ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ბათუმი არის სრულად მზად საზაფხულო ტურისტული სეზონისთვის განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი ტურისტული პროდუქტებით, განახლებული სერვისებით, შესაძლებლობებით და განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. “ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის სიძლიერეზე, უსაფრთხოებაზე, წარმატებასა და ხვალინდელ დღეზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს […]

Continue Reading

$ 400 მილიონი – ტრამპმა ახალი “მფრინავი თეთრი სახლი” წარადგინა

NBC News-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარის მთავრობის საჩუქარი, Air Force One-ის ახალი თვითმფრინავი წარადგინა. Air Force One-ის გადაცემის ცერემონია ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართა. ტრამპმა თვითმფრინავს „ყველანაირად უდიდესი და საუკეთესო“ უწოდა და პირობა დადო, რომ ის „მფრინავ თეთრ სახლად“ გადაიქცევა, რომლის მსგავსიც აქამდე არავის უნახავს“. Boeing 747-ის სავარაუდო ღირებულება 400 მილიონი […]

Continue Reading

დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია – რას აცხადებს შს მინისტრი

ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გამართა. ღონისძიების დამსწრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართეს. სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს აჭარაში  სრული მზადყოფნით ხვდება. „აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის […]

Continue Reading

იაპონელები, კორეელები და ევროპელები – ვის ხარჯზე იზრდება ქართული გასტროტურიზმი

„ გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია“ – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის” დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე საქართველოს გასტროტურიზმის პოტენციალს. „გასტროტურიზმის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე მზარდია. თავადაც გასტრო კვირეულის ორგანიზატორი ვარ და 3-მიშლენიანი საოცარი ვარსკვლავები გვყავდა ჩამოყვანილი. ინტერესი რომ არ ყოფილიყო, არც ჩამოვიდოდნენ. მეტიც, ჟურნალისტებისა და შეფების ჩამოყვანა ძალიან გაგვიადვილდა, იმდენად აინტერესებთ საქართველო […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი: არ დაგავიწყდეთ, რომ “ტვ ფორმულამ” 540 000 ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში

“არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში”- ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, “ფული აიღეს, აი, ამ უპასუხისმგებლობის კრიტიკოსების დაბლოკვაში, რომ ხალხი იოლად მოტყუებულიყო და “თბილისის აგდებას რა უნდა” – ცირკი გაეთამაშებინათ.” ჩერგოლეიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მათთვის არ იყო ცნობილი, […]

Continue Reading

მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან თანამშრომლობის გაღრმავება. მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში… ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს – ირაკლი კობახიძე

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა – ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო შავ ზღვასთან 7 ქვეყანას აკავშირებს და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია. „ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 20 ივნისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +15, +20°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +17, +22°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს […]

Continue Reading

20 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივნისს წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელის, მღვდელმოწამე მარკელის და მასთან ერთად მოწამეთა და დედათა: პრისკილას, ლუკინას და არტემიას, ასევე წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს. თეოდოტე ანკვირელი წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, ის გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით, თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ […]

Continue Reading

მარია ზახაროვა – მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას

მოველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დასკვნებს გამოიტანენ და შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. „ნამდვილად, ეს ექსტრემისტების ხროვა იყო. დეტალურად არ გავჩერდები მათ ამორალურ ქმედებებზე, რათა ამ ყველაფერს რეკლამა არ გავუკეთო, უფრო უკეთ რომ ვთქვათ კი, ანტირეკლამა… აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს […]

Continue Reading

საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს – „EU NEIGHBOURS EAST“-ის კვლევა

ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებული 2026 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის ევროპულ მომავალს კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 71% ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 79% დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყანას უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ევროკავშირი ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო პარტნიორად რჩება – მას გამოკითხულთა 67% ენდობა. […]

Continue Reading