ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა იაფდება

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა იაფდება. აზერბაიჯანის რკინიგზის გადაწყვეტილებით, ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ტარიფები ასე განაწილდა: • ბაქო – თბილისი: 82.6 ლარი (54 მანათი) • ევლახი – თბილისი: 67.3 ლარი (44 მანათი) • განჯა – თბილისი: 62.7 ლარი (41 მანათი) • აღსტაფა – თბილისი: 58 ლარი (38 მანათი) • ბოიუქ კესიკი – თბილისი: 55 ლარი (36 მანათი) […]

Continue Reading

„5 წლის ბავ­შვთან 1 სა­ა­თი­თაც არ მიშ­ვებ­დნენ, იხ­ვე­წე­ბო­და, სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეო…“ – რას ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები

27 ოქ­ტომ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, 5 წლის ბავ­შვი აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნი­ელ ბა­ზა­ძე დღეს დაკ­რძა­ლეს. მშობ­ლებ­მა “ფორ­მუ­ლას­თან“ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ახლა მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­მარ­თლის პოვ­ნაა. მშობ­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შვს მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და. ქუ­თა­ი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მებ­მა გა­სინ­ჯვის შემ­დეგ უთხრეს, რომ მას აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. მათი თქმით, ოპე­რა­ცი­ას გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ბავ­შვს […]

Continue Reading

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა – ორგანიზაციებმა საპატრიარქოს მონაცემები მიაწოდეს

თამაშდამოკიდებული ადამიანების თვითმკვლელობების სტატისტიკა საგანგაშოა – ორგანიზაციებმა, რომლებიც ლუდომანიის მძიმე შედეგების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, ეკლესიის წარმომადგენლებს არსებული ფაქტები გააცნეს. ვრცელდება საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოები და განხილული საკითხების ჩამონათვალიც. შეხვედრას მამა ანდრია ჯაღმაიძე და პატრიარქის მდივანი მაქაელ ბოტკოველი ესწრებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თვითმკვლელობის რეალური მიზეზები ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კი ქვეყანაში […]

Continue Reading

გიორგი ბახუტაშვილი ისრაელის მძაფრსიუჟეტიან სერიალში — „გაქცევა“ („Ha’Bricha“)

ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი მონაწილეობს ისრაელის ახალ, 8-ეპიზოდიან მძაფრსიუჟეტიან ტრილერში — „გაქცევა“ — “Ha’Bricha,” რომელიც კომპანია Keshet Media Group-ის მიერ არის წარმოებული და ისრაელის წამყვან არხზე, Keshet 12-ზე გადის. ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა იოელზე (როლს ასრულებს იდო ტაკო), რომელიც კოლუმბიის ჯუნგლებში არსებულ ულტრაორთოდოქსულ სექტას ეფარება და იქიდან გაქცევას ახერხებს. ის ალიანსს ქმნის მოსადის ყოფილ აგენტ […]

Continue Reading

“საქართველოში 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებულია – პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციების 12% საზღვარგარეთულ ონლაინ კაზინოებშია გადარიცხული”

“როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი”, – ამის შესახებ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა. ამით […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, […]

Continue Reading

1 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ნოემბერს წინასწარმეტყველი იოელის, მოწამე უარის და შვიდი ქრისტიანი მასწავლებელის, ნეტარი კლეოპატრას და მისი ძის იოანეს, მღვდელმოწამე სადუკის, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისთან 128 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა წინასწარმეტყველი იოველი წმიდა წინასწარმეტყველი იოველი ქრისტეს შობამდე რვაასი წლის წინ ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის მოოხრება. წინასწარ განჭვრიტა ისიც, რომ მაცხოვრის მეოხებით სულიწმიდა გარდამოვიდოდა „ყოველსა […]

Continue Reading

“ბოლტით გამომცხვარი ფუნთუშა” – რას წერს ფეისბუქმომხმარებელი

ფეისბუქის “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” მოქალაქე ფუნთუშაში აღმოჩენილი უცხო სხეულის შესახებ წერს, რომელიც მისმა მცირეწლოვანმა შვილმა აღმოაჩინა. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მწარმოებელს და სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც უკვე აცნობა და რეაგირებას ელოდება. “დღეს ჩემს შვილს სკოლაში გავატანე ფუნთუშა, რომელიც მაღაზიაში შევიძინე. ჭამის პროცესში აღმოჩნდა, რომ ფუნთუშაში უცხო მეტალის საგანი — სავარაუდოდ, ბოლტი — იყო ჩამალული. საბედნიეროდ, ბავშვმა […]

Continue Reading

“მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო” – რა მოხდა რუსთავის ავტობუსში

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოქალაქე წერს რომ, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო, მძღოლმა ვერ შეძლო მონიტორის გამორთვა და მას ქურთუკი გადააფარა. “დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 31 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ღამით ჩრდილო-მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია თოვლჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით […]

Continue Reading

31 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ოქტომბერს ლუკა მახარობლის, მოწამე მარინის და ღირსი იულიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ლუკა მახარობელი წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა […]

Continue Reading

კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

ქართველი მსახიობი კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბიქში” საჯარო ჯგუფში “ემიგრანტები იტალიაში” ხათუნა შენგელია წერს. “მსახიობი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ისტორიულ დრამაში: The Revolution According to Kamo ითამაშებს. ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, გადაღებების დიდი ნაწილი კი საქართველოში, მათ შორის თბილისში მიმდინარეობს. სიუჟეტი მე-20 საუკუნის დასაწყისში […]

Continue Reading

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების სალექციო კურსი დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს კაპელანთა კორპუსისა და საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ერთობლივად შემუშავებული სალექციო კურსი მიზნად ისახავს კაპელანთა კორპუსის გაძლიერებას, თავდაცვის სისტემაში სამხედრო მოძღვრის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, აგრეთვე – სამხედრო მოსამსახურეთა სულიერ და ზნეობრივ განმტკიცებას. ამის შესახებ საუბარია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ იონფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, სალექციო კურსის მთავარი მიმართულებებია პიროვნული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მნიშვნელობა სამხედრო […]

Continue Reading

სასულიერო პირი ხელისუფლებას – “ხომ ატყობთ, არ გამოგდით საქმე, სულ უნდა დაგვაქციოთ? წადით, რა კაცო, მიეცით საშუალება სხვას”

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური ბოლო დღეების აქტუალურ თემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ერთ დღეს გვაცნობეს რომ კარგი იქნება თუ გაზის ტარიფს გავაძვირებთ და კაზინოებს შეღავათებს მივცემთო. და ესაა ეროვნული, მორწმუნე და პატრიოტი ხელისუფლება ხო? და ეხლა ამას რომ ვამბობ განა საქართველო მედარდება და გაჭირვებულ ხალხზე მეთუთქება გული, არა, სამი ვარიანტია, ან რომელიმე ოპოზიციური […]

Continue Reading

სახლი შეურაცხყვეს, სადაც ექვთიმე თაყაიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა

სოციალურ ქსელში მოქალაქე ვიდეოკადრებს აქვეყნებს და კომენტარში აღნიშნავს, რომ ვანდალური აქტი დაფიქსირდა თბილისში მდებარე იმ საცხოვრებელ სახლზე, რომელშიც ექვთიმე თაყაიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. “ვანდალებმა თბილისში ის სახლი შეურაცხყვეს, სადაც ემიგრაციიდან დაბრუნებულმა, ღრმად მოხუცებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა!!! ამ დროს არ გეკარგებათ ქართველობა?! ან სად და როდის გქონდათ ასეთებს ქართველობა!” – ნათქვამია მოქალაქის […]

Continue Reading

ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურიას“ Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა

რეჟისორ ლევან კოღუაშვილისა და ფილმ „გურიას“ შემოქმედებით ჯგუფს Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე თქმით, პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა. „აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული […]

Continue Reading

დარღვევების გამო, “კნატუნას” საწარმოო პროცესი შეუჩერდა

მზა კერძების მწარმოებელ და სარეალიზაციო ობიექტ “კნატუნას” დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაცის სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციისა და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო ასევე დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორან “ღელეღურდანს“, რომელიც ბათუმში მდებარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილსის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 30 ოქტომბერს ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში ზოგან წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°; ბათუმი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°; ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

30 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ოქტომბერს წმიდა იოსებ კათოლიკოს-სასწაულმოქმედის, მოწამე კოზმანის, წინასწარმეტყველ ოსეს, ღირსმოწამე ანდრია კრეტელის, წმიდა მოწამეთა, კოზმა და დამიანე არაბები და ძმანი მათნი: ლეონტი, ანთიმოზი და ევტროპის მოიხსენიებს. წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმიდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: […]

Continue Reading

ეპისკოპოსი გიორგი – აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა – ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება

აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება,- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს. მეუფე გიორგის განცხადებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს. „მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ […]

Continue Reading

თვის ბო­ლო­სა და ნო­ემ­ბრის პირ­ველ დღე­ებ­ში ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს – სინოპტიკოსი

სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მი­ა­ნი ამინ­დი უახ­ლო­ეს დღე­ებ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა თვის ბო­ლო­სა და ნო­ემ­ბრის პირ­ველ დღე­ებ­ში ცალ­კე­ულ რე­გი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რაც მო­ი­მა­ტებს. რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას უნდა ვე­ლო­დოთ დე­და­ქა­ლაქ­ში – ამის შე­სა­ხებ ambebi.ge-სთან სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვი­მა 30 ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა “ჯერ­ჯე­რო­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ აღ­მო­სავ­ლე­თის ქა­რია, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი. ასე იქ­ნე­ბა […]

Continue Reading

რუსები სულ უფრო ხშირად ისვენებენ საქართველოს კურორტებზე – ტუროპერატორი

ტუროპერატორი Russian Express-ის მონაცემებით, 2026 წელს, რუსეთში საქართველოში ჯანმრთელობის ტურებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა. საქართველოში ყველაზე პოპულარული ჯანმრთელობის კურორტები ბორჯომსა და წყალტუბოშია. “ბორჯომი ცნობილია მინერალური წყლებით, ხოლო წყალტუბოში რადონის აბაზანების მკურნალობაა შესაძლებელი. ასევე პოპულარულია საირმის ჯანმრთელობის კურორტები მინერალური და თერმული წყაროებით. ღირს ახტალის მონახულება მისი თერაპიული ტალახით, მაგნიტური ქვიშა შეგიძლიათ იპოვოთ ურეკის ზღვის სანაპიროებზე, მინერალური წყლები […]

Continue Reading

საქართველო შიმშილის დაბალი დონის მქონე 24 ქვეყანას შორისაა – გლობალური შიმშილის ინდექსი 2026

2026 წლის გლობალური შიმშილის ინდექსით (Global Hunger Index-GHI) საქართველო წელსაც იმ 24 ქვეყანას შორისაა, რომლებიც შიმშილის ყველაზე დაბალ დონეს ავლენენ. რეიტინგი ინდექსის ვებგვერდზე ვრცელდება. კერძოდ, თითოეულ ქვეყანას 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება და „დაბალი,“ „ზომიერი,“ „მძიმე“ და „საგანგაშო“ კატეგორიების მიხედვით იყოფიან: 0 შიმშილის არარსებობაზე, ხოლო 100 უკიდურეს შიმშილზე მიუთითებს. საქართველოს ქულა 5-ზე ნაკლებია, რაც „შიმშილის დაბალი […]

Continue Reading

კალაძე – არაერთი თხოვნა, წერილი და სატელეფონო ზარი იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ მოგვეწესრიგებინა “მარჯანიშვილის” მეტროს შესასვლელთან არსებული ტერიტორია

მარჯანიშვილის მოედანზე გარემოვაჭრეების პროტესტს დღეს თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძე ამბობს, რომ ეს არის უნებართვო საქმიანობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემაწუხებელია. შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე ხალხის დატოვებას კალაძე ქალაქის იერსახის დამახინჯებით ხსნის. მისივე თქმით, მოედანზე იგეგმება რეაბილიტაცია, ამიტომ გარე მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცეები უკვე მოუძებნეს. “როგორც იცით, გარევაჭრობა აკრძალულია, მით უფრო, როდესაც მსგავსი არაორგანიზებული ვაჭრობა ხდება მეტროსადგურების […]

Continue Reading

რუსეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს MMA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში გაიმართება

რუსეთის MMA-ს კავშირმა განაცხადა, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მსოფლიო ჩემპიონატი ამ შაბათ-კვირას, 64 რუსი სპორტსმენის მონაწილეობით, თბილისში დაიწყება. „ჩვენს ეროვნულ გუნდს 64 სპორტსმენი წარმოადგენს. ისინი ეროვნული დროშითა და ჰიმნით გამოვლენ“ – ნათქვამია რუსული მხარის ინფორმაციაში. ტასის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც თბილისს ჩაუტარდება, ერთი კვირა გაგრძელდება და შედეგები 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. ჩემპიონატი ორ ასაკობრივ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 29 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 29 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°; ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

29 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ღირსი ზენონ იყალთოელის და მოწამე ლონგინოზ ასისთავისა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ზენონ იყალთოელი ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა იყო , რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ […]

Continue Reading

რას ემსახურება გაზსა და წყალზე ტარიფის დიფერენცირებული მოდელის დაწესების ინიციატივა – სემეკის განმარტება

ტარიფი, სემეკი,

Continue Reading

საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

საქართველოში თითქმის ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 219 054 ბავშვი იღებს (0-დან 18 წლის). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით კი, ქვეყანაში ამ ასაკობრივი ჯგუფის 970 609 პირია რეგისტრირებული. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ […]

Continue Reading

„ოქროს ბურთი“: ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა

 საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის” რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა – 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი, ჰარი კეინი გახდა. ჰარი კეინი 2026 წლის საუკეთესო ფორვარდადაც დასახელდა. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ბარსელონასთან” მატჩში მიღებული ტრავმის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +14, +19°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან მცირე წვიმა და ნისლი, ღამით […]

Continue Reading

27 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ოქტომბერს ახსენებს VII მსოფლიო კრების წმიდა მამებს და აღნიშნავს ღირსი პარასკევას, ღირსი სილუანეს, წმიდა მოწამეების: ნაზარის, გერვასის, პროტასის და კელსის ხსენების დღეს. ხსენება VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა VII მსოფლიო კრება. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, ლეონ ისავრიელის ძის, იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ […]

Continue Reading

სააკაშვილი – “რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე”

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის წევრს, ლიზა იასკოს სასამართლოში შეტანილ სარჩელს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ დიდ პატივს სცემს ლიზას, რომელიც რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის მათ შვილს. “ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს საერთო ქალიშვილ ჟასმინს ეხება. მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად […]

Continue Reading

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ბავშვთა საერთაშორისო პროექტების ფესტივალს ამზადებს

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ ბავშვთა საერთაშორისო პროექტების ფესტივალს ამზადებს, რომელიც 27-დან 29 ოქტომბრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, 27 ოქტომბერს გულრიფშისა და გალის რაიონებში ანიმატორ სერგეი ანტონოვთან მასტერკლასები და შეხვედრები გაიმართება, ხოლო ბიჭვინთაში ფოტოგამოფენა „წარმატების ტერიტორია: ბუნების მიერ მოცული“ და მოდის ჩვენება გაიხსნება, იუწყება „სპუტნიკ აბხაზია“. 28 ოქტომბერს სერგეი ანტონოვთან შეხვედრები გაგრასა და გუდაუთაში გაგრძელდება, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 26 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 26 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი ზოგან შესაძლებელია ძლიერი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

26 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ოქტომბერს ღირსი ანტონ ჭყონდიდელის და მისი მოწაფის იაკობ ხუცესმონოზონის; ასევე მოწამეების კარპეს, პაპილე დიაკონის, აღათოდორეს და აღათონიკას, ფლორენტის, ბენიამინის და ქრისას ხსენების დღეს აღნიშნავს. ანტონ ჭყონდიდელი ანტონ ჭყონდიდელი – საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე – დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) […]

Continue Reading

დიტო ჩუბინიძის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი – ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გაანადგურებს ჟურნალისტის პროფესიას

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საშიში პრეცედენტის დამკვიდრების მცდელობა, რომელიც გაანადგურებს ჟურნალისტის პროფესიას. პროკურორის დადგენილება დომენტი (დიტო) ჩუბინიძის წინააღმდეგ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილ კრიტერიუმებს და წარმოადგენს ქვეყანაში თავისუფალი პროფესიის – ჟურნალისტის – განადგურების მცდელობას – ამის შესახებ ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დომენტი (დიტო) ჩუბინიძის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში. როგორც ხატიაშვილი აცხადებს, საქართველოს ისტორიას […]

Continue Reading

ახალი ამბები “დღეიდან კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა მექნება აჭარასთან, იმიტომ, რომ ვხვდები ნათლია ამდენი ადამიანის” – პატრიარქი შიო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მაღალმთიან აჭარაში, სხალთის ეპარქიაში იმყოფება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში საყოველთაო ნათლობას აღავლენს. კათოლიკოს-პატრიარქი დღეს 1200-ზე მეტ ადამიანს მონათლავს. აღსაყდრების შემდეგ, შიო მესამე მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს, უწმინდესმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. “სასიხარულო და ამაღლებული განწყობა გვაქვს ყველას, რადგან დღეს აქ, ზემო აჭარაში, ინათლება, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალმთაში ღამით 0, +5°, დღისით +13, […]

Continue Reading

25 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ოქტომბერს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს მოწამეთა: პროვოსის, ტარახოსის და ანდრონიკეს, ღირს კოზმა წმიდაქალაქელს, მაიუმელ ეპისკოპოსს, მოწამე დომნიკას; მარტინე მოწყალს. დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში. 463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური სკვითების […]

Continue Reading

თუ თქვენი სახელით სესხის აღებას ცდილობენ… – როგორ უნდა დაიცვათ თავი კიბერთაღლითობის ახალი სქემისგან

საქართველოში საბანკო თაღლითობის ახალი სქემა მოქმედებს. საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის ინგა ქარჩავას განცხადებით, აღნიშნული სქემის მიხედვით, მომხმარებლებს თაღლითები ხშირად ბანკის უსაფრთხოების სამსახურის სახელით უკავშირდებიან და კონფიდენციალურ მონაცემებს სთხოვენ, შემდეგ კი მათ, მოტყუებით, სესხის აღების შესაძლებლობა ეძლევათ. „ახლა არის გავრცელებული ასეთი სქემა, და სამწუხაროდ, გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს უკავშირდება თაღლითი, თითქოსდა, ბანკის სახელით […]

Continue Reading

უკრაინული მედია: სააკაშვილის ყოფილი მეუღლე ლიზა იასკო ალიმენტს ითხოვს და ასევე საერთო შვილთან, სააკაშვილის მხრიდან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის ინიციატორია

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომლისგანაც შვილი სახელად ჟასმინი ჰყავს, სამართლებრივ დავას აწარმოებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. იასკოს სააკაშვილისგან ალიმენტების მიღება და მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა სურს. როგორც მედია აღნიშნავს, 2021-2022 წლებში იასკო თავის დეკლარაციაში უთითებდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, […]

Continue Reading

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი: საქართველოში მტრულად მექცეოდნენ

გუშინ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 5:00 საათამდე დამაკავეს საქართველოს აეროპორტში. მტრულად მექცეოდნენ, წყლისა და ჩაის დალევის უფლებაც კი არ მომცეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერავის დავურეკავდი ან ვერ ვესაუბრებოდი. მითხრეს, რომ გადაადგილებაც კი მეკრძალებოდა. Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ musavat.com-თან ინტერვიუში ისაუბრა აზერბაიჯანის ეროვნულმა გმირმა იბად ჰუსეინოვმა, რომელიც ორი დღის წინ, საქართველოს აეროპორტში დააკავეს. „ჩემმა თანაშემწემ, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +16, +21°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა, მაღალმთიან რაიონებში მცირე თოვლი, შესაძლებელია ნისლი. აღმოსავლეთის […]

Continue Reading

24 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო […]

Continue Reading

ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს ფეხბურთებლის, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, მაკა ლუ­კა­ვა მიმართვას ავრცელებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის რთულ მო­მენ­ტში მისი შვი­ლის გვერ­დით დგო­მის­თვის. მისი თქმით, “ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის და უფრო ძლიერი დაუბრუნდება თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს.“ “ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის. ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც […]

Continue Reading

თურქულ ზეითუნის ზეთ „Ayvalık“-ში დამაბინძურებელი ნივთიერებების მომატებული შემცველობა გამოვლინდა

თურქულ ზეითუნის ზეთ „Ayvalık“-ში დამაბინძურებელი ნივთიერებების მომატებული შემცველობა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, დარღვევა კონკრეტულ ნიმუშს ეხება, რაზეც შესაბამისი ღონისძიებები უკვე ტარდება. “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის — Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık“, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა. […]

Continue Reading

აზერბაიჯანული მედია – საქართველოში დააკავეს აზერბაიჯანის ეროვნული გმირი

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი იბად ჰუსეინოვი საქართველოში დააკავეს. გამოცემა Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელში განაცხადეს. “ჰუსეინოვი, რომელიც საქართველოში წინა დღეს ჩამოვიდა, აეროპორტში ქართველმა მებაჟეებმა დააკავეს. ის გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ჩარევის შემდეგ, იბად ჰუსეინოვი გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ იბად ჰუსეინოვი 2026 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 23 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ; აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

23 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც […]

Continue Reading