გაფრთხილება! – დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა 5-10 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვებისთვის

დღის სიახლეები საზოგადოება

წითელას მძიმე გართულებებისა და შესაძლო ლეტალური შედეგების შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს.

მისი თქმით, დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა 5-10 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვებისთვის, რადგან ინფექციის გადატანის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის მძიმე დაზიანება, რომლის მკურნალობის მეთოდი ამ დრომდე არ არსებობს.

ამის შესახებ ჩხაიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.

„აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა იმ ოჯახმა, სადაც არის 5-10 წლამდე ბავშვები და ეს ბავშვები ვაქცინირებულნი არ არიან, წითელა არის ძალიან სერიოზული დაავადება, მძიმე გართულებებით მიმდინარე. წითელას აქვს უნიკალური და ყველაზე გამორჩეული სამწუხარო თვისება, შესაძლებელია წითელას გადატანიდან 15-16 დღის შემდეგ განვითარდეს მძიმე დაავადება, თავის ტვინის დაზიანება, რომლის მკურნალობა ჯერ არ არსებობს, ეს დაავადება გრძელდება თვეების განმავლობაში და ლეტალობით მთავრდება“ – ამბობს ივანე ჩხაიძე.

ცნობისთვის, აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, წითელათი ბავშვი გარდაიცვალა. ქვეყანაში დაავადების გავრცელების შემთხვევები მკვეთრად არის გაზრდილი.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *