ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პატიმრებთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება მასაც არ მისცეს.
მე, პირადადაც, რამდენიმეჯერ, ამეკრძალა ციხიდან ჩემი ჩანაწერების გამოტანა. ადვოკატთა ასოციაციამ, ჯერ კიდევ, 18 სექტემბერს გადაგზავნა შესაბამის უწყებებში წერილი და ველოდებით პასუხებს. ამ მხრივ, ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯები, რაც გადადგა ადვოკატთა ასოციაციამ. დარწმ,უნებული ვარ, რომ არცერთი ადვოკატი, არც მე, ამას არ შევეგუებით. არცერთ გახმაურებულ საქმეზე საუბარი არ არის. ვხვდებოდი პატიმარს, გავაკეთე ჩანაწერი. უბრალოდ, შეუძლებელია, ყველაფერი დავიმახსოვროთ. გვიწევს 70 ტომიანი საქმის მასალების შესწავლა”- განაცხადა იურისტმა.


