როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე

დღის სიახლეები ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.

ბოლო სავაჭრო დღის მონაცემებით, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.03%-ით გაიზარდა და 98.32 დოლარს მიაღწია. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 0.34%-ით გაძვირდა და 90.83 დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში მიმდინარე კვირას.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საწვავის ფასები ძირითადად უცვლელი დარჩა. ფასების კლება მხოლოდ ერთ-ერთი ბრენდული ბენზინგასამართი სადგურის ქსელში დაფიქსირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი დღეს საქართველოში მოქმედ მსხვილ ბრენდულ ქსელებში:

Gulf (ფასები 6 ნოემბერს შემცირდა 4-6 თეთრის ფარგლებში)

  • G-Force სუპერი – 4.65 ლარი (შემცირდა 4 თეთრით;
  • G-Force პრემიუმი – 4.35 ლარი (შემცირდა 4 თეთრით);
  • G-Force ევრო რეგულარი – 4.05 ლარი (შემცირდა 4 თეთრით);
  • G-Force ევრო დიზელი – 4.99 ლარი (შემცირდა 6 თეთრით);
  • ევრო დიზელი – 4.93 ლარი (შემცირდა 6 თეთრით).

 

Wissol

  • ეკო სუპერი – 4.68 ლარი;
  • ეკო პრემიუმი – 4.39 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 4.08 ლარი;
  • ეკო დიზელი – 5.07 ლარი;
  • ევრო დიზელი – 4.98 ლარი.

 

Socar

  • ნანო სუპერი – 4.65 ლარი;
  • ნანო პრემიუმი – 4.37 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი – 4.06 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი – 4.90 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 4.96 ლარი.

 

Rompetrol

  • Efix სუპერი – 4.68 ლარი;
  • Efix ევრო პრემიუმი – 4.38 ლარი;
  • efix ევრო რეგულარი – 4.08 ლარი;
  • efix ევრო დიზელი – 5.04 ლარი;
  • ევრო დიზელი – 4.97 ლარი.

 

Portal

  • სუპერი – 4.39 ლარი;
  • პრემიუმი – 4.19 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 3.94 ლარი;
  • ევრო დიზელი – 4.94 ლარი;
  • ეფექტური დიზელი – 4.84 ლარი.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *