“ასე აგდებული ტონი ბრიუსელში დატოვოს” – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
“პირველ რეკომენდაცია, რაც მე მინდა მას მივცე, ტონს დაუწიოს. აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტირებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია, რომ ტონს დაუწიოს. ამ ტონის ნაწილი იყო, როცა გუშინ თქვა, რაზე უნდა გვქონდეს დიალო გიო – “დიფსთეითისა” და გლობალური ომის პარტიაზეო? სერიოზულად გულისხმობთ ამასო? აბა რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? გუშინ მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა რომ თქვა, რომ საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, სერიოზულად? ამაზე უნდა რომ დიალოგი გვქონდეს, რუსეთმა გაიმარჯვა თუ არ გაიმარჯვა, ამაზე უნდა დიალოგი? თუ მან რომ განაცხადა, რომ საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდებაო? ამაზე უნდა დიალოდი ბნელ წარსულში ვბრუნდებით თუ არა? თუ რაზე უნდა ? ასე აგდებული ტონი ბრიუსელში დატოვოს. ის და ბრიუსელი არიან საქართველოში ძალადობის მფარველები, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ტავდამსხმელებსი მფარველები და გამმართლებლები.
ან ბატონი ჰერჩინსკი და ბრიუსელი წარმოადგენს სიას, ვის მიიჩნევს ის თვითნებურად დაკავებულებად ან ჩავთვლით და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ისინი არიან მოძალადეების მფარველები და ბატონი ჰერჩინსკი რომ არის მოძალადეების მფარველი, ეს არაერთხელ დაადასტურა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
“მოელით, რომ ევროკავშირი თქვენთან “დიფსთეითისა” და გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრებს”? – ამ კითხვით მიმართა გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ “ქართულ ოცნებას”, რომელიც ევროკავშირთან დიალოგს ითხოვს.
ევროპელი დიპლომატი ევრონიუსთან ირაკლი კობახიძის ევროკავშირთან დიალოგის სურვილზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ “ევროკავშირთან დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა”.
ჰერჩინკიმ “ქართულ ოცნებას” ანტიევროპული განცხადებები შეახსენა და ხაზგასმით თქვა, რომ დიალოგი ასე ვერ მიიღწევა.



