გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა ჯარისკაცი, რომელიც კლინიკაში დაჭრილი შეიყვანეს

გორის სამედრო ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21  ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის დევნილთა დასახლებიდან იყო. ის გუშინ, 9 ნოემბერს გარდაიცვალა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

თბილისის მერია რუსთაველის გამზირისთვის ახალ საახალწლო განათებებს ყიდულობს – ბიუჯეტი 2.5 მლნ ლარია

თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის 2 499 885 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საახალწლოდ მორთვისთვის საჭიროა 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა. კომპანიის განმარტებით, ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია ღონისძიებების სპეციფიკაციიდან. „რუსთაველის გამზირზე არსებული რეაბილიტაციის სამუშაოებიდან გამომდინარე შპს“ თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახური […]

Continue Reading

ჟურნალი HELLO ზუტა ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესას ქორწილზე წერს

ქართველი ბარიტონის, ზურაბ (ზუტა) ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია იმაკულატას ქორწილი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჟურნალმა HELLO!-მ ახალდაქორწინებულთა ფოტოები გამოაქვეყნა და პრინცესას პირველი კომენტარიც გაავრცელა. წყვილი 31 ოქტომბერს ვენაში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში დაქორწინდა. მათი ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია ქორწილამდე გასაიდუმლოებული იყო. სამეფო ცერემონიაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის საქორწინო კაბამ, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა, ასევე 1926 […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგან მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -11, -6°, დღისით 0, +5°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით […]

Continue Reading

10 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 10 ნოემბერს მღვდელმოწამე ნეოფიტეს, დიდმოწამე პარასკევას, მოწამეების: ტერენტის, ნეონილას და სარვილეს, ასევე სტეფანე საბაწმიდელის, წმიდა არსენის, მოწამეთა: აფრიკანეს, ტერენტის, მაქსიმეს, პომპის და 36 სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსელი იყო. VII საუკუნეში არაბი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ […]

Continue Reading

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა

ეროვნული მოძრაობის წევრი, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი თანამებრძოლი, ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერმინისტრის მოადგილე გურამ აბსანძე წერს: „დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენელი, ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ნემო ბურჭულაძე. ვუსამძიმრებთ […]

Continue Reading

ახალი დეტალები ხდება ცნობილი, შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ახალი დეტალები ხდება ცნობილი,ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. „გოლფის“ მარკის ავტომობილს,  68 წლის ჯუმბერ კვარაცხელია მართავდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსეთიდან ახალი ჩამოსული იყო და შამგონაში სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი სოფელ შამგონაში სტუმრად მიდიოდა, რა დროსაც ხიდის გადასვლამდე,ავტომობილი წამებში აალდა. არსებული ინფორმაციით, მან 112-ში დარეკვაც კი მოასწრო, თუმცა მანქანიდან გადმოსვლა მან ვეღარ შეძლო და […]

Continue Reading

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში [სტუ] ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილება გახდა. მისი ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ კომისია დიტო ჩუბინიძის დაჭერის დღესვე, 22 ოქტომბერს შეიკრიბა. „რომ დაიჭირეს, 4 საათში შეიკრიბა სხდომა, კომუნისტების დროს „ტროიკები“ რომ იკრიბებოდნენ ხოლმე 1937 წელში. 4 საათში […]

Continue Reading

“დაბალი ანაზღაურება ექთნების პროფესიულ საქმიანობაზე და პაციენტების მომსახურების ხარისხზე ისახება” – რატომ მცირდება ექთნების რაოდენობა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საექთნო საქმიანობას 21 262 ექთანი და მეანი ექთანი ახორციელებდა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ამ ეტაპზე 14 300 ექთანია ავტორიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს. უწყების განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებით. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -1, +4°, […]

Continue Reading

9 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ნოემბერს წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელის, მოწამეთა კაპიტოლინას და ეროტიდას, მარკოზისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს […]

Continue Reading

საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს – ბაია პატარაია

უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს, რაზეც პროკურატურასა და პოლიციას რეაგირება არ აქვთ. “საფარის” ხელმძღვანელი აღნიშნული კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს. პატარაიას ცნობით, უკანონო გარიგებებში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მოქალაქეები არიან ჩართულნი, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ თირკმლისა და ღვიძლის გასხვისებას თანხმდებიან. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მსგავსი ჩარევები ხშირად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, შეზღუდული […]

Continue Reading

პეტრე კოლხი საქართველოში დაბრუნდა – „ამერიკა ჩემთვის მონობაა! მე იქ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჯანსაღი ფსიქიკის ქართველი არ შემხვედრია“

პეტრე კოლხი, რომელმაც ამერიკაში გარკვეული პერიოდი დაჰყო და სამშობლოს მალე დაუბრუნდა, თავის გამომწერებს ზე-სახელმწიფოს მინუსებზე უყვება და ყველა იმ სირთულეს უხატავს, რასაც ქართველი ემიგრანტები შტატებში ეჩეხებიან: “ჩემი ამერიკაში დარჩენა იქნებოდა თავის მოტყუება, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ ინტერვიუც წარმატებით გავიარე და საბუთებსაც ველოდებოდი. მე გაგცემთ პასუხს მათ, ვინც მეკითხებოდა, თუ რატომ დავბრუნდი ამერიკიდან? დავბრუნდი იმიტომ, […]

Continue Reading

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღინიშნება, რომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. „განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 8 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +6 +11°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -3, […]

Continue Reading

8 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ნოემბერს წმიდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის და ღირსი ათანასე მიდიკიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე […]

Continue Reading

ვინ, სად და რატომ უღებს ბავშვებს ფოტოებს თბილისში – რას აცხადებს მოსახლეობა

დიდი დიღმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქეეები, ქუჩაში მყოფ მცირეწლოვან ბავშვებს ფოტოებს უღებენ. მოქალაქეებმა ფაქტი არაერთი შემთხვევის შემდეგ დააფიქსირეს. ხალხი ამბობს, რომ საეჭვო ადამიანები, ძირითადად, ქალები, პარკებსა და სტადიონების მიმდებარედ გადაადგილდებიან, სადაც თავს ბავშვები იყრიან. დიდი დიღმის მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს – ირკვევა, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე […]

Continue Reading

ამინდი უარესდება 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. “შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების […]

Continue Reading

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია

ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს, – ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს წევრმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, გოლით ან საგოლე გადაცემით, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა. 2025-2026 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში, კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა. […]

Continue Reading

თბილისში ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა

თბილისში ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა –  დაზიანებულია მინიმუმ სამი ავტომობილი. შემთხვევა საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე მოხდა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის და გამგეობის წარმომადგენლები. იქიდან გამომდინარე, რომ ხე საავტომობილო გზაზე წაიქცა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული იყო და ავტომობილებს გადაადგილების საშუალება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15, დღისით სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9 +14°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -2, […]

Continue Reading

7 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ნოემბერს მოწამეთა: მარკიანეს და მარტვირის, ანასტასის, მართლი ტაბითას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატ5ომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი – იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე […]

Continue Reading

“არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას” – რას წერს პროფესორი

სასწრაფო გაფრთხილება – უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება! ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი ზურაბ სიხარულიძე წერს. მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება. “განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 („Pink“, „Pinky“) – ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში […]

Continue Reading

გაფრთხილება! – დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა 5-10 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვებისთვის

წითელას მძიმე გართულებებისა და შესაძლო ლეტალური შედეგების შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს. მისი თქმით, დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა 5-10 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვებისთვის, რადგან ინფექციის გადატანის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის მძიმე დაზიანება, რომლის მკურნალობის მეთოდი ამ დრომდე არ არსებობს. ამის შესახებ ჩხაიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. „აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 6 ნოემბერს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°; ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°; ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

6 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ნოემბერს წმიდა მოწამე არეთას და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამის, ნეტარი ელეზვოის, ეთიოპიის მეფის, ხსენების დღეს აღნიშნავს და ასევე ზეიმობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის” ხსენებას. წმიდა მოწამე არეთა და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამე წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით – ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი) […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 5 ნოემბერს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება დასავლეთიდან მოქმედი ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი. მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზოგან ძლიერი. სოხუმი: […]

Continue Reading

5 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ნოემბერს წმიდა მოციქულ იაკობის და წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა მართალი იოსების ძე იყო. გადმოცემით, წმინდანი თან ახლდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როცა იგი ჰეროდეს რისხვას განერიდა და ყრმა იესოსთან და იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. სიყმაწვილიდანვე იაკობი ნაზორეველი იყო […]

Continue Reading

“ფორმულამ” ჩემი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და თვალი ეცა – აალდნენ” – ნინო ნადირაძე

ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “ფორმულას” შენობაში ხანძარს გამოეხმაურა: “ფორმულამ ჩემი ცნობილი დაჭყეტილი ფოტო გამოდო და ეგრევე თვალი ეცა – აალდნენ. ჩემს კეთილშობილებაზე ნუ დარდობთ. იდარდეთ იმაზე, რომ გქონდეთ გამართული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და ევაკუაციის გეგმა, ასევე გამართული შრომის უსაფრთხოების სამსახური. ესაა ევროპა. ყველას ვუსურვებ მშვიდობას და ჯანმრთელობას” – წერს ნადირაძე. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

შესაძლოა, დამწვარი იყოს საკომუნიკაციო ჰაბი, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს – ჟიჟილაშვილი

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ამ დრომდე არ იციან, შეძლებენ თუ არა 20 საათიანი გამოშვების ეთერში გაყვანას – ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, დაუდასტურებლი ინფორმაციით, შეიძლება დამწვარი იყოს საკომუნიკაციო ჰაბი, რაც ნიშნავს, რომ მაუწყებლობა საკმაოდ დიდი დროით შეიძლება გაჩერდეს. “ჩვენ არ ვიცით 112-თან ერთად კიდევ ვინ არის შიგნით, იქ ჩვენ აპარატურა გვაქვს, იქ ჩვენ მნიშნელოვანი ცნობები გვაქვს”, – […]

Continue Reading

„ფორმულას“ თანამშრომლები ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან გამოიყვანეს

ბიზნესცენტრ “დელისის” შენობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან მათი ევაკუაცია ცოტა ხნის წინ დაასრულეს. როგორც „ფორმულას“ თანამშრომლები აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, კიბის გამოყენებით დაატოვებინეს. ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება შენობის მე-5 სართულზე გაჩნდა. აღნიშნულ შენობაში ტელეკომპანია „ფორმულას“ […]

Continue Reading

გაფრთხილება – საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი უარესდება

5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ  შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, […]

Continue Reading

“ფორმულას” შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყდა

“ფორმულას” მაუწყებლობა შეწყვეტილია – არხმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანიაა განთავსებული, ხანძარი გაჩნდა. „ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ დაკვამილიანების გამო პირდაპირი ეთერი შეწყვიტა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ბიზნესცენტრის მე-12 სართულზე გაჩნდა, “ფორმულას” ოფისი კი 17-ე სართულზეა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, “ფორმულას” თანამშრომელთა ნაწილი შენობიდან გასვლას ვერ ახერხებსს. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურებია […]

Continue Reading

ნაცემი მოზარდის მშობელი 175- ე საჯარო სკოლის მანდატურების, მასწავლებლის და დირექციის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

მეთერმეტე კლასის მოსწავლის ოჯახი განათლების სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს. საქმე ეხება თანაკლასელის მიერ მეცხრე კლასის მოსწავლის ცემის საქმეს. ნაცემი მოზარდის მშობელი 175- ე საჯარო სკოლის მანდატურების, მასწავლებლის და დირექციის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. დედა ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად გაკვეთილზე მოხდა, როცა ძალადობაში მხილებულმა მოსწავლემ მის შვილს სათამაშო თვითმფრინავი ესროლა. სიტყვიერი უთანხმოება კი გაკვეთილის […]

Continue Reading

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა. „შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დროებით შეჩერდა მგზავრთა მიღება. აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო და მადლობას გიხდით გაგებისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. გამოიწერეთ […]

Continue Reading

გერმანია, ირლანდია, საფრანგეთი – საიდან აბრუნებენ საქართველოს ყველაზე მეტ მოქალაქეს?

2026 წლის სამ კვარტალში (იანვარი-სექტემბერი) ევროკავშირის ქვეყნებიდან რეადმისიის ფარგლებში საქართველოს 2 156 მოქალაქის დაბრუნებაზე გაიცა თანხმობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში სულ რეადმისიის 2 184 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 28 შემთხვევაში ითქვა. კვარტალების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა: I კვარტალი: განხილული 698 განცხადებიდან თანხმობა გაიცა 692 პირზე (უარი – 6-ზე); II კვარტალი: განხილული […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +19, +24°; […]

Continue Reading

4 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 ნოემბერს მოციქულთა სწორის ამბერკის, შვიდი ეფესელი ყრმის, ასევე მოწამეების ალექსანდრე ეპისკოპოსის, ირაკლი მხედრის, ანას, ელისაბედის, თეოდოტიას და გლიკერიას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი – იერაპოლის ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი წმიდა მოციქულთასწორი ამბერკი, იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების […]

Continue Reading

პატრიარქმა სამტრედიაში ყოფნისას ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლის შესახებ იქადაგა

პატრიარქი შიო მესამე სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან და სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა. წირვის დასასრულს, პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი სახარების განმარტებისას, ცოდვის საშუალებით მიღებულ შემოსავალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ იხეირებს, პირიქით, ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის. მისივე თქმით, უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის […]

Continue Reading

5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა უფლებადამცველებზე

5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან – ასე ეხმაურება კახა კალაძე ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს. კალაძის მტკიცებით, თავშესაფარი სრული წესების და კანონების დაცვით მუშაობს და ცხოველების კეთილდღეობას ემსახურება. მისივე თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც სამარხები გათხარა “სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება დაიწყება, რა თქმა უნდა, ყველა […]

Continue Reading

რუსთავში მუნის შემთხვევები დადასტურდა

რუსთავში მუნის შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დერმატოლოგმა ზაზა ბზუკაშვილმა განუცხადა. მისი ცნობით, გატესტილი 270 პაციენტიდან დაავადება 10-ს დაუდასტურდა. “არაფერი საგანგაშო და კატასტორფული არ ხდება, მიღებული 270 პაციენტიდან კვლევის შედეგად 10-ს დაუდასტურდა. სხვა დროს არსებულ შემთხვევებთან შედარებით, ეს ზღვაში წვეთია. არც იმდენად არაა მომატებული, თითქმის ყოველთვის ასე არის ხოლმე. […]

Continue Reading

„თბილსერვის ჯგუფი“ – მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას

ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო, – ასე ეხმაურება „თბილსერვის ჯგუფი“ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების ფოტომასალას. მათი განმარტებით, აღნიშნული ვითარება „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით იყო გამოწვეული. „თბილსერვის ჯგუფი“ […]

Continue Reading

პატრიარქი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია. პატრიარქმა სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგია ეპარქიის განახლების 30 და ტაძრის კურთხევის 15 წელს მიეძღვნა. დღესვე წმინდა ფილიმონ ქორიძის სალოტბარო სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება. პატრიარქი ასევე ხონში გაემგზავრება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღე საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +13, +18°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დილით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი […]

Continue Reading

3 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ნოემბერს ღირს ილარიონ დიდის, წმიდა მოწამეების დასის, გაიოზის და ზოტიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ილარიონ დიდი ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი […]

Continue Reading

პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს

პარლამენტში დაინიცირდა და განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს განსახილველად გადაეცა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ – არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი პროექტია, რომელიც პარლამენტმა ფინანსური დასაბუთების არქონის მიზეზით ორჯერ დაახარვეზა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, უფასო სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო […]

Continue Reading

ე.წ. გადასასვლელ ხიდზე მაღაზიები იწვის – ადგილზე რვა სახანძროა

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, მაღაზიაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული. „ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

ბეჭდური მედიის წარმომადგენლების მიმართვა კალაძეს – თბილისში გამოიყოს პრესის გავრცელების წერტილების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ჟურნალ-გაზეთებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას აღმოფხვრის

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები თბილისის მერს, კახა კალაძეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და კრიტიკულ წლებში ბეჭდურმა მედიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი და მამოძრავებელი ძალა სწორედ ბეჭდური მედია იყო და არის. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინმედიის განვითარებამ თავისი კორექტივები შეიტანა ბეჭდური მედიის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 30 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში ზოგან წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°; ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°; ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

2 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ნოემბერს მამა გაბრიელ სალოსისა და დიდმოწამე არტემის იხსენიებს. მამა გაბრიელ სალოსი გოდერძი ურგებაძე დაიბადა თბილისში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის(დასაზუსტაბელია) მახლობლად. გოდერძიმ დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური. 1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან […]

Continue Reading