საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო.
ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კი იმ დრო მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. მიღებული დაზიანებებით ორი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია,თუმცა ერთ-ერთ მოტივად შურისძიება და წარსულში დაწყებული კონფლიქტი განიხილება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.



