FT – ტრამპი-პუტინის „დიზელის შეთანხმების“ ფარგლებში აშშ-ისკენ მიმავალმა ორმა ტანკერმა კურსი შეიცვალა

დღის სიახლეები უცხოეთი

„ფაინენშლ თაიმსის“ ცნობით, ტანკერმა „ლერუომ“, რომელიც ამერიკისკენ მიემართებოდა, კურსი შეიცვალა და დანიშნულების ადგილად ბრაზილიის მიმართულება მიუთითა, ხოლო ტანკერი „ტალისმანი“ ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა და „ინსტრუქციების მოლოდინშია“.

როგორც ჩანს, რუსული დიზელის საწვავის გადამტანი მესამე ტანკერი, რომელიც ბერძნულ კომპანია „აგიოი ფანენდესს“ ეკუთვნის, აშშ-ისკენ აგრძელებს მოგზაურობას, თუმცა ასევე „ინსტრუქციების მოლოდინშია“.

გაზეთი აღნიშნავს, რომ მარშრუტის შეცვლა აშშ-ის დიზელის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების გამო მოხდა: ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ მარაგები ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად 100 მილიონ ბარელზე დაბლა დაეცა.

რუსული დიზელის საწვავის გადამტანი ტანკერები აშშ-ისკენ 22 ოქტომბერს გაემგზავრნენ ტრამპი-პუტინის „დიზელის შეთანხმების“ ფარგლებში.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *