“საკმარისია და ყელშია უკვე ამოსული , ამ დრომდე მისი ნაწამები შვილის გამო, რომელიც ნაციონალების ოფისში დარბოდა , ხმა არ ამომიღია, თორემ მიიღებს მისაღებს” – რას წერს და ვის მიმართავს ყოფილი დეპუტატი

დღის სიახლეები საზოგადოება

“ბიძინას ნაცვლად , ნაციონალებს რომ ახსენებ დაუსრულებლად და მიშას , სულ დაკარგე ადეკვატურობა?!” –  ყოფილი დეპუტატი “ენმ”-დან მეგი გოცირიძე პატიმრობაში მყოფი დავითაძის დედის შესახებ, სოციალური ქსელში, პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

“ავთო დავითაძე, გააჩერე შენი კნეინა და გაეშვას ნაცების ხსენებას, სანამ თავიდან ბოლომდე მომაყოლებს რატომ და რის გამო აითვალწუნა ნაცები, როგორ გაუცრუვდა იმედი, როცა შევარდნაძის “თავდაცვიდან” მოპარული ფულებით გამდიდრებული, მიშას დროს დარჩა ხელფასზე, რაც მძიმედ გადასატანი გაუხდა… ჰოდა, საკმარისია და ყელშია უკვე ამოსული , ამ დრომდე მისი ნაწამები შვილის გამო, რომელიც ნაციონალების ოფისში დარბოდა , ხმა არ ამომიღია, თორემ მიიღებს მისაღებს და წამოძახებები როგორი უნდა , ნახავს!
ქმარი გამოგიგდეს შენმა მოთრეულმა ქოცებმა, შვილს ჯერ პროვოკაცია მოუწყვეს, 17 წლით გაუშვეს ციხეში, მერე იქ რაც დამართეს კი ვნახეთ , შოკიდან ვერ გამოვდივართ და ბიძინას ნაცვლად , ნაციონალებს რომ ახსენებ დაუსრულებლად და მიშას , სულ დაკარგე ადეკვატურობა?!” – წერს მეგი გოცირიძე.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *