უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა

დღის სიახლეები საზოგადოება

ეროვნული მოძრაობის წევრი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი თანამებრძოლი, ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერმინისტრის მოადგილე გურამ აბსანძე წერს:

„დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენელი, ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ნემო ბურჭულაძე. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს უდიდესი დანაკარგია როგორც კანონიერი ხელისუფლების აღდგენისათვის მებრძოლი ჭეშმარიტი მამულიშვილებისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის…“

ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმის წევრი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ წევრი.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *