ევროკავშირმა უკრაინის, მოლდოვასა და კიდევ 2 ქვეყნის გაწევრიანების ახალი გეგმა შეიმუშავა

ევროკავშირმა მონტენეგროს, უკრაინის, მოლდოვისა და ალბანეთის ბლოკში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ინდივიდუალური გზამკვლევები შეიმუშავა. ევროკომისიის ინიციატივა მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპების დასასრულებლად კონკრეტულ ვადებსა და წინაპირობებს ოფიციალურად განსაზღვრავს. POLITICO-ს ინფორმაციით, ბრიუსელმა აღნიშნულ ქვეყნებს მკაფიო გარანტიები რეფორმების წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ მისცა. ახალ დოკუმენტში კანდიდატების მიმართ მოთხოვნილ ნაბიჯებთან ერთად ევროკავშირის მოქმედი წევრების ვალდებულებებიც გაიწერა და მოლაპარაკებების თემატური ნაწილების დასრულების სავარაუდო თარიღებიც […]

Continue Reading

მადრიდში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს – ვინ აღმოჩნდა დაღუპული და რა ინფორმაცია ვრცელდება მის შესახებ?

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. 45 წლის ლელი თეთრაულის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ავრცელებენ. ცნობილია ის, რომ ქალი წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის და რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფება. ახლობლებისათვის უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს სამშობლოში 30 სექტემბერს ჩამოასვენებენ. ლელი თეთრაულს 1 ოქტომბერს, დედოფლისწყაროში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტთან მესამე კურსის სტუდენტი დაჭრეს – რას მოჰყვა ანგარიშსწორება და როგორია დაჭრილის მდგომარეობა?

თბილისში, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა. დაზარალებული, მესამე კურსის სტუდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ციცი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. ერთ-ერთი […]

Continue Reading

ეროვნული ვალუტის კურსი – რა ეღირება ხვალ დოლარი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6055 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9632 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9721 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

კა­ხეთ­ში 20 წლის ახალ­გაზ­რდა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს

კა­ხეთ­ში 20 წლის ახალ­გაზ­რდა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მას შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე 25 წლის ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. საქ­მე­ზე, სა­სა­მარ­თლომ გუ­შინ იმ­სჯე­ლა ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სქემა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ გადაიბარა” – ლაშა ფარულავა

არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სქემა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ გადაიბარა, სწორედ ამიტომ რჩება ეს კრიმინალური ბიზნესი სრულიად ხელშეუხებელი. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს. მისი განცხადებით, ათიათასობით ადამიანი უკვე ჩაითრიეს კრიმინალურ საქმიანობაში და საკუთარ ხაფანგში მოაქციეს, ხოლო ვინც ხმის ამოღებას გაბედავს, პირდაპირ ციხეში უკრავენ თავს. […]

Continue Reading

გაფრთხილება – 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. „შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი თვითონ ნარკოტიკების მომხმარებლად არის ცნობილი ზოგადად, რაზე იბრძოდა, სად იბრძოდა? ის იბრძოდა, რომ მედიაში რაიმე თავისუფალი სიტყვა არ თქმულიყო. რას გავს, რებს საუბრობს? – გია ვოლსკი საკაშვილს პასუხობს

“ქართულ ოცნებაში” მიხეილ სააკაშვილის მძიმე ბრალდებებს უპასუხეს – მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე ბიძინა ივანიშვილი და მხედრიონელი ჯაბა იოსელიანი ერთმანეთს შეადარა და ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა, მმართველ პარტიაში თქვეს, რომ “სააკაშვილი თავად არის ცნობილი ნარკოტიკების მომხმარებლად”. განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა და სააკაშვილის ნაამბობს “სისულელე” უწოდა. “ოცნების” სპიკერი ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ მესამე პრეზიდენტის დროს […]

Continue Reading

საქართველოს ბრიტანელი მედიამენეჯერები და ღვინის ექსპერტები ეწვივნენ | როგორია ღვინის ექსპორტი?

ქართული ღვინის ცნობადობისა და ბრიტანულ ბაზარზე მისი პოზიციების გაძლიერების მიზნით, საქართველოს 12-კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც ბრიტანული მედიისა და ღვინის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებს შორის იყვნენ Daily Mail-ის, Decanter-ის, The Guardian-ის, BBC Radio-სა და Wine Telegrams-ის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ბრიტანელი მედიისა და ღვინის სფეროს პროფესიონალები ქართლსა […]

Continue Reading

დღეს საქართველოს ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს

დღეს, საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის მეორე ტურში, “დინამო არენაზე”, უკრაინას უმასპინძლებს და, ჩრდილოეთ ირლანდიასთან წარუმატებელი სტარტის შემდეგ, წარმატების მიღწევას შეეცდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილს დღეს ექნება პროგრამული გამოსვლა

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას“. „მიხეილ სააკაშვილი დღეს გააკეთებს საპროგრამო განცხადებას, მას ექნება პროგრამული გამოსვლა. მიხეილ სააკაშვილი 5 წელი პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფება, რომ მანქურთებს დაუტოვოს ეს ქვეყანა. ის ნამდვილად აპირებს ქართველ […]

Continue Reading

თბილისის 81-ე სკოლა დაიკეტა – ადგილზე მშობლების პროტესტია

თბილისის კიდევ ერთი სკოლა დაიკეტა – 81-ე სკოლა საგაკვეთილო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც ერთი კვირის წინ ერთ-ერთ საგაკვეთილო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა. ჭკალოვის ორ ნომერში დილიდან პროტესტია – ადგილზე მშობლები არიან შეკრებილები და საგაკვეთილო პროცესის აღდგენას ითხოვენ, ამბობენ, რომ იმ ერთ ოთახს თვითონვე გაუკეთებენ რეაბილიტაციას, თუმცა მათთან რამდენიმე წუთის წინ სკოლის დირექტორი გამოვიდა და ადგილზე შეკრებილებს ამცნო, რომ […]

Continue Reading

ქართველმა სამართალდამცავებმა ბებია დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს. „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 28 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 28 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°; ბათუმი: ხანმოკლე […]

Continue Reading

28 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 სექტემბერს ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის, დიდმოწამისა ნიკიტას, მოწამეთა: მაქსიმეს, თეოდოტეს და ასკლიადის, პორფირიოსის, ღირსი ფილოთეოსის, მცირე აზიელი ხუცისა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. […]

Continue Reading

ავარია ბათუმში – დაშავდა 2 არასრულწლოვანი

ბათუმში ავტომობილი მოპედს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა – დაშავდა 2 არასრულწლოვანი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა გურამიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 13-14 წლის არასრულწლოვანები სწორედ იმ მოპედით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ამ ადგილას ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე […]

Continue Reading

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს. საქართველო – უკრაინის მატჩი „დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება. რამაზ სვანაძემ უკრაინელებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე უმასპინძლა. „მინდა ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ვუთხრა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ ყოველთვის იყო, არის და დარწმუნებული […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი – ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას

  საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკას. ასეთ პირობებში დაცვის გაგრძელება ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამაზ ელიზაბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი წერს. როგორც კვანტალიანი აღნიშნავს, თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას წყვეტს. „თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას პირდაპირ შევეწირე, ჩემი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სასწორზე დავდე, რასაც პოლიციური ძალადობა და […]

Continue Reading

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 5 წლამდე ბავშვი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მყოფებს მიკროავტობუსი შეეჯახა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის […]

Continue Reading

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც

მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული. აფხაზებიც დამარცხდნენ და ქართველებიც დამარცხდნენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე განაცხადა. პატრიარქის თქმით, ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც. უწმინდესმა და და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ […]

Continue Reading

თბილისში, დღეს თსუ-დან გმირთა მოედნამდე მსვლელობა – „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ გაიმართება

27 სექტემბერს, თბილისში, მარში – „ აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს“ გაიმართება. როგორც ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ, მარშის მონაწილეები 27 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გმირთა მემორიალთან მივლენ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად. მარშს შეუერთდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სამოქალაქო – საზოგადოებრივი ჯგუფები. „საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება – ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი „მეგობრულ რეჟიმში“ განიხილება. კერძოდ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადების პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობასთან დაძაბულობა არ აქვს. „ჩვენ დაძაბულობა არ გვაქვს, აზერბაიჯანის მთავრობასთან ჩვენ […]

Continue Reading

ნიკა გვარამია – პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!

დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ყველაზე ცუდი დღე. არავინ და არაფერი არ მახსენდება ამ დღეს. ჩემთვის მას არც სიმბოლო ჰყავს, არც გმირი, არც ანტიგმირი. საშინელი, ცარიელი, შავი დღეა, როცა ყველაფერი დამთავრდა. არ ველოდები, სხვებთან ერთად ვცდილობ მოვაახლოო თეთრი დღე, რომელიც ყველაფერს ხელახლა დაიწყებს – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ნიკა გვარამია […]

Continue Reading

პრემიერი – მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან

მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია და შემხვედრი ნაბიჯები დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. „ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე […]

Continue Reading

10 ქვეყანა, სადაც პარლამენტარებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ – რა ვითარებაა საქართველოში?

10 ქვეყანა, სადაც პარლამენტარები ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ. როგორია ვითარება ამ მხრივ საქართველოში. TOP-10 ქვეყანა, სადაც პარლამენტარებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ გაერთიანებული სამეფო თემთა პალატის 650 წევრის წლიური ხელფასი ბოლო 5%-იანი მატების შემდეგ 132 800 დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო წლიურ შემოსავალზე სამჯერ მეტია. 2009 წლის გახმაურებული საპარლამენტო სკანდალის შემდეგ, ბრიტანელი დეპუტატების ანაზღაურებას დამოუკიდებელი ორგანო განსაზღვრავს, რათა […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არავის ვესხმით თავს, 14 წელია მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა არის ყოველთვის პასუხი თავდასხმებზე

ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოსა და პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, როდესაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. პაპუაშვილის თქმით, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება, იმისთვის, რომ კომფორტულ “კაფსულში” და კრიტიკისგან დაცული იყოს, ამისთვის არსებობს […]

Continue Reading

დაკავებულია პირი, რომელმაც ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს

დააკავეს პირი, რომელმაც ფარულად შეაღწია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით კი დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +19, +24°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +13, +18°, დღისით +22, […]

Continue Reading

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას დღესასწაულობს – დაწესებულია ერთდღიანი მარხვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს მსოფლიო ამაღლებას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა – ჯვართამაღლებას ზეიმობს. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. ჯვართამაღლება მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, იმპერატორ, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს. რომის წარმართი იმპერატორები […]

Continue Reading

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით არ დაუყენებია არანაირი ტერიტორიული პრეტენზია” – მეუფე გიორგი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ასეთი მგრძნობიარე საკითხები მხარეებს შორის კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა განიხილებოდეს და წყდებოდეს. მეუფე გიორგიმ თავისი მოსაზრება სოციალურ ქსელში გამოაქვეყა: “მინდა გამოვეხმაურო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რამაც ჩვენს საზოგადოებაში სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, […]

Continue Reading

პრემიერი – ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ

ამდენი დღის განმავლობაში თვითონ ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, რაოდენობა დაახლოებით ასეთია, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, ამ ერთობამ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როდესაც იკრიბებიან ყოველგვარი მიზნის გარეშე და იციან, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, ეს სექტის საქმიანობის ერთგვარი ფორმაა. „ხედავენ […]

Continue Reading

გუდაურში სატვირთო კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

გუდაურში, ზემო მლეთასთან სატვირთო ავტომობილი კლდეს შეეჯახა – საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. გამოცემისვე ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

დუშეთში ორი ადამიანი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის […]

Continue Reading

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც აქამდე სვანაძე ხელმძღვანელობდა, ფედერაციის ინფორმაციით, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს თავისი ასისტენტი – გიორგი ადამია შეცვლის. „საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი […]

Continue Reading

სამტრედიაში მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

სამტრედიაში მატარებლის დაჯახების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა სანავარდოს დასახლების მიმდებარედ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ლიანდაგის მიმდებარედ, ოჯახის წევრთან ერთად მუშაობდა, ის მოპირდაპირე მხარეს აპირებდა გადასვლას, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 26 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის პირველ ნახევრამდე უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

26 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი – ქეთევანობა

მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს ენკენიას და დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის, მღვდელმოწამე კორნილიოს, მოწამე კრონიდეს, ლეონტის და სერაპიონს, მოწამეთა სელევკის და სტრატონიკეს , ასევე ღირსი პეტრე ატროელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს […]

Continue Reading

აზერბაიჯანის საგარეო უწყება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადებები ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეწინააღმდეგება მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია. აზერბაიჯანი ყოველთვის […]

Continue Reading

ახალი ამბები დაკარგული პატარა მოსწავლეები იპოვეს – სად მიაკვლიეს ბვშვებს და რას ამბობს სკოლის დირექტორი?

ვა­კე­ში, N54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის 2 პირ­ველკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლის და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცია, ერთ-ერთი ბავ­შვის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვა­კის ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. პატარები მალევე იპოვეს, საქმეში ჩართო საპატრულო პოლიცია. “ამბები”და­უ­კავ­შირ­და 54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს, ქე­თე­ვან ჩო­ქურს, რომელმაც დაადასტურა, რომ ორი­ვე ბავ­შვი ნა­პოვ­ნია. “უბ­რა­ლოდ მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, მერე და­ვი­ნა­ხეთ კა­მე­რებ­ში, რომ ჭიშ­კარს იქით იყ­ვნენ […]

Continue Reading

“საქართველო უნდა შეეგუოს არსებულ სტატუს კვოს” – ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას პასუხობს

საქართველო უნდა შეეგუოს არსებულ სტატუს კვოს: ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის გაეროში გუშინდელ გამოსვლას პასუხობს: „სამწუხაროდ, საქართველოს ხელმძღვანელობა აგრძელებს თავის წინა კურსს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისის ქმედებებში კვლავ აშკარა შეუსაბამობაა დეკლარაციებსა და პრაქტიკულ ნაბიჯებს შორის, რომლებიც დაშორებულია რეალური გეოპოლიტიკური რეალობისგან. ამას ადასტურებს ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმდინარე […]

Continue Reading

დოლარის ფასმა დაიკლო – 26 სექტემბრის ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6080 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6218 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9721 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9807 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრების სიაში იქნება შეყვანილი

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 2026 წლის ივლისში,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართა და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის მასალები გადასცა (ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“). „ჩვენ არ შეგვისწავლია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ უკვე შესწავლილი საქმეები, კერძოდ, […]

Continue Reading

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე სატელეფონო ზარით მიულოცა – აზერბაიჯანული მედია

დღეს, აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დაურეკა და დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. “პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და წარმატებები საქმიანობაში, ასევე კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოს მეთაურს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ტელეფონზე საუბრისას, მათ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის განვითარების შესახებ […]

Continue Reading

რუსი მოციგურავე საქართველოს სახელით ასპარეზობს

17 წლის რუსი მოციგურავე საქართველოს სახელით ასპარეზობს  –  მაკარ ნიკოლაევი, რომლის სპორტული კარიერა რუსეთთან არის დაკავშირებული, ბათუმში მიმდინარე იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე საქართველოს წარმოადგენს. ნიკოლაევი ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. გასულ სეზონში მან რუსეთის იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე მერვე და მეცამეტე ადგილები დაიკავა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ბოლო რამდენიმე თვეში, როცა რუსეთიდან ჩამოსული სპორტსმენები ყინულზე საქართველოს სახელით სრიალებენ. აგვისტოში საქართველოს ფიგურული ციგურაობის […]

Continue Reading

კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს აგენტი უწოდა

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც ქვეყანას და საკუთარ ხალხს – რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ერთ ადამიანს კი არ ვუსმენთ, ქართველ ხალხს ვუსმენთ. ვიმართებით ხალხის მიერ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პარანოია სუფევს. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარედან იმართება. „სალომე ზურაბიშვილი არის ტიპური აგენტი. გარედან იმართება, იღებს კონკრეტულ დავალებებს, […]

Continue Reading

დიზელის ფასი 5 ლარს უახლოვდება, ლიტრი ბენზინი კი 4 ლარზე მეტი ღირს – ბოლო 2 დღეში საწვავი კიდევ გაძვირდა

საქართველოში საწვავი კიდევ გაძირდა. ბოლო 2 დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 8 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი 10 თეთრამდე გაძვირდა. ცნობისთვის, მხოლოდ მიმდინარე თვეში სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე, სხვადასხვა პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ფასის კორექტირება. მთლიანობაში, 3 სექტემბრიდან დღემდე – ბენზინი 14-26 თეთრით არის გაძვირებული; ხოლო დიზელის ფასი 30-46 თეთრით არის გაზრდილი. „ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ […]

Continue Reading

“ისეთი დამაჯერებელი, გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა, მართლა ხომ არ მომითხოვია ფული” – რას წერს მოქალაქ, რომელსაც ბანკის სახელით დაურეკეს

სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს, რომ საქართველოს ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი მონაცემებით უცხო ადამიანმა ბანკისგან თანხა მოითხოვა და 20 ათასი ლარი სესხის სახით 20 ათასი ლარი დაუმტკიცდა. მისი თქმით, “ისეთი კვალიფციური, ისეთი დამაჯერებელი, ისეთი გამართული ტექსტით მელაპარაკებოდა, ეჭვი შემეპარა მართლა ხომ არ მომითხოვია ფული, მომითხოვია, კი არა ამიღია და დამიხარჯავს, ახლა კი უნდა […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას შევეხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ისტორიული რეგიონების ოკუპაცია​

გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი შეხვედრა, ასევე […]

Continue Reading

ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ და ცოლის ძმამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ ვასილ მხეიძემ და თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმამ, გიორგი ხაინდრავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მათ საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო […]

Continue Reading

განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირია დაკავებულია, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და […]

Continue Reading