კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება – ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია – გენერალური პროკურორი

კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება – ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ, წარმოუდგენელი საკითხია, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის კითხვას: „არის თუ არა ქვეყანაში სისტემური კორუფცია“. მისი თქმით, პროკურატურას არასდროს დაუხევია უკან თანამდებობის პირისა და ავტორიტეტული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ყოველთვის შესაბამისი […]

Continue Reading

ნათელაშვილი: ცხინვალის ანექსიის პროცესში პუტინთან ერთად თანამონაწილე ბიძინა ივანიშვილია

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის უმძიმეს საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო დაკარგვის რისკს ქმნის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი შეფასებით, კრემლი უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობების ფონზე ცდილობს, ყურადღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე გადაიტანოს, ხოლო ამ პროცესში პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსაც აკისრებს. ნათელაშვილი […]

Continue Reading

რონალდინიომ იტალიის სერია C-ს კლუბ „რავენასთან“ კონტრაქტი გააფორმა. 46 წლის ფეხბურთელი გუნდში მოთამაშის სტატუსით მოხვდა

ბრაზილიისა და მილანის ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდინიომ იტალიის სერია C-ს კლუბ „რავენასთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გუნდის პრესსამსახურმა განაცხადა. კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 46 წლის ფეხბურთელი სეზონის გუნდში მოთამაშის სტატუსით მოხვდა. რონალდინიომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2004 და 2005 წლებში ის ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 2005 წელს ბრაზილიელმა „ოქროს ბურთი“ […]

Continue Reading

პუტინს ФСБ-ს ლიდერები და ეროვნული გვარდიის უფროსი სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ – მედია

ФСБ-ს ლიდერები და ეროვნული გვარდიის უფროსი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Meduza წერს. პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული Meduza-ს ორი წყარო აცხადებს, რომ ეროვნული გვარდიის უფროსი და პუტინის ყოფილი მცველი, ვიქტორ ზოლოტოვი, ასევე ФСБ-ს ლიდერები პუტინს სახელმწიფო დუმის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებენ. წყაროების ცნობით, არჩევნების გადადების შესახებ საუბარი 2026 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს […]

Continue Reading

„თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი“ – გენერალური პროკურორი

თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ჟურნალისტებთან. „ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს – მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, […]

Continue Reading

რუსული კრიპტოქსელი, მათ შორის საქართველოში, სკოლის მოსწავლემ ამხილა – Новая Газета

რუსეთმა სანქცია დაუწესა სკოლის მოსწავლეს, მაგნიტსკის აქტის ავტორის, ბილ ბრაუდერის შვილს, ალექსანდრე ბრაუდერს. მან ამხილა კრიპტობირჟები, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მოსკოვს სავარაუდოდ ფულის გათეთრებაში ეხმარებოდნენ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა”. ჟურნალისტი ია ბარათელი სტატიაში წერს, რომ მაისის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მკაცრი სანქციები დაუწესა რუსულ საგადამხდელო ქსელ „A7“-თან დაკავშირებულ კრიპტოპლატფორმებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების  მონაცემებით, […]

Continue Reading

რუსული ავიაკომპანია, რომელიც საქართველოშიც დაფრინავს, რუსეთის ავიაციის საწვავის ბაზარზე კრიტიკულ ვითარებაზე და ფასების ზრდაზე საუბრობს

სპეციალიზებული Telegram არხის „ავიატორიშინას“ ცნობით, „აზიმუტი“ საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციას სთხოვს, დაუკავშირდნენ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს, რათა მიიღონ ზომები ავიაციის საწვავის სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ცნობილია, რომ ივნისის დასაწყისში, საავიაციო საწვავის მთავარმა მიმწოდებელმა „აზიმუტს“ აცნობა მოხმარების დაახლოებით მესამედით შემცირების აუცილებლობის შესახებ. მიზეზად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „ფორსმაჟორული სიტუაცია“ დასახელდა. „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ საწვავის დეფიციტთან ერთად, ფასებიც გაიზარდა: ივნისის დასაწყისიდან რუსეთის […]

Continue Reading

აშშ არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის, რადგან ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია – ამერიკელი ექსპერტი საქართველოზე

„ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, ჯეიმს ჯეი კარაფანოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები არც საქართველოს ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. ამის შესახებ ჯეიმს ჯეი კარაფანომ Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩემი გულწრფელი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს ერთგვარი „ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათი“ ჰქონდეს, ჰქონდეს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თან ის აკეთოს, რასაც მოისურვებს. მაგრამ, ეს არ იმუშავებს. […]

Continue Reading

გახსნილია საქმე, რომელიც 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უწყებამ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის, შემოსავლების ლეგალიზაციისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბური სქემა გამოავლინა. უწყების ცნობით, საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. ამ ეტაპისთვის ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრია დაკავებული, სამ მიმალვაში მყოფ პირზე კი ძებნა გამოცხადდა. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი […]

Continue Reading

13 პროდუქტის ფასები 12 უმსხვილეს ქსელში – რას ნახავენ მომხმარებლები ekalata.gov.ge-ზე?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა. სააგენტოს თანახმად, ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს. ვებ-გვერდზე www.ekalata.gov.ge განთავსებული იქნება საოჯახო კალათაში შემავალ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე – 12 უმსხვილეს ქსელში წარმოდგენილი საუკეთესო ფასები. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, შეადარონ პროდუქტის ღირებულებები და საუკეთესო შეთავაზებების […]

Continue Reading