტიების, ზოგის დაფუძნების და უკვე დაფუძნებულის მხარდაჭერისა და განვითარების. იმ ვითარებაში, როდესაც, ფაქტობრივად, შეზღუდულია ყველანაირი რესურსი და ძალაუფლება და ფულიც არის მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ ხელში, ბუნებრივია, თავად „ოცნება“ გადაწყვეტს, ვინ იქნება მისთვის კომფორტული ოპოზიციური პარტია. ეს არის დიქტატურის გაფორმება შენიღბული დემოკრატიული ფასადით, – […]

Continue Reading

“არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას” – რას წერს პროფესორი

სასწრაფო გაფრთხილება – უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება! ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი ზურაბ სიხარულიძე წერს. მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება. “განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 („Pink“, „Pinky“) – ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში […]

Continue Reading

თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს ლეონ XIV-ს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, თამარ ბაგრატიონმა პაპს საჩუქრად ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა. „საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა, პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა. შეხვედრა […]

Continue Reading