საქართველოდან $ 90 მილიონამდე ტანსაცმლის ექსპორტი ხდება – თურქეთი ექსპორტიორთა შორის ლიდერია

წელს, საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნიდან 89,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტანსაცმლის ექსპორტმა 78 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან ტანსაცმლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ამ ქვეყანაში დაახლოებით 66 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა […]

Continue Reading

2027 წელს UFC-ის ტურნირი შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს – რუსული მედია

2027 წელს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, ანუ UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ტურნირი შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ამის გარდა, ტურნირის უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჩატარებაც განიხილება. ამის შესახებ TASS-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა. “მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტურნირებთან დაკავშირებით, ხოლო უზბეკეთის დელეგაცია UFC-ის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა, სადაც ორგანიზაციის ტურნირის გარდა, ასევე, Zuffa Boxing-ის ჩატარება განიხილება,“ – […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ბოლო ანგარიშში ევროპარლამენტმა თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუტოლა

ევროპარლამენტმა, პრაქტიკულად, თავის ბოლო ანგარიშში თავი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გაუტოლა – მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს […]

Continue Reading

დაჭრილია 39 წლის მამაკაცი – რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა

რუსთავში კოსტავას გამზირზე რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და 39 წლის კაცის დაჭრით დასრულდა. დაჭრილი თვითდინებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა “ინფო რუსთავს” უთხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება. “ახალგაზრდა მამაკაცი შემოსულია თვითდინებით. აღენიშნებოდა შემავალი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის მარცხენა ნახევარში. პაციენტის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 25 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდანგავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. თბილისი: […]

Continue Reading

25 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ივნისს ღირს იოანე (თორნიკე) მთაწმიდელს; ღირს ისიდორე სამთავნელის; ღირს ონოფრე დიდს, ღირს პეტრე ათონელს, ღირსთა: იოანეს, ანდრიას, ირაკლემონსა და თეოფილეს იხსენიებს. იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი თორნიკე ერისთავი (Xს) ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, ქართლის სპასპეტი, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ილანე მას […]

Continue Reading

ელენე ხოშტარია: მეცინება, როცა „ქოცებს“ ჰგონიათ, არმკურნალობით, რამეს დამაკლებენ – არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ!

არასდროს არაფერს არ გთხოვთ, არასდროს არ გაღიარებთ. უკიდურესად მშვიდად და მტკიცედ ვარ. თქვენ იდარდეთ. ვერ მომერევით, ეს კარგად დაიმახსოვრეთ!- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, მისთვის სასაცილოა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ არ მკურნალობითა და ძალაუფლების ილუზიის შექმნით, მას რაიმე დააკლებენ. „მეცინება, როცა „ქოცებს“ ჰგონიათ, არ მკურნალობით, […]

Continue Reading

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. „საქართველოში დემოკრატიის […]

Continue Reading

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდისას, მამაკაცს ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობისას, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – არსებული ინფორმაციით, მას საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა, – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ის კლინიკაში გარდაცვლილი შეიყვანეს. „-უკვე გარდაცვლილი შემოვიდა ჩვენთან, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა […]

Continue Reading

გიორგი გახარია – „ქართული ოცნება” ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ მისი პარტიის მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით, რომელიც “მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს”. “რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და […]

Continue Reading