რა ისმის სახლში დაყენებული მოსასმენი მოწყობილობის ჩანაწერში, სადაც ნია იმნაძე მამას ესაუბრება?

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა ფარული ჩანაწერები, სადაც ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული და სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ. პროკურორის განმარტებით, ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ეუბნება ვალერი იმნაძე შვილს, რომ ბრალდებულს “ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა”.  ქეთევან სონიძის თქმით, […]

Continue Reading

ჯერ კიდევ ძიებაში ვარ აღმოვაჩინო ისეთი ადგილი, სადაც მთლიანად გადავეშვები შემოქმედებაში… ძალიან მიყვარს და მენატრება ჩემი ფესვები, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ დაბრუნებას – ქართველი მუსიკოსი ლევან ბარამიძე

“პრესექსპრესი” რუბრიკით “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ” განაგრძობს თავისი მკითხველისთვის იმ ქართველების გაცნობას, რომლებიც უცხოეთში სახელოვნად ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად ევროპაში მცხოვრები მოსიკოსი – მომღერალი, კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი, ხელოვანი ლევან ბარამიძეა. გთავაზობთ მის ინტერვიუ-მონოლოგს. ის თავად საუბრობს განვლილ გზაზე და წარმატებებზე ყოველგვარი ჩვენი დამატებითი კითხვების გარეშე: – მე ვარ ლევან ბარამიძე, პროფესიონალი მომღერალი, სიმღერების […]

Continue Reading

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხებათ ადვოკატებს, ისინი დაკავებული არასრულწლოვანების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ. […]

Continue Reading

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, რის შედეგადაც პროდუქციის ნაწილი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

32 წლის ქალი, რომელიც მდინარე  ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს და მდინარიდან ამოასვენეს, ხოლო დედის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი […]

Continue Reading

„კალმის ერთი მოსმით“ ტრამპი შვეიცარიას ელიტური სტატუსის ჩამორთმევით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შვეიცარიასთან აშშ-ის 39 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრა კალმის ერთი მოსმით შეუძლია, შვეიცარიული საქონლის, მათ შორის საათების იმპორტის დაბლოკვით. მან განაცხადა, რომ ამ თანხების გარეშე შვეიცარია სწრაფად დაკარგავს „ელიტური ქვეყნის“ სტატუსს და სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ამერიკელმა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში დაბალი საპროცენტო განაკვეთები […]

Continue Reading

მოღალატე რუსქოცებო, საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე, თქვენი დევნის არ მეშინია- ბარამიძე

მოღალატე რუსქოცებო, საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირე! არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო არც თქვენი ბინძური პროპაგანდის!, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე იმ ფაქტს, რომ გენერალურმა პროკურატურამ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, სამშობლოს, ღმერთისა და სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი იყო […]

Continue Reading

„ზოგადად, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა” – კალაძე

საქართველოსთან ომი მსოფლიოსთვის არ იყო ისეთი რეზონანსული. 2-3 დღე გაგრძელდა და არ იყო საკმარისი, რომ რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ აეგორებინათ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთანაა დაკავშირებული, განპირობებულია „ნაციონალური მოძრაობის“ „მოღალატეობრივი პოლიტიკით“, დღეს კი ომის დაწყება ბრალდება ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს. „ზოგადად, […]

Continue Reading

გენერალურმა პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ “ერთიანი […]

Continue Reading

ტაილანდში, მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა

ბანგკოკის ჩრდილოეთით, ნონთაბურის პროვინციაში, მოსწავლემ სკოლის კამპუსში ცეცხლი გახსნა. შვიდი ადამიანი დაიღუპა: სამი მასწავლებელი, სამი მოსწავლე და თავდამსხმელი, რომელმაც თავი მოიკლა. დაშავდა 15 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები და პოლიცია მუშაობენ. .გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading