ახალი დეტალები ხდება ცნობილი, შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

დღის სიახლეები საზოგადოება

ახალი დეტალები ხდება ცნობილი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ.
„გოლფის“ მარკის ავტომობილს,  68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია მართავდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო და შამგონაში სტუმრად იმყოფებოდა.

მამაკაცი სოფელ შამგონაში სტუმრად მიდიოდა, რა დროსაც ხიდის გადასვლამდე,ავტომობილი წამებში აალდა.

არსებული ინფორმაციით, მან 112-ში დარეკვაც კი მოასწრო, თუმცა მანქანიდან გადმოსვლა მან ვეღარ შეძლო და  დაიღუპა.

გარდაცვლილი ჯუმბერ კვარაცხელია წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და სამშობლოში ეხლახანს დაბრუნდა. იგი აქ აპირებდა ცხოვრებას.

გარდაცვლილი მამაკაცის მშობლების სახლი,სადაც მისი ძმა ცხოვრობს სოფელ ზედა ეწერშია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო,რაც გულისხმობს  გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

“პრაიმტაიმი”

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *