პეტრე კოლხი საქართველოში დაბრუნდა – „ამერიკა ჩემთვის მონობაა! მე იქ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჯანსაღი ფსიქიკის ქართველი არ შემხვედრია“

პეტრე კოლხი, რომელმაც ამერიკაში გარკვეული პერიოდი დაჰყო და სამშობლოს მალე დაუბრუნდა, თავის გამომწერებს ზე-სახელმწიფოს მინუსებზე უყვება და ყველა იმ სირთულეს უხატავს, რასაც ქართველი ემიგრანტები შტატებში ეჩეხებიან: “ჩემი ამერიკაში დარჩენა იქნებოდა თავის მოტყუება, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ ინტერვიუც წარმატებით გავიარე და საბუთებსაც ველოდებოდი. მე გაგცემთ პასუხს მათ, ვინც მეკითხებოდა, თუ რატომ დავბრუნდი ამერიკიდან? დავბრუნდი იმიტომ, […]

Continue Reading

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღინიშნება, რომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. „განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის. […]

Continue Reading

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი – ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას

ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი შეფასებით, დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის […]

Continue Reading

ლაშა ფარულავა – თბილისი არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ეს უმძიმესი დანაშაულია, მასში ათი ათასობით ახალგაზრდაა ჩართული და ეს ფული, ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო სექტორსა და აზარტული თამაშების ბიზნესში ირეცხება , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ყველა ადამიანი, რომელიც […]

Continue Reading

8 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ნოემბერს წმიდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის და ღირსი ათანასე მიდიკიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე […]

Continue Reading

ვინ, სად და რატომ უღებს ბავშვებს ფოტოებს თბილისში – რას აცხადებს მოსახლეობა

დიდი დიღმის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქეეები, ქუჩაში მყოფ მცირეწლოვან ბავშვებს ფოტოებს უღებენ. მოქალაქეებმა ფაქტი არაერთი შემთხვევის შემდეგ დააფიქსირეს. ხალხი ამბობს, რომ საეჭვო ადამიანები, ძირითადად, ქალები, პარკებსა და სტადიონების მიმდებარედ გადაადგილდებიან, სადაც თავს ბავშვები იყრიან. დიდი დიღმის მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს – ირკვევა, რომ რამდენიმე მათგანმა უკვე […]

Continue Reading

BBC: პოლიციის ცნობით, კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ალოპოლსკას პოლიციის ცნობით, კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ინფორმაციას BBC ავრცელებს. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოედანზე ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა „მანქანიდან შემთხვევითი ადამიანების მიმართულებით სროლა დაიწყო“. კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეს პოლიციამ ესროლა და ის საავადმყოფოში […]

Continue Reading

პატიმრებით გადავსებული ციხეების გამო ადვოკატებმა 16 ნოემბერს აქცია დააანონსეს

ადვოკატები საპროტესტო აქციას აანონსებენ – უფლებადამცველები 16 ნოემბერს პარლამენტის უკან შეიკრიბებიან. მიზეზი ციხეთა სისტემაში არსებული ვითარება და პატიმრებით გადავსებული საკნებია. როგორც “პირველებს” დღეს ადვოკატებმა უთხრეს, რომ ერთ საკანში ექვსის ნაცვლად ათი პატიმარიც კი არის, რადგან სხვაგან ადგილები საკმარისი არ არის. უფლებადამცველები გამოსავალს საყოველთაო ამინისტიის გამოცხადებაში ხედავენ. 6 ადგილიან საკანში არის 10 პატიმარი. ყველამ კარგად ვიცით, […]

Continue Reading

ამინდი უარესდება 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. “შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების […]

Continue Reading

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია

ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს, – ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს წევრმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, გოლით ან საგოლე გადაცემით, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა. 2025-2026 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში, კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა. […]

Continue Reading

Izvestia – ვარდების რეზოლუცია: ევროკავშირი რუსეთთან კავშირების გამყარების გამო საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს – სტატია

ვარდების რეზოლუცია: ევროკავშირი რუსეთთან კავშირების გამყარების გამო საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ევროკავშირი-საქართველო-რუსეთის შესახებ რუსული გამოცემა “იზვესტია”, რომელსაც “პრესექსპრესი” უცვლელად გთავაზობთ: “ევროპარლამენტის წევრებმა „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ ევროკავშირი, რუსეთთან კავშირების გამყარების კვალდაკვალ, საქართველოზე ზეწოლას გაზრდის. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა, შესაძლოა, კვლავ დასვას რესპუბლიკისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაუქმების საკითხი, რომელიც მან 2023 წელს მიიღო. მანამდე, […]

Continue Reading

თბილისში ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა

თბილისში ხე წაიქცა და მანქანებს დაეცა –  დაზიანებულია მინიმუმ სამი ავტომობილი. შემთხვევა საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩაზე მოხდა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის და გამგეობის წარმომადგენლები. იქიდან გამომდინარე, რომ ხე საავტომობილო გზაზე წაიქცა, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული იყო და ავტომობილებს გადაადგილების საშუალება დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე

გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. ბოლო სავაჭრო დღის მონაცემებით, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.03%-ით გაიზარდა და 98.32 დოლარს მიაღწია. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 0.34%-ით გაძვირდა და 90.83 დოლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში მიმდინარე კვირას. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საწვავის ფასები ძირითადად უცვლელი დარჩა. ფასების კლება მხოლოდ ერთ-ერთი […]

Continue Reading

“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!” – ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ მიმართვა გაავრცელა

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი წერს, რომ ექსპრემიერისთვის პაემნების არდაშვება „დამატებითი“ დასჯის სახით” ხდება. “ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას… არც სამართლებრივ „აბლაბუდას“. შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს – როგორც  პოლიტიკოსი. ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია”  საქართველოს ისტორიაში… ბევრი  მიიჩნევს, რომ პოლიტიკური […]

Continue Reading

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში – რა მოხდა მეზობლებს შორის

ბათუმში მეზობელმა მეზობელი კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან – […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15, დღისით სანაპირო რაიონებში ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9 +14°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -2, […]

Continue Reading

7 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ნოემბერს მოწამეთა: მარკიანეს და მარტვირის, ანასტასის, მართლი ტაბითას ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატ5ომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი წმიდა მოწამენი მარკიანე და მარტვირი კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ. მარკიანე მედავითნე იყო, მარტვირი კი – იპოდიაკონი; გარდა ამისა, ორივენი წმიდა პატრიარქის, პავლე […]

Continue Reading

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილზე – არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს – პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა

ბიძინა ივანიშვილი პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გადაცემა „სპეციალურ გამოშვებაში“ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილთან „ამ სიტუაციაში არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს“. „ამ სიტუაციაში არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. აქეთ ვარ მე და… ბატონ ბიძინაზე […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტული თამაშების კანონზე – “წინა რეგულაციების შემუშავებას ოთხი წელი დასჭირდა, ახალი კანონი კი ორ დღეში მიიღეს”

საპატრიარქო კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და კანონის დაჩქარებული წესით მიღების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ცვლილებები იმდენად სწრაფად დამტკიცდა, რომ საპატრიარქომ საკითხის შესწავლა და კითხვების დასმაც ვერ მოასწრო. „ჩვენთვის იყო მოულოდნელი აზარტულ თამაშებზე ეს ესე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და […]

Continue Reading

“სულს ამოგხდით”თუ ასეთი უპატიებელი იყო, “დაგაძინებთ” – იავნანაა? – გივი თარგამაძე

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში კახა კალაძის მიერ რამდენიმე დღის წინ ნათქვამს ეხმაურება, რომელიც 5-6 ადამიანი დაძინებას შეეხებოდა. “თუნდაც უშნოდ ნათქვამი , მაგრამ, სამშობლოს დაცვის კონტექსტში, “სულს ამოგხდით”თუ ასეთი უპატიებელი იყო, მერის ვალდებულების შესრულების მომთხოვნების მიმართ ნათქვამი “დაგაძინებთ” – იავნანაა? რა ვიცი” – წერს გივი თარგამაძე. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

„ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის, რომლებიც საცურაო აუზებს ათბობენ“ – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც „შეძლებული არიან“ და ბუნებრივ აირს აუზების გათბობისთვის იყენებენ, შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდება. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მცირე მოხმარების მქონე მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთი დაბალი დარჩება. „ძალიან დიდი პოლიტიკური ბატალიები მოყვა და თითზე დაიხვია ოპოზიციამ და ცალკეულმა ვაი ექსპერტებმა. სინამდვილეში, ეს არის მარეგულირებელი კომისიისთვის უფლებამოსილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, […]

Continue Reading

ლარის კურსი 7 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ერთგვარი ანონსია ცვლილებების წინ” – ხუხაშვილი ივანიშვილის ქარუმიძესთან ერთად გამოჩენაზე

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ერთგვარი ანონსი ცვლილებების წინ” – ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილიის ისრაელის ელჩთან შეხვედრას, რომლის დროსაც “ოცნების” დამფუძნებელი ყოფილი დეპუტატ და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან ქარუმიძესთან ერთად იყო წარმოდგენილი და არა ირაკლი კობახიძესთან ერთად, რომელიც “პირველების” ინფორმაციით თბილისშია. ექსპერტის თქმით, შესაძლოა ვალიდ აბუ ჰაიასგან ივანიშვილს აინტერესებდა, თუ რა გემები […]

Continue Reading

რატომ ჩამოვიდა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში – რას აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხან ჭენგის მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალურ ვახშამზეც უმასპინძლებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები მნიშვნელოვანია, ჩინეთიდან ამ რანგის […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – „ოცნებას“ დაწყებული აქვს მისთვის კომფორტული და მართული ოპოზიციური პარტიების, ზოგის დაფუძნების და უკვე დაფუძნებულის მხარდაჭერის პროცესი

„ოცნებას“ უკვე დაწყებული აქვს პროცესი მისთვის კომფორტული და ხელოვნურად მართული ოპოზიციური პარტიების, ზოგის დაფუძნების და უკვე დაფუძნებულის მხარდაჭერისა და განვითარების. იმ ვითარებაში, როდესაც, ფაქტობრივად, შეზღუდულია ყველანაირი რესურსი და ძალაუფლება და ფულიც არის მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ ხელში, ბუნებრივია, თავად „ოცნება“ გადაწყვეტს, ვინ იქნება მისთვის კომფორტული ოპოზიციური პარტია. ეს არის დიქტატურის გაფორმება შენიღბული დემოკრატიული ფასადით, – […]

Continue Reading

“არ გამოიყენოთ უცნობი ფხვნილი და არ ენდოთ მის მეტადონად გასაღებას” – რას წერს პროფესორი

სასწრაფო გაფრთხილება – უცნობი ვარდისფერი ფხვნილი! კიდევ და კიდევ გაფრთხილება! ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი ზურაბ სიხარულიძე წერს. მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია ვარდისფერი ფხვნილის შესახებ, რომელსაც მეტადონის სახელით ასაღებენ. არსებული ინფორმაციით, ის წყალში არ იხსნება და მხოლოდ ლიმონმჟავასთან იხსნება. “განსაკუთრებით საყურადღებოა სინთეზური ოპიოიდი U-47700 („Pink“, „Pinky“) – ძლიერი და მაღალი ტოქსიკურობის მქონე ნივთიერება, რომელიც წარსულში […]

Continue Reading

თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს ლეონ XIV-ს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, თამარ ბაგრატიონმა პაპს საჩუქრად ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა. „საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა, პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა. შეხვედრა […]

Continue Reading

საქართველოდან გაძევებული უცხოელების ათეულის ლიდერი თურქეთია

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 3 170 უცხოელი გააძევეს, ეს კი 2.5-ჯერ აღემატება გასული წლის სრულ მაჩვენებელს (1 311) და თითქმის 9-ჯერ მეტია 2024 წელთან შედარებით (363 პირი). 10 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებიც 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ყველაზე მეტი რაოდენობით გააძევეს. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნიდან სულ გაძევებულია 3 170 პირველი, საიდანაც 74%-ზე მეტი (2 346 […]

Continue Reading

გაფრთხილება! – დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა 5-10 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვებისთვის

წითელას მძიმე გართულებებისა და შესაძლო ლეტალური შედეგების შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს. მისი თქმით, დაავადება განსაკუთრებით საყურადღებოა 5-10 წლამდე ასაკის აუცრელი ბავშვებისთვის, რადგან ინფექციის გადატანის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის მძიმე დაზიანება, რომლის მკურნალობის მეთოდი ამ დრომდე არ არსებობს. ამის შესახებ ჩხაიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. „აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს […]

Continue Reading

მომავალი წლის საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დააბრუნა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მეორადი ვარიანტის თანახმად, საჯარო უწყებებში შრომის ანაზღაურების ფონდი 468 მილიონი ლარით იზრდება. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიზეზი გაზრდილი საშტატო ერთეულები (ჯამში 2 ათასამდე შტატი) და საბაზო თანამდებობრივი სარგოს 8.4%-იანი მატებაა {შედეგად საბაზო თანამდებობრივი სარგო, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების […]

Continue Reading

პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები მალე შეიძლება გათავისუფლდნენ

პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისულაშვილს ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები მალე შეიძლება თავისუფლებაზე იყვნენ – როგორც 4 ნოემბერს გორის სასამართლოს სხდომაზე გაირკვა, ყველა პოლიციელი საპროცესოს ითხოვს. პოლიციელებისთვის შეღავათების დაწესებას ეთანხმება ერთ-ერთი დაზარალებული ლაშა აბისულაშვილი, რომელმაც 4 ნოემბერს სასამართლოს ჩვენება მისცა. როგორც ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელის, ალექსი ბადალოვის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე “პირველებს” უყვება, სხდომაზე აბისულაშვილმა ხაზგასმით დააფიქსირა, რომ […]

Continue Reading

გაირკვა კაცის ვინაობა, რომელმაც ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა და მესამესაც თოფის სროლით მისდევდა

სოფელ ლამბალოში მოკლულ ძმებს გლოვობენ. როგორც ლამბალოში „ტვ პირველს“ უყვებიან, გუშინ, სამი ძმა მეზობელთან ერთად ქორწილში მიდიოდა, რა დროსაც მათ წინ მანქანა გაჩერდა და შიგნით მჯდომმა პირმა ცეცხლი გაუხსნათ. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ორი ძმა – 65 და 67 წლის კაცები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მესამე ძმამ – ელმან უსუფოვმა და მეზობელმა გაქცევა მოახერხეს. როგორც უსუფოვი, რომელსაც […]

Continue Reading

შსს – დაკავებულია 4 არასრულწლოვანი, რომლებიც თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები გასტაცეს, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 6 ნოემბერს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°; ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°; ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

6 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ნოემბერს წმიდა მოწამე არეთას და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამის, ნეტარი ელეზვოის, ეთიოპიის მეფის, ხსენების დღეს აღნიშნავს და ასევე ზეიმობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის” ხსენებას. წმიდა მოწამე არეთა და მასთან ოთხიათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი მოწამე წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით – ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი) […]

Continue Reading

„The Independent“- მარკო რუბიო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო გადადგომისთვის ემზადება

„The Independent“-ის ცნობით, მარკო რუბიოს გადადგომას ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს აკვირდებიან, რადგან მოსალოდნელია, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრისთვის თანამდებობას დატოვებს. წყაროების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი 2028 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელების ნომინაციისთვის ბრძოლისთვის ემზადება, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ამჟამად მისი მთავარი კონკურენტია. შუალედური არჩევნების კატასტროფულ შედეგებამდეც კი, რომლის შედეგადაც რესპუბლიკელებმა […]

Continue Reading

მკვლელობა საგარეჯოში – ნათესავის ქორწილში მიმავალ სამ ძმას ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გაუხსნეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო. ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კი იმ დრო მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და […]

Continue Reading

ცამეტი ევროპული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი 5 ნოემბერს ავარიულად დაეშვა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების შემდეგ

ცამეტი ევროპული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავი 5 ნოემბერს ავარიულად დაეშვა ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების შემდეგ. სამი სამოქალაქო თვითმფრინავი ბულგარეთში დაეშვა: ორი სოფიაში და ერთი პლოვდივში. კიდევ ორი ​​რეისი დაეშვა ვენაში, თითო-თითო ბრიუსელში, რომში, ევრე-ფოვილის ფრანგულ სამხედრო ბაზაზე და ბუქარესტში. გარდა ამისა, ჩეხეთის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია პრაღისკენ მიმავალი ოთხი თვითმფრინავის ბორტზე შესაძლო ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. დანიშნულების […]

Continue Reading

ნიკა გვარამია – ახმეტელ ექიმს არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“

გასაოცარი ამბავია: მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა. ცხადია იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს “დანაშაული”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, ფრთხილად უნდა იყოს. „ყველა, ვინც სოციალური […]

Continue Reading

ლარის კურსი 6 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5955 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9145 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9198 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

გრიგორი კარასინი კალასის განცხადებაზე – ვნახოთ როგორი იქნება მოწიფული საქართველოს და მისი პოლიტიკოსების რეაქცია

კაია კალასი პოლიტიკური რისხვისა და შეურიგებლობის პიკზე ასვლას განაგრძობს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. “ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პოლიტიკურმა დივამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მიზეზად მან დემოკრატიული პრინციპებიდან თბილისის უკან დახევა დაასახელა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოზიციის დასავლური ვარიანტი: „მე არ შემიძლია ჩემ პრინციპებზე უარი […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი – „ფედერალისტები“ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასმართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაიშნება მოსამართლეთა ნაწილი

„ფედერალისტები“ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასმართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაიშნება მოსამართლეთა ნაწილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ნებისმიერი კვლევა მოწმობს, რომ ქართველები უფრო ენდობიან სტრასბურგის, ვიდრე ქართულ სასამართლოს. „„ფედერალისტები“ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასმართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაიშნება მოსამართლეთა […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა დიდი შეურაცხყოფაა საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების და იმედია, ამ სისულელეს არავინ აიტაცებს

ღარიბაშვილი საუბრობს, რომ მდინარაძის წერილი მისი ფსიქოლოგიური წამება იყო – ეს ის ღარიბაშვილია, რომელიც 2013 წელს ორჯერ შევიდა ბაჩო ახალაიასთან საკანში და ეუბნებოდა მიეცი სააკაშვილზე ჩვენება და ახლავე გაგიშვებთო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად წარმოდგენა „საქართველოსთვის თავდადებული ნამდვილი პოლიტპატიმრების“ შეურაცხყოფაა. „ღარიბაშვილი საუბრობს, რომ […]

Continue Reading

არჩილ გამზარდია – 53,93% არის „ქართული ოცნების“ წილი 2024 წლის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმებში, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების წილი საქართველოს მთელ მოსახლეობაში არის 28,50%

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ “ქართული ოცნება” აქტიურად იყენებს ტოტალიტარულ კონცეპტს – ხელისუფლების გაიგივებას სახელმწიფოს და ხალხის ცნებასთან. მისი თქმით, ხელისუფლების მონაცემით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 53,93%. საინტერესოა, როდესაც ხელისუფლება თავს აიგივებს “ხალხთან”, რა მაჩვენებელია ეს მხარდაჭერა “ხალხის” კონტექსტში. “2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა […]

Continue Reading

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა. „პარტია „დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფიბიურ პოზიციებს გამოხატავენ და მიზნად საქართველოს მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას ისახავენ. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა […]

Continue Reading

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შვილის წინააღმდეგ 5 წლიანი პატიმრობა – პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა

რუსმა პროკურორმა მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ქალიშვილისთვის, ჟანასთვის, ხუთწლიანი პატიმრობა მოითხოვა, რომელიც ე.წ. არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებას ეხებოდა, იტყობინება Mediazona. ნემცოვამ დაწერა, რომ საქმე უკავშირდება მის მუშაობას ბორის ნემცოვის თავისუფლების ფონდში, რომელიც მან 2015 წელს გერმანიაში დააარსა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ორგანიზაცია არასასურველ ორგანიზაციად 2024 წლის აპრილში გამოაცხადა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ნემცოვა ორგანიზაციის დაფინანსებასა […]

Continue Reading

სუფრაზე დაწყებული დაპირისპირების დროა MMA-ს ქართველი მებრძოლი “გორილა” დაჭრეს

ლაგოდეხში მომხდარი დაპირისპირების დროს, MMA – ს მებრძოლი, 22 წლის ვალერი ყოჩიაშვილი დანით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც გამოცემამ „მთავარი ამბები კახეთიდან“ გაარკვია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი, სპორტსმენი, ლაგოდეხში სუფრასთან იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. მას ცივი იარაღით მუცლის არეში დაზიანება მიაყენეს. დაშავებულს ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის […]

Continue Reading

FT – ტრამპი-პუტინის „დიზელის შეთანხმების“ ფარგლებში აშშ-ისკენ მიმავალმა ორმა ტანკერმა კურსი შეიცვალა

„ფაინენშლ თაიმსის“ ცნობით, ტანკერმა „ლერუომ“, რომელიც ამერიკისკენ მიემართებოდა, კურსი შეიცვალა და დანიშნულების ადგილად ბრაზილიის მიმართულება მიუთითა, ხოლო ტანკერი „ტალისმანი“ ხმელთაშუა ზღვისკენ გაემართა და „ინსტრუქციების მოლოდინშია“. როგორც ჩანს, რუსული დიზელის საწვავის გადამტანი მესამე ტანკერი, რომელიც ბერძნულ კომპანია „აგიოი ფანენდესს“ ეკუთვნის, აშშ-ისკენ აგრძელებს მოგზაურობას, თუმცა ასევე „ინსტრუქციების მოლოდინშია“. გაზეთი აღნიშნავს, რომ მარშრუტის შეცვლა აშშ-ის დიზელის მდგომარეობის კიდევ […]

Continue Reading

ტონს დაუწიოს! – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე

“ასე აგდებული ტონი ბრიუსელში დატოვოს” – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. “პირველ რეკომენდაცია, რაც მე მინდა მას მივცე, ტონს დაუწიოს. აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტირებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია, რომ ტონს დაუწიოს. ამ ტონის ნაწილი იყო, როცა გუშინ […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – ვერ გვეუბნებიან გვარებს, ვინ უნდა გავათავისუფლოთ!

ტროტუარზე დგომის გამო ციხეში არავინ მიდის! გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება – ასევე, დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ციხეში საპირისპირო აზრისთვის ზის! – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად გააკეთა. კობახიძემ დღეს ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ვერ ასახელებენ კონკრეტულ პატიმართა გვარებს, თუ ვინ შეიძლება […]

Continue Reading