თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთით, შანლიურფის პროვინციაში, სირიის საზღვრის სიახლოვეს, 7კმ სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს მეზობელ დიარბაქირსა და ადიამანის პროვინციებშიც. ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
Continue Reading