19 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს ახსნებს მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილ საკვირველებას და ასევე მრავალთა სხვათა წმიდა მოწამეთა. ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“ გაიხსნა. ღონისძიებას KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლამ (AUD) უმასპინძლა. ფესტივალი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის დეკანმა მარიამ ბოჭორიშვილმა. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს ორგანიზატორებმა – თანამედროვე ხელოვნების განვითარების საერთაშორისო […]

Continue Reading

გაფრთხილება გარემოს სააგენტოსგან – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“ – […]

Continue Reading

ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება – ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ – მინისტრი

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი შეჩერდა. ამის მიზეზი მშობლებთან მისული შეტყობინება გახდა, რომლის თანახმადაც, შენობა ავარიულია. ამასთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში საპროტესტო აქციაც გაიმართა. როგორც ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობდა. სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ისიც კი შემოგვთავაზეს, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ალტერნატიული შენობის მოძიებაში, – ამის შესახებ თბილისის […]

Continue Reading

რამ მოწამლა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები? – მშობლები კონკრეტულ პროდუქტებს ასახელებენ

თბილისის 182-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი, ნათია ბედენაშვილი, რომლის შვილიც, არსებული ინფორმაციით, ბაღში მოიწამლა, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვების ინტოქსიკაცია რძემ გამოიწვია. როგორც მშობელი განმარტავს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა და უთხრეს, რომ საკითხის მოკვლევა დაწყებული აქვთ. „საღამოს ბავშვი რომ მოვიდა ბაღიდან, დაიძინა და რომ გაიღვიძა, ღებინება დაეწყო, 3-ჯერ აერია გული, მუცელი ასტკივდა და მაღალი […]

Continue Reading

ცნობილია, რომელ საბავშვო ბაღებში მოიწამლა ათეულობით ბავშვი – რა სიმპტომები აღენიშნებოდათ აღსაზრდელებს, რომელთა მკურნალობა რამდენიმე კლინიკაში მიმდინარეობს?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას. სააგენტო ყველა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი […]

Continue Reading

18 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 18 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის მშობლების ზაქარიას და ელისაბედის, მოწამეთა: თიფაილის, თიბეას და სარვილეს, იუვენტინე და მაქსიმე მხედართა, მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა , მოწამე აბდე სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის მშობლები წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებულიიქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

17 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 სექტემბერს ღირსი სვიმეონის, გარეჯის წინამძღვრის, მღდელმოწამისა ბაბილას, დიდი ანტიოქიის ეპისკოპოსის ასევე იოასაფ ბელგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი სვიმეონ გარეჯელი ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას […]

Continue Reading

“შესაძლოა, გზის გადაკვეთის დროს, უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ” – რას წერს ფეისბუკმომხმარებელი

სოაციალურ ქსელში, “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხმარებელი ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დაიმახსოვრეთ ამ ქალის სახე, რადგან შესაძლოა გზის გადაკვეთის დროს უკნიდან უმიზეოდ თავს დაგესხათ და თავში რამე ჩაგარტყათ. “11 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ ქვაფენილზე რომ გადასასვლელია, ამ გზაზე გადასვლას ცდილობდა ეს ქალი. მე მის უკან ვიდექი, შევამჩნიე, რომ უჭირდა გზის გადაკვეთა და […]

Continue Reading

კუთვნილი ხელფასის მისაღებად “ფორმულას” ჟურნალისტი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

“ფორმულას” ჟურნალისტი ელენე ბენიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისსა და თანამშრომლების უფლებების შელახვაზე საუბრობს.  ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას მის წინაშე აქვს ფინანსური დავალიანება, რომლის გადახდაზე პასუხსაც კი არ იძლევა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ფორმულაში“ მუშაობის 6 წლის განმავლობაში ბოლო ერთი წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა და მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა „ბიზნესი […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო 

პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო იმთავითვე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა. როგორც ჯაღმაიძე წერს, სხვადასხვა მომსახურებაში […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 16 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

16 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 16 სექტემბერს მღვდელმოწამე ანთიმოზის, ნიკომიდიელი ეპისკოპოსის, ღირსი თეოქტისტეს, ღირსი ექვთიმე დიდის, თებე დიაკონის, ბასილი ნიკომიდიელის, მღვდელმოწამე არისტიონის, ალექსანდრიელი ეპისკოპოსის და იოანიკესი, სერბელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები მღვდელმოწამე ანთიმოზი, ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და მასთან სხვა მოწამეები: თეოფილე დიაკონი, დოროთე, მარდონი, მიგდონი, პეტრე, ინდისი, გორგონი, ზენონი, დომნა ქალწული […]

Continue Reading

დიდუბეში, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქვეითს დაეჯახა

დიდუბეში, ბათუმი-თბილისის მატარებელი ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას და შემთხვევის ადგილზ ეგადაღებულ კადრებს  “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი”

ახმეტაში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ექიმი მაია კოხტაშვილი, რომელიც 50 ათას ლარიანი გირაოს შემდეგ გათავისუფლდა, იმ ადამიანებისადმი, ვინც მისდამი დახმარება და თანადგომა გამოიჩინა, სამადლობელ წერილს აქვეყნებს: ““მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

15 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 სექტემბერს მოწამე მამანტის, მისი მამის თეოდოტეს და მისი დედის რუფუნას, ღირსი იოანე მმარხველის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის და წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე მამანტი მამა მისი თეოდოტე და დედა მისი რუფინა წმიდა მოწამე მამანტი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი. პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების დეკანებს, მოესმინათ პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. […]

Continue Reading

შიო მესამე – თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით

თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებით. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება, – ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, სიბრძნის დასაწყისია ღვთის შიში. “გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ახალი […]

Continue Reading

დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეიდან დაიწყო. ცენტრის ცნობით, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში […]

Continue Reading

14 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს აღნიშნავს კრებას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (ხსენება წმიდა ხატის პოვნისა) (864); ხსენებას ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, არქიმანდრიტისა (459); ღირსი მართასი, დედა სვიმეონ მესვეტისა (+428); მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი და ძმათა მისთა, ებოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისუ (ისო) ძისა […]

Continue Reading

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. წმიდა ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. ტერმინი “ახალი წელი” რომს უკავშირდება. საღვთისმსახურო წიგნი “ჟამნი” მოგვითხრობს, […]

Continue Reading

“ექთანი რომ მეზობელს ინექციას ან გადასხმას გაუკეთებს დაიჭირეთ; ექიმი რომ დაურეგისტრირებელ პაციენტს ტელეფონით ან სოციალური ქსელით დანიშნულებას ურჩევს, ისიც დაიჭირეთ” – ექიმი მაია ბუწაშვილი

“ახლა იმის მოლოდინში უნდა ვიყო, ვინმე შსს ან სუს-ის მიერ პაციენტის როლში მოვლენილი აგენტი არ აღმოჩნდეს და შარი არ მომდონ, პაციენტი რომ არ გინახავს, რჩევას როგორ აძლევო” – ასე ეხმაურება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ახმეტაში ექიმ მაია კოხტაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს. მისი თქმით, ამ უწყებების თანამშრომლებიც ხშირად სარგებლობენ ნაცნობი ექიმების არაოფიციალური სერვისებით “ჩემი საკმაოდ დიდი […]

Continue Reading

“მე ჩემი პრინციპები მაქვს” – რას წერს ლალი მოროშკინა თავის წარსულზე და რატომ მოუბოდიშა მას ირაკლი ღარიბაშვილმა

“თუ ნერვები გეყოფათ” – მწერალი, პროფესორი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ქართველ პოლიტიკოსებთან დაკავშირებულ საკუთარ ურთიერთობასა და მათთან დამოკიდებულებაზე ვრცელ ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს. “თუ ნერვები გეყოფათ… “არ ავნო”! Primum non nocere! ეს ურყევი და ჰუმანური პრინციპი სამედიცინო სფეროს ეთიკის კოდექსის ნაწილს წარმოადგენს. რამდენჯერაც ამიღია კალამი ხელში, (ან კლავიატურა) იმდენჯერ მიფიქრია, რაღაც ისეთი არ შემომეწეროს, რომ ვინმეს ვავნო. არაერთხელ […]

Continue Reading

ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც ადამიანობა, პროფესიონალიზმი – განათლების მინისტრი

დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე – ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს , – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ, „იმედის“ ეთერში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ამ კანონპროექტში ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მისივე თქმით, მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება. „დავიწყეთ მუშაობა ერთიან […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +27, +32°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +24, +29°.აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. […]

Continue Reading

13 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 სექტემბერს აღნიშნავს დადებას პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, მღვდელმოწამე კვიპრიანეს კართაგენელი ეპისკოპოსის, წმიდა გენადის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს. სამ ნაწილად გაყოფილი სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, გარდამოცემით, აქლემის ბეწვისგან (სტევი) დაუმზადებია თვით უფლის დედას , ხოლო მისი მიძინებისა და ზეცაში ამაღლების წინ მან ის თომა მოციქულს გადასცა. წმინდა სარტყლის შენახვა თავს იდო […]

Continue Reading

“არ არის ეს ქარ­თუ­ლი, არ მო­სუ­ლა, სულ ნუ “გა­ნაც­დე­ბით,” – ნინო ნადირაძე ექიმის დაკავების ფაქტს ეხმაურება

კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო ნა­დი­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყალ­ბი რე­ცეპ­ტის გა­ცე­მის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ექი­მის, მაია კოხ­ტაშ­ვილს და­კა­ვე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა: “რა ფსკე­რი უნდა იყო ადა­მი­ა­ნი ექიმ­თან შეხ­ვი­დე, თავი შე­ა­ცო­დო, დრა­მა და­უდ­გა და მერე და­ა­ჭე­რი­ნო. ერ­თია და­გა­ვა­ლონ და მე­ო­რეა, გა­ა­კე­თო და კი­დევ ნევ­რო­ლო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტში, ღვთის წყა­ლო­ბით, ახ­მე­ტას სა­კუ­თა­რი ნევ­რო­ლო­გი ყო­ლია შე­იძ­ლე­ბა უხე­ში შე­და­რე­ბაა, მაგ­რამ მრე­ცხა­ვი ვარ­დოს ის­ტო­რია მა­გონ­დე­ბა. არ […]

Continue Reading

პეტრე კოლხი პატრიარქს მიმართავს: “თქვენი მორიგი ქადაგება, ვშიშობ, ეპისკოპოსებს უფრო ეხება, რომლებიც ახლა უკვე მითუმეტეს აღარ გისმენენ და სამომავლოდ, თუ უბრალოებაზე საუბარს დააპირებთ, საკუთარი თავი გაითვალისწინეთ”

ემიგრაციაში მყოფი ქართველი სასულიერო პირი პეტრე კოლხი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის შიო მესამის გუშინდელ ქადაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “პატრიარქო შიო, როგორ მინდა გულწრფელად მჯეროდეს თქვენი სიტყვების, მაგრამ რა ვუყოთ იმ მოცემულობას, რომელსაც თქვენ არ იმჩნევთ და არც ის გსურთ, სხვამ შეიმჩნიოს…. უხერხულია თქვენგამ მიჯაჭვულობაზე საუბარი…. თქვენი სინოდის წევრების უმეტესობა, ყველაფერზეა მიჯაჭვული, ქრისტიანული ღირებულებების გარდა…. არც თქვენ […]

Continue Reading

კრწანისის ტყე-პარკში ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა

კრწანისის ტყე-პარკში ე.წ. არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გამართეს მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. მათ შორის იყო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. შეკრებილები ითხოვდნენ, გაუქმდეს ხელშეკრულება, რომელიც Eagle Hills-თან არის დადებული და ე.წ. კრწანისის ტყე-პარკში ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კრწანისის ტყე-პარკი არის თბილისის ფილტვები და აქ მშენებლობა ყველას […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 12 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით […]

Continue Reading

12 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 12 სექტემბერს წმინდა ილია მართლის, წმინდა ალექსანდრეს, იოანეს და პავლე კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირს ქრისტეფორე რომაელის, ღირს ფანტინე სასწაულთმოქმედის ხსეებას და კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ილია მართალი ილია ჭავჭავაძე იყო, ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე […]

Continue Reading

გურჯაანში ერთადერთი ომის ვეტერანი ქალი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

გურჯაანში მცხოვრები ერთადერთი ომის ვეტერანი ქალი, მარიამ ბეჟაშვილი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. უხუცესი ვეტერანი სოფელ ჭანდარში ცხოვრობდა. პროფესიით ექთანი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 17 წლის ასაკში, ფრონტის წინა ხაზზე წავიდა და დაჭრილი და დაშავებული ადამიანების გადასარჩენად მუშაობდა. მარიამ ბეჟაშვილი რამდენიმე თაობას მოესწრო და სიცოცხლის ბოლომდე მეორე მსოფლიო ომის მოგონებებს ინახავდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, – ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, განსაკუთრებით გვჭირდება ლოცვა და ღვთის შეწევნა. „ჩვენი […]

Continue Reading

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა

იანვარ-ივნისში საქართველოში 10 006 ქორწინება და 6 095 განქორწინება დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დემოგრაფიული მონაცემებიდან ირკვევა. ქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში აღირიცხა, სადაც წლის პირველ ექვს თვეში 2 993 ქორწინება დარეგისტრირდა. შემდეგ მოდის იმერეთი 1 466 შემთხვევით, ქვემო ქართლი 1 302-ით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1 144-ით. რაც შეეხება განქორწინებებს, ყველაზე მეტი […]

Continue Reading

“არ ვიცი, ეს პოსტი მივა თუ არა შს მინისტრამდე ან გენპროკურორამდე, რადგან ჩივილის თავი და ნერვები არ მაქვს” – ფეისბუქმომხმარებელი თაღლითური სქემის შესახებ წერს

“ფეისბუქის” მომხმარებელი, რიგითი მოქალაქე თაღლითური სქემის შესახებ წერს, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:“აგერ ჩემი პოსტები, ვერსად პოლიციის საწინააღმდეგო ერთ სიტყვასაც ვერ ნახავთ, პირიქით, მუდამ ქება-დიდება. –მაგრამ მე, 67 წლის კაცს, გუშინწინ ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში დღე დამაწიეს, არ ვუსურვებ არავის! –შუამთის ქუჩა 24-ში მდებარეობს, თუ არ ვცდები. –საქმე რაშია: –ყოფილა ასეთი თაღლითური სქემა და მოგიყვებით, რომ თქვენც […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 11 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;ქუთაისი: უმეტესად […]

Continue Reading

11 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთას აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ, ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. […]

Continue Reading

11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, საქართველოს პატრიარქი სამების ტაძარში წირვას აღავლენს

11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

“არ არის აუცილებელი ყველაზე და ყველაფერზე კომენტარი, ამით საკუთარ თავს აუფასურებთ” – ათი რჩევა ახალბედებს ლალი მოროშკინასგან

“10 რჩევა სოც.ქსელებში პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალბედებისთვის, ან ძველგაზრდებისთვის, რომლებიც ერთი და იმავე წყალში შედიან, შედიან, შედიან…. 1.ყველა ახალი ამბავი სამი დღის მერე ნაგავშია გადასაგდები, შესაბამისად ნუ შეიწუხებ თავს.არც შენზე ამბავი იციცხლებს დიდხანს და არც სხვაზე… 2.არ არის აუცილებელი ყველაზე და ყველაფერზე კომენტარი, ამით საკუთარ თავს აუფასურებთ, “ყველაფერშჩიკობა” მხოლოდ უკაცრიელ კუნძულზეა კარგი. 3. ნუ ცდილობ სხვას […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით 0, […]

Continue Reading

10 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა მოწამე შუშანიკის, ღირსი მოსე შავის და ანნა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამე შუშანიკი წმიდა შუშანიკი ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, გაბრიელის სახელის გამოყენება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. კერძოდ, ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბდა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შეშფოთებასა და წუხილს იწვევს […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა – 2026 დასრულდა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)  ერთობლივი პროექტის – ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ. პროგრამის […]

Continue Reading

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა – aktual.ge

საქართველოდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 2 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან წყალში ჩავარდა – ინფორმაციას aktual.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ორივე ადამიანი გადაარჩინეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რიზეს პროვინციის ჩაიელის რაიონის სანაპიროსთან მოხდა. ავარიული დაშვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, […]

Continue Reading

საქართველოც მოხვდა მსოფლიოს 10 ნაკლებად ცნობილ ტურისტულ მიმართულებაში, რომელსაც 2027 წელს ტურისტებს სთავაზობენ

ტურისტულმა ოპერატორმა Intrepid Travel-მა 2027 წლის რეიტინგი წარადგინა, სადაც მსოფლიოს 10 ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა გაერთიანებული, რომლებიც მზად არიან გაისად უფრო მეტ მოგზაურს უმასპინძლონ – წერს unian.net-ი. „ეს პროექტი მხოლოდ ნაკლებად ცნობილი ადგილების ჩამონათვალი არ არის. მისი მიზანია შეცვალოს მიდგომა მიმართულებების არჩევასა და მოგზაურობის ფორმატთან დაკავშირებით – შთააგონოს ადამიანები, აღმოაჩინონ მსოფლიოს ისეთი კუთხეები, სადაც ტურიზმს რეალური […]

Continue Reading

პარიზში გადასული „ნეაპოლის პრინცი“ მზადაა, მეფის ტახტი დაიკავოს – Ballon d’Or-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე

Ballon d’Or-ის ოფიციალური ვებგვერდი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებზე წერილს აქვეყნებს. ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს: „ქართველი ფეხბურთელი ნომინანტებში „პარი სენ-ჟერმენში“ ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შედეგად მოხვდა. ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში მესამედ ხდება. წარმოგიდგენთ 2025/26 წლების სეზონში მის განვლილ გზას. 2026 წლის აპრილში მიუნხენის „ბაიერნთან“ გიჟურ მატჩში კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. საპასუხო შეხვედრაში კი საგოლე პასი გაუკეთა უსმან დემბელეს და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც […]

Continue Reading