თბილისში ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა

დღის სიახლეები საზოგადოება

თბილისში ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა –  დაზიანებულია მინიმუმ სამი ავტომობილი. შემთხვევა საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე მოხდა.

დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის და გამგეობის წარმომადგენლები. იქიდან გამომდინარე, რომ ხე საავტომობილო გზაზე წაიქცა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული იყო და ავტომობილებს გადაადგილების საშუალება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *