ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს – ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს- ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოიტანა, რომელმაც ექსპრემიერი მოინახულა. ბარათაშვილის თქმით, პირველ რიგში მოისმენს რა მტკიცებულებებია საჭირო, საქმის შესწავლის გასაგრძელებლად და შემდეგ გადაწყვეტენ, რა ფორმით ითანამშრომლებს ექსპრემიერი მათთან. მოვისმენთ, რა მტკიცებულებები სჭირდებათ მათ იმისათვის, რათა გააგრძელონ ამ საქმის შესწავლა. შემდეგ უკვე გადავწყვეტთ, რა ფორმით ითანამშრომლებს […]

Continue Reading

რევაზ ნადარაია – პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს – მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, ის პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენას სთხოვდა, არ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის პრინციპით მიიღო. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, მოცემულ ეტაპზე ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან, არც სამართლის ნორმებიდან და მისი […]

Continue Reading

„მოითხოვენ თამუნა მუსერიძის დაკავებას, რომელმაც თითქოს გენეტიკური ტესტი გააყალბა“ – ნატა ვიბლიანის ადვოკატი „აბსურდული მოთხოვნების“ ჩამონათვალს ავრცელებს

ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აქვეყნებს სხვადასხვა პირების მხრიდან, მის მიმართ გაჟღერებულ მოთხოვნებს, რომელსაც ადვოკატი აბსურდულს უწოდებს. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირების მხრიდან ვიღებ აბსურდულ მოთხოვნებს ნატა ვიბლიანის საქმესთან დაკავშირებით. ვიღებ მოთხოვნებს, რომლებიც სცდება კანონის ჩარჩოებს! მოკლედ და არასრულად მოგახსენებთ ამ აბსურდული მოთხოვნების ჩამონათვალს: 1. პედოფილიის ბრალდებით დაკავება იმ ადამიანების, ვინც ნატა ვიბლიანს ცუდ კომენტარებს წერს. […]

Continue Reading

ნიკა გვარამია რევაზ ნადარაიას – ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! – თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? შუამდგომლობას ვასაბუთებ იმით, რითაც ვთვლი საჭიროდ და ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული […]

Continue Reading

მასწავლებელს, რომელმაც 2000-2001 წელს სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი დაამყარა 8-9 წლის მოსწავლესთან, ბრალი წარედგინა – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ნობით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან – იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვნთან. „ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” […]

Continue Reading

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. „სახალხო დამცველი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე შეისწავლის საჯარო განცხადებაში მითითებულ სხვა […]

Continue Reading

2027 წლის 1-ელი იანვრიდან სკოლის ფორმის შეძენა მხოლოდ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი

საჯარო სკოლებში, მე-2-მე-6 კლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის მეორე ეტაპი 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „საგანმანათლებლო რესურსებში“ განუცხადეს, სასკოლო ფორმების რეალიზაცია ხორციელდება სკოლების მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2026 დეკემბრის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ფორმების რეალიზაცია სრულად განხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ მშობელი სასკოლო ფორმის შეძენას დეკემბრის ჩათვლით ვერ შეძლებს, ფორმების […]

Continue Reading

პატიმრებით გადავსებული ციხეების გამო ადვოკატებმა 16 ნოემბერს აქცია დააანონსეს

ადვოკატები საპროტესტო აქციას აანონსებენ – უფლებადამცველები 16 ნოემბერს პარლამენტის უკან შეიკრიბებიან. მიზეზი ციხეთა სისტემაში არსებული ვითარება და პატიმრებით გადავსებული საკნებია. როგორც “პირველებს” დღეს ადვოკატებმა უთხრეს, რომ ერთ საკანში ექვსის ნაცვლად ათი პატიმარიც კი არის, რადგან სხვაგან ადგილები საკმარისი არ არის. უფლებადამცველები გამოსავალს საყოველთაო ამინისტიის გამოცხადებაში ხედავენ. 6 ადგილიან საკანში არის 10 პატიმარი. ყველამ კარგად ვიცით, […]

Continue Reading

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში – რა მოხდა მეზობლებს შორის

ბათუმში მეზობელმა მეზობელი კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან – […]

Continue Reading

საქართველოდან გაძევებული უცხოელების ათეულის ლიდერი თურქეთია

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 3 170 უცხოელი გააძევეს, ეს კი 2.5-ჯერ აღემატება გასული წლის სრულ მაჩვენებელს (1 311) და თითქმის 9-ჯერ მეტია 2024 წელთან შედარებით (363 პირი). 10 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებიც 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობით გააძევეს. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნიდან სულ გაძევებულია 3 170 პირველი, საიდანაც 74%-ზე მეტი (2 346 […]

Continue Reading

პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები მალე შეიძლება გათავისუფლდნენ

პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები მალე შეიძლება თავისუფლებაზე იყვნენ – როგორც 4 ნოემბერს გორის სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, ყველა პოლიციელი საპროცესოს ითხოვს. პოლიციელებისთვის შეღავათების დაწესებას ეთანხმება ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა აბისულაშვილი, რომელმაც 4 ნოემბერს სასამართლოს ჩვენება მისცა. როგორც ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე “პირველებს” უყვება, სხდომაზე აბისულაშვილმა ხაზგასმით დააფიქსირა, რომ […]

Continue Reading

გაირკვა კაცის ვინაობა, რომელმაც ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა და მესამესაც თოფის სროლით მისდევდა

სოფელ ლამბალოში მოკლულ ძმებს გლოვობენ. როგორც ლამბალოში „ტვ პირველს“ უყვებიან, გუშინ, სამი ძმა მეზობელთან ერთად ქორწილში მიდიოდა, რა დროსაც მათ წინ მანქანა გაჩერდა და შიგნით მჯდომმა პირმა ცეცხლი გაუხსნათ. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ორი ძმა – 65 და 67 წლის კაცები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მესამე ძმამ – ელმან უსუფოვმა და მეზობელმა გაქცევა მოახერხეს. როგორც უსუფოვი, რომელსაც […]

Continue Reading

შსს – დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, რომლებიც თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცეს, […]

Continue Reading

მკვლელობა საგარეჯოში – ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო. ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კი იმ დრო მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და […]

Continue Reading

სუფრაზე დაწყებული დაპირისპირების დროა MMA-ს ქართველი მებრძოლი “გორილა” დაჭრეს

ლაგოდეხში მომხდარი დაპირისპირების დროს, MMA – ს მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დანით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც გამოცემამ „მთავარი ამბები კახეთიდან“ გაარკვია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი, სპორტსმენი, ლაგოდეხში სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. მას ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანება მიაყენეს. დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის […]

Continue Reading

პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე გამოძიებას არ დაიწყება

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას […]

Continue Reading

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა – ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათგან ერთი, 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მამა, დედა და და 2 წლის გოგონა კი დაშავდნენ. კაცმა […]

Continue Reading

კახა კალაძეს პროკურატურაში უჩივიან

თბილისის მერს, მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების გამო უჩივიან – პროკრატურაში შესაბამის სარჩელს სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ჩხარტიშვილი 13:00 საათზე შეიტანს. საზოგადოების ნაწილმა კახა კალაძის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველები “დასაძინებლები” არიან, ღია მუქარად შეაფასა. დედაქალაქის მერმა, რომელიც ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტს გამოეხმაურა თქვა, რომ “5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან“. […]

Continue Reading

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, 2 ადამიანი იმყოფებოდა

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ 2 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მყვინთავ-მაშველები ავტომობილში მყოფ პირებს ეძებენ. შსს -ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა – თუ ვინმეს გული ვატკინე, ბოდიშიც მოვიხადე – ამბობს პატიმარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი ბარამიძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმად, “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები […]

Continue Reading

პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ “ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია”

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც ექს-პრემიერი ამბობს, რომ ციხეში ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლია, გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში “პირველებს” უთხრეს, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია” – განუცხადეს TV პირველს უწყებაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა გუშინ, 2 ნოემბერს განაცხადა, […]

Continue Reading

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა -მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს 3 ნოემბერს დაამტკიცა. საპროცესო  შეთანხმების პირობით მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. მაია კოხტაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ადვოკატები და ექიმის გარემოცვა თავიდანვე აცხადებდა, რომ მედიკოსს პროვოკაცია მოუწყვეს. რამდენიმე თვის წინ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც […]

Continue Reading

შსს ადასტურებს, რომ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს – ერთ შემთხევვაში მეოთხე კლასელზე სავარუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხევევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფაქტს არ უარყოფენ არც სკოლაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, გამოკითხულები […]

Continue Reading

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეკომპანიებისგან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. „ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხე არიან შპს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და შპს ტელეკომპანია „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც […]

Continue Reading

ბერდია სიჭინავა – მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია

მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია – ამხელა სუს-ის უფროსები, დაზვერვის უფროსები, თავდაცვის მინისტრები, თავს რომ ისულელებენ და იბრიყვებენ, თითქოს არავინ არაფერი იცოდა [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე], ასევე, იკადრეს ბრალის შესახებ დადგენილებაში ჩაიწერა, რომ ცხინვალის რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გააგებინა ცხელი ხაზის მეშვეობით ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აგებაზე, ეს არის უკიდურესი სირცხვილი და მიამიტობა, – ამის შესახებ ყოფილი […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო. სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა და არგუმენტად სასამართლო განხილვების დროს საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროების საფრთხე დაასახელა. დაცვის მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას. ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო განხილვა ღია იყო, მაშინ როდესაც […]

Continue Reading

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. “აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოიწერეთ […]

Continue Reading

20-მდე არასრულწლოვანის ჩხუბზე სავაჭრო ცენტრში შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ღამით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

ბათუმში, თორმეტ წელს მიღწეული ბავშვის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ […]

Continue Reading

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჩვენთვის უცნობია. მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებებს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები. მასწავლებლები და მოსწავლეები გამოიკითხნენ. ინციდენტს ადასტურებს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძეც. „ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში […]

Continue Reading

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის, რა პროცესიც 9 ნოემბრიდან დაიწყება. საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი სხდომა 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. განხილვები 9, 10, 11, 12 და 13 ნოემბერს გაიმართება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ განმარტა, პირველი კითხვებს სასამართლო მოსარჩელეებთან, შემდეგ კი მოპასუხეებთან […]

Continue Reading

იუსტიციის მინისტრი დავით ფეიქრიშვილის საქმეზე – იმედი მაქვს, ძალიან მალე ბევრი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი

დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე ბევრი დეტალი გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იყო ვიდეოკამერები საკანში, სადაც დავით ფეიქრიშვილი გადაიყვანეს, სალიამ აღნიშნა, რომ ამ გარემოებებს გამოძიება დაადგენს. „რატომ იყო გადაყვანილი, იყო თუ არა კამერები და ასე შემდეგ, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ჩვენ როგორც კი მედიით გავიგეთ, […]

Continue Reading

პენიტენციური სამსახური მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებაზე – ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პენიტენციური სამსახური წერს, ადვოკატ დარეჯან სულაშვილის მიერ დაწესებულებიდან გასატან ჩანაწერს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩაუტარდა […]

Continue Reading

პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმე: ინფორმაციის გახმაურების შემდეგ, მოწმის ჩანაწერები ადვოკატს გამოატანეს – მედია

ადვოკატის მიერ ლაითურის ციხეში პოლიციის გამოძახებისა და ფაქტით ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ, დარეჯან სულაშვილს მსჯავრდებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის დროს გაკეთებული ჩანაწერების ციხეთა სისტემიდან გატანის უფლება მისცეს. ინფორმაციას Facebook live-ში მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის დედა ადასტურებს. “არ ვიცი, რისი დამსახურებით, ან როგორ მოხდა ასეთი რამ, მაგრამ იკადრეს და დაკითხვის ოქმი გამოატანეს დარეჯან [სულაშვილს]. მან გენერალურ ინსპექციაშიც დარეკა, მე […]

Continue Reading

მარნეულში ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების […]

Continue Reading

დიტო ჩუბინიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს – რის საფუძველზე დატოვა საპატიმრო სამშობლოს ღალატში ბრალდებულმა ჟურნალისტმა?

სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება. პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ […]

Continue Reading

საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, მათ სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდათ – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო საწარმოების შრომის ანაზღაურების სისტემის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოს ფოსტაში გამოვლენილ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023-2024 წლებს, როდესაც ფოსტას მისი წინა დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე მართავდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2025 წლის ზაფხულში დატოვა. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, თუმცა აღნიშნულ პირებს არ […]

Continue Reading

საია-სა და Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება – ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს

ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს, – ამის შესახებ Amnesty International-ისადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ერთობლივ განცხადებაში საუბარია პატიმარ გიორგი დავითაძის, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების, ლაშა ჩაჩანიძისა და სხვა პატიმართა საქმეებზე. ორგანიზაციების საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „გაარღვიოს დაუსჯელობის წრე და შექმნას ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელსაც შეეძლება ძალადობის ეფექტიანად და დამოუკიდებლად აღკვეთა“. „Amnesty […]

Continue Reading

თბილისში ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს

პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს დამნაშავეს, რომელმაც 24 წლის კაცი საკუთარი ძმის ქორწილში მოკლა. შემთხვევა გუშინ, 26 ოქტომბერს  რესტორან „ლისი მერესთან“ მოხდა. მკვლელობის ფაქტს “პირველებს” უდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდუნარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. “პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ მოკლული გურამ ბოიკოა. მისი ოჯახი  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ცხოვრობს. ერთ-ერთი […]

Continue Reading

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე მსჯელობენ

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც „ტვ პირველთან“ საუბარში სალია აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მსჯელობენ. „ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ და მიღებული იქნება გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალიამ. მან ასევე ისაუბრა პენიტენციური სამსახურის ახალ დირექტორზეც, რამაზ თათარაშვილზეც, რომელიც […]

Continue Reading

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. თათარაშვილი ივნისიდან დღემდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იყო. მანამდე კი ის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ტვ პირველი გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ხვალ პროცესი „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. „ხვალ გავაგრძელებთ ქალბატონი ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით. დღევანდელი სხდომა დახურულად ცხადდება. ხვალ 12:00 საათზე გაგრძელდება სხდომა“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.   საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი […]

Continue Reading

ცოლის მკვლელობისთვის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – ფოთში მკვლელობაზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

Continue Reading

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა განახლდა

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის ხელმოწერით მომზადებული სარჩელის განხილვა განახლდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სხდომის დაწყებისას გამოაცხადა “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, პლენუმის გადაწყვეტილების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების […]

Continue Reading

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეუჩერდეს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში, სააგენტოს მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადეს. კერძოდ, სააგენტო დაინტერესდა, “რა ეტაპზეა დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაწყებული გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის?” “აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის […]

Continue Reading

ძმები ფეიქრიშვილების დედა – წყარომ მითხრა, რომ ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა, მითხრეს, მიხედეთ გიორგისო – პენიტენციურის პასუხი

ჩემს შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან საკანში ვატო ყიფიანი შევიდა. დამირეკეს და მითხრეს, მიხედეთ გიორგისო. არ მომიკლან შვილი! – ამის შესახებ კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ, ნინო აბრამიშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის ბრალდებულ შვილთან საკანში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი შევიდა. „გზაში ვართ, გლდანისკენ მივდივართ. წყარომ, […]

Continue Reading

ქმარმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა – სად მოხდა უბედური შემთხვევა?

მკვლელობა მოხდა ფოთში. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში […]

Continue Reading

დააკავეს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ

თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით სკოლის მოსწავლეები, 14 წლის მოზარდები დააკავეს – ინფორმაცია “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობის მომზადებას „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკში” გაგმავდნენ. ირკვევა, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. ინფორმაცია სკოლის მოწასვლეების დაკავების შესახებ თავდაპირველად „სანდო წყარომ“ გაავრცელა. გამოცემას ერთ-ერთი დაკავებულის მამამ უთხრა, რომ […]

Continue Reading

ორი მანქანა ორჯერ სხვადასხვა პირზე გაყიდა – ამავე საქმეზე ადრე ნასამართლევი გამყიდველი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა, რის სანაცვლოდაც თანხა სრულად მიიღო. ავტომობილების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ, ბრალდებულმა ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების […]

Continue Reading