გიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი – ადვოკატი

“გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს”- განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. იურისტს მე-6 პენიტენციური დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა უთხრა, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. არევაძის განცხადებით, ამ შეურაცხყოფაზე დავითაძეს ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება. უფლებადამცველის თქმით, მსჯავრდებულს ტელევიზორი ჩამოართვეს: ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება […]

Continue Reading

რუსთავში, აივნიდან 12 წლის გოგო გადავარდა – როგორია მდგომარეობა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. 12 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

„ენმ“ ითხოვს, მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებული 395 მილიონი ლარი პენსიონერებს მოხმარდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, მაღალჩინოსნების ხელფასების ზრდისთვის გათვალისწინებული 395 მილიონი ლარი პენსიონერებს მოხმარდეს. ამის შესახებ ლაშა ფარულავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. პარტიის განცხადებით, ამ თანხით პენსიის 120 ლარით გაზრდა იქნება შესაძლებელი. ენმ-ში აცხადებენ, რომ 2027 წლიდან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ანაზღაურება 1 350 ლარით იზრდება, მაშინ როცა პენსია მხოლოდ 415 ლარი იქნება. პარტია საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების […]

Continue Reading

ირანის ელჩი უარყოფს, რომ თბილისში ძაღლმა დაკბინა

ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა, მე არ დავშავებულვარ!- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი სოციალურ ქსელში. აღნიშნულით ელჩი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის თბილისში ძაღლმა დაკბინა. „როდესაც ძაღლი პატრონს კარგავს! ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა. ეს ამბავი გავრცელდა და თითქოს რაღაც უცნაური მოხდა: დიპლომატი დაწინაურდა – ელჩი გახდა. მნიშვნელოვანი […]

Continue Reading

“ჭორვილ-პუტინიჩის გადამკიდე, საქართველო ფაქტობრივად ალიევის კოლონია გახდა” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აბანოთუბანში “ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის” მშენებლობას აპროტესტებს. ნათელაშვილის თქმით, ჯერ აზებაიჯანმა უკანონოდ განთავსებული შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს გარეჯის ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ისტორიის გადაკეთება და სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საუბარი ალიევის კულტურის ცენტრზე. “ალიევი გვართმევს დავით გარეჯს, ქურმუხს და მადლიერების ნიშნად ჩვენ აქ ალიევის კულტურის ცენტრი უნდა ვაშენოთ?” – ამბობს ნათელაშვილი. […]

Continue Reading

9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა

საქსტატის ექსპრეს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 მლრდ 535 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 მლრდ 153 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.6%-ით), ხოლო იმპორტი 14 მლრდ 382 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 5.3%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის […]

Continue Reading

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა

ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოცემის უფლება ეძლევა. პარლამენტი დაჩქარებული წესით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები ფიცრული ლარის დამზადების, ემისიისა და მიმოქცევის მიმართულებით. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ციფრული ლარის სტატუსი განისაზღვრება – ფართოვდება ”ფულის ნიშნებისა“ და “ემისიის“ ცნებები და მასში ფულის ნიშნების ციფრული ფორმით გამოშვებაც აისახება. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის […]

Continue Reading

ლოტკინზე მოკლული 17 წლის დათო ნარიმანიძის დედა ტრაგედიის დღეს იხსენებს – „იქ ნახა პირველად და ლუკა მიხვდა, რომ ეს ყოფილა მკვლელი“

10 სექტემბერს, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედამ, ეკა მხატვრიშვილმა ტრაგედიის დღე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბრალდებული მხოლოდ იმის გამო დაესხა თავს, რომ სუფრაზე ფეხზე არ ადგა. „ეს თავისთვის იჯდა და შარი მოსდო, რატომ არ დგები ფეხზეო, პირდაპირ დაარტყა სასიკვდილოდ“ – განაცხადა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ეკა მხატვრიშვილმა. როგორც მოკლული ბიჭის დედა ჰყვება, […]

Continue Reading

რომან გოცირიძე – როგორც ამბობენ, ნანა ყეინიშვილი დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან, ყეინიშვილი მოქმედებს მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება

როგორც ამბობენ, ნანა ყეინიშვილი დაპირისპირებულია ნათია თურნავასთან, ყეინიშვილი მოქმედებს მარტო, ამაში ეჭვიც არ მეპარება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ BMGTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, ნანა ყეინიშვილს რაღაც ვიწრო ინტერესები აქვს. „ნანა ყეინიშვილი მოქმედებს მარტო. ამაში ეჭვიც არ მეპარება. მას, ეტყობა, რაღაც ვიწრო ინტერესი თუ დიდი […]

Continue Reading

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს

მე ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, გადაცემაში “ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” საუბრისას განაცხადა. როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, გასაგებია, რომ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები შესაძლოა მხარს უჭერდნენ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც “ქართული ოცნების” შეცვლა სურთ, მაგრამ, მისივე თქმით, შეუძლებელია ვერ დაინახო […]

Continue Reading

საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს და მათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ერაყის, ინდოეთის, ლიბანის, მაროკოს, ნიგერიის, სომხეთის, თურქეთის, ბურუნდის, ვიეტნამის, კენიის, იორდანიის, ნეპალის, უგანდის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევარში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან […]

Continue Reading

13 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ოქტომბერს მღვდელმოწამე გრიგოლ დიდის სომეხთა განმანათლებელის, მოწამეთა: რიფსიმეს, გაიანეს და მათთან წამებულ ქალწულთა ასევე მიხეილის, კიევის პირველი მიტროპოლიტის ხსენების დღეს აღნიშნავს მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, და წმიდა მოწამენი: რიფსიმე გაიანე და 35 წმიდა ქალწული მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა […]

Continue Reading

ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ტრაქტატი 2-ზე ხელის მოწერის და თქვენ კომპანიებო, ჩუმად იყავითო – ხუხაშვილი რუსულ აკრძალვაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურებაა რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის საკითხს. ხუხაშვილის თქმით, ამ პროცესს ორი მხარე აქვს, ერთი მხრივ, ეს არის ზეწოლა რუსეთის მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ აქვს კორუფციული მხარეც, „ვიღაც ამაზე ხელს მოითბობს“ „ეს არის ნაჯახით მუშაობის უტიფარი რუსული მეთოდოლოგია. ახლა აანონსებენ სხვა კომპანიებზეც, ანუ ჩუმად იყავითო. ახლა დაიწყება პროცესი სამშვიდობო […]

Continue Reading

“ფალსიფიკაციაზე, თაღლითობასა და კლიენტის მოტყუებაზე აგებული ე.წ. “ღვინის ინდუსტრია” გაკოტრებულია” – რას წერს დემურ გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) უახლესი მონაცემების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ “წითელ მეყვინეობაზე”, ანუ ფალსიფიკაციაზე, თაღლითობასა და კლიენტის მოტყუებაზე აგებული ე.წ. “ღვინის ინდუსტრია” გაკოტრებულია: “აი, გამოქვეყნდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) უახლესი მონაცემებით: საუკეთესო ხარისხის ღვინის მწარმოებელი 10 ქვეყანა. ცხადია, საქართველოს ხსენება არ არის და არც იქნება, […]

Continue Reading

ცნობილი გახდა სად გადაინაცვლა მთავრობიდან და პოლიტიკიდან წასულმა მამუკა მდინარაძემ

მამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, რომელმაც პოლიტიკა 27 აგვისტოს დატოვა, საჯარო რეესტრში ახალი კომპანია შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დაარეგისტრირა. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იანი წილი კი თავად მდინარაძეს ეკუთვნის. მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან და თანამდებობიდან რომ მიდიოდა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ სურდა ოჯახისთვის მეტი ყურადღება მიექცია. ის ბოლოს რეგიონული განვითარების […]

Continue Reading

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საპატრიარქო მედიას აფრთხილებს

საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები. “ახლოვდება სვეტიცხოვლობის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის […]

Continue Reading

ვინ შეცვლის ვოლოდიმირ ზელენსკის – მედია ოთხი კანდიდატურის შესახებ წერს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას ახალი ლიდერის არჩევისკენ მოუწოდა, რითაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური მომავალი და კიევში შემდეგი არჩევნების ჩატარების დრო. ამის შესახებ Newsweek წერს. „ვფიქრობ, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს“, – განაცხადა შაბათს ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევისადმი არჩევნების ჩატარების მოწოდება, რასაც ქვეყნის კონსტიტუცია ომის დროს კრძალავს. […]

Continue Reading

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 12 ოქტომბერს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს სტამბოლი-ბათუმის რეისს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეკიპაჟმა ჩათვალა, რომ სათანადო ხილვადობა არ იყო, ამიტომ ამ რეისის თვითმფრინავი, ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში დაჯდება. “ნეტგაზეთი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

N6 ციხის ბადრაგების ცემის ფაქტზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 დაწესებულების, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანში მოთავსებულმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ბ. ჭ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკანთან შემოწმების მიზნით მისულ […]

Continue Reading

ლარი გამყარებას განაგრძობს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9066 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ევროკავშირი რუსი ტურისტებისთვის სავიზო შეზღუდვებს განიხილავს

ევროპის ხელისუფლება აპირებს კიდევ ერთი გეგმის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს რუსი მოგზაურებისთვის შეზღუდვებს: შეზღუდული მოქმედებისა და მოგზაურობის არეალის მქონე ვიზების შემოღებას, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში. „ეს ეხება LTV ვიზას (შეზღუდული ტერიტორიული მოქმედების). სტანდარტული შენგენის ვიზისგან განსხვავებით, ის არ იძლევა რიგ წევრ სახელმწიფოებში შესვლის საშუალებას, მაგრამ ცალკე „მოქმედი“ სვეტში ჩამოთვლილია ვიზიტორებისთვის ღია ქვეყნები.“ საინტერესოა, რომ ისლანდიის, […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე – უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში

უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, დღესაც არის ბოლომდე ჩართული პროცესებში – ფორმალურ თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არ ჰქონია არასდროს, არც მაშინ, როდესაც იკავებდა ფორმალურ საჯარო თანამდებობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, მას ივანიშვილთან ძალიან ხშირი კომუნიკაცია აქვს და მათ შორის დღესაც ჰქონდა. „ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ […]

Continue Reading

“ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, რომ შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ ხარ კაცი, შეგიძლია ჩაეწერო ქალად – ამას ითხოვენ ჩვენგან” – ირაკლი კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი არა ევროკავშირის ინტერესებით, არამედ სხვა ძალების გავლენით მოქმედებს. ამასთან, კობახიძე ევროპაში იდენტობის კრიზისზე საუბრობს და მიგრაციის, რელიგიისა და გენდერული იდენტობის საკითხებს ასახელებს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს გენდერული იდენტობის საკითხზე მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის, მამაკაცისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში ქალად რეგისტრაციის შესაძლებლობის დაშვებას. “არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან […]

Continue Reading

“თითქოს ეს ხარისხის გამო მოხდა, რუსული იდეოლოგიის ნაწილია – ვინ მოგვცემს ხარისხის დარღვევის უფლებას „კოკა-კოლის“ სისტემაში?! ეს შეუძლებელია“

„ეს ჩვეულებრივი რუსული პოლიტიკის ნაწილია. ამაში სიურპრიზი არაფერი არ არის“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი თემურ ჭყონია რუსეთის მიერ ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალურმა ზედამხედველობის სამსახურმა ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის იმპორტსა და მიმოქცევაზე დროებითი სანიტარული ღონისძიება გამოაცხადა. 2026 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, შეზღუდვა რამდენიმე მსხვილ ქართულ […]

Continue Reading

ცხოვრობთ თუ არა იმაზე უკეთ, ვიდრე 2012 წელს? – სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ღია კითხვით მიმართავს – გაუმჯობესდა თუ არა მათი ცხოვრების დონე 2012 წლის შემდეგ. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა, მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაზრდილა, მიღებული სარგებელი კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ხელში აღმოჩნდა. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად […]

Continue Reading

ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი – დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება თავად კომპენსაციის რაოდენობას, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს დევნილთა განსახლების პროგრამას. 2012 წელთან შედარებით, […]

Continue Reading

ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე – ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად – რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. ამით ჯაღმაიძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცალკეულ ეკლესიაში ელექტრონული შესაწირი აპარატები დაიდგა. „ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. […]

Continue Reading

პენსიონერებს 20 ლარის ნაცვლად 45 ლარს მოუმეტებენ – რა განაცხადა პრემიერმინისტრმა

70 წლამდე პირებს პენსია  20 ლარია ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდება – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მაგრამ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოდან ევაკუირებული იქნებოდა

ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი და ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ელჩი გააცნობიერებდა მეორე დღეს მაინც, რომ ჩვენ რომ მისი ხელმძღვანელობისთვის დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა. ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, […]

Continue Reading

ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონია კომპანიას ეკუთვნის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “პირველებს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზენულია, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა ლიფტის შახტაში. შედეგად არავინ დაშავებულა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია წერს. „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია. ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდან იყო და სოფელ მერიის სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მისი დაღუპვის შესახებ სკოლის დირექტორმაც გაავრცელა ინფორმაცია. […]

Continue Reading

რონალდო: მე ისტორიაში საუკეთესო ვარ – წერტილი

კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ უწოდა საკუთარ თავს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და განაცხადა: „მე ისტორიაში საუკეთესო ვარ – წერტილი“. პორტუგალიელმა ამის შესახებ CNN Portugal-თან ინტერვიუში ისაუბრა. მან ლიონელ მესისთან თავისი მეტოქეობა ფორმულა 1-ში აირტონ სენასა და ალენ პროსტს შეადარა. რონალდუს ოფიციალურ კარიერაში 979 გოლი აქვს გატანილი. მისი მიზანია 1000 გოლის ნიშნულის მიღწევა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

flydubai-ს კიდევ ორი ​​პილოტი დააკავეს თვითმფრინავზე ტერორისტული თავდასხმის საქმეზე

მედიის ცნობით, თელ-ავივის მიმართულებით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მცდელობის გამოძიების ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გამოძიების მსვლელობისას გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, დააკავეს flydubai-ს კიდევ ორი ​​მეორე პილოტები. ორივე დაკავებული მალდივის მოქალაქეა. ისინი 3 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია ახლახან გახდა ცნობილი. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მალდივის რესპუბლიკის საელჩომ პილოტების ოჯახებს დაკავების შესახებ აცნობა. მედიის ცნობით, ავიაკომპანიაში მალდივიდან სულ […]

Continue Reading

ექსკურსიის ავტომობილი ძამას ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – არსებული ინფორმაციით, 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ინტერპრენიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 12 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მდგარი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°; ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

12 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის, ღირსი კვირიაკე განდეგილის, მოწამეთა: დადას, გავედაის და კაზდოიას, ღირსი თეოფანე მოწყალის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ […]

Continue Reading

პრემიერი – ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა. როგორც შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” განაცხადა, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, პატრიარქის თქმით, „მათ მუდამ ველოდებით“. „დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა […]

Continue Reading

რომის პაპს ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდება

პაპმა ლეონ XIV-მ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ მან დღეს მორწმუნეებს განუცხადა. „ბოლო სამედიცინო გამოკვლევების დროს ექიმებმა ჩემს ფილტვში ლოკალიზებული კვანძი აღმოაჩინეს“, – განაცხადა პაპმა. მან დასძინა, რომ კვანძი ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს, ექიმებმა ოპერაცია მიზანშეწონილად მიიჩნიეს და მან, მათი რჩევის გათვალისწინებით, მისი ამოკვეთა გადაწყვიტა. ოპერაცია რომის გემელის საავადმყოფოში […]

Continue Reading

პატრიარქი – “როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები”

„ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა… ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა“. ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო წირვის დასასრულს პატრიარქმა შიო მესამემ იქადაგა. “სახელითა მამისათა და […]

Continue Reading

“ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“ – დონალდ ტრამპი

“ვფიქრობ, დროა, უკ­რა­ი­ნას ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ჰყავ­დეს“, – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც, რო­გორც BBC წერს, რუ­სუ­ლი დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის ექ­სპორტზე სან­ქცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის გამო უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის კრი­ტი­კას უპა­სუ­ხა. რო­გორც ტრამპმა თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის “მსოფ­ლი­ოს­თვის პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა სურს”, რად­გან რუ­სულ ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას აგ­რძე­ლებს. ​“უმ­ჯო­ბე­სია, სას­წრა­ფოდ […]

Continue Reading

დედა შვილებს გამვლელების თვალწინ გუდავდა და გაუგებარ ლოცვებს კითხულობდა

ტელეგრამ არხის “ბაზას” ცნობით, მოსკოვში თვითმხილველებმა დააკავეს ქალი, რომელმაც ქუჩაში შვილების დახრჩობა სცადა. ქალს უმცროსი შვილი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უფროს შვილზე ჰყავდა მიბჯენილი და და უცნობ ლოცვებს კითხულობდა. ექიმებმა ბავშვები გასინჯეს; მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალმა თვითმხილველებს განუცხადა, რომ ყირიმიდან ჩამოვიდა და ქმრის ღალატის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, ხოლო მშობლები გარდაეცვალა. ქალი პოლიციამ დაკაავა. […]

Continue Reading

8 თვეში საქართველომ რუსეთში $102 მილიონის ღვინო გაიტანა

რუსეთი ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება – 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობის თითქმის 67% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. რვა თვის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში 102,2 მილიონი დოლარის ღირებულების 34 898 ტონა ღვინო გაიყიდა. მთლიანობაში კი საქართველოდან ექსპორტზე 163,6 მილიონი დოლარის 52 419 ტონა ღვინო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს, მიმდინარე წელს […]

Continue Reading

11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 2011 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დაწესდა. მისი მიზანია ყურადღების მიპყრობა გოგონების უფლებებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას, დისკრიმინაციისგან დაცვას და ადრეული ქორწინებას, რაც გოგონებს ბავშვობას ართმევს და განვითარების შესაძლებლობებს ზღუდავს. არსებული მონაცემებით, მსოფლიოში […]

Continue Reading

„რა დავაშავე, რა იყო აქ დასაცინი?“ – გიორგი გველესიანი კრიტიკას პასუხობს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებსა და მათზე საზოგადოების რეაქციას 13-წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში, სახელწოდებით „პასუხი ცილისწამებას“, გველესიანი განმარტავს, რომ მისი კრიტიკის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია იყო და არა საზოგადოება ან თანაგუნდელები. ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია საზოგადოების აღშფოთება და კითხულობს, რა იყო მის წინა ინტერვიუში ტყუილი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ოქტომბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +18, +23°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით […]

Continue Reading

11 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია11 ოქტომბერს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს ზეიმობს და აღნიშნავს ღირს ხარიტონ აღმსარებელის, ბარუქის, მოწამეთა: ალექსანდრეს, ალფესის, ზოსიმეს, მარკოზ მწყემსის, ნიკონის, ნეონის და სხვათა ხსენების დღეს. ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – პალიასტომისა პალიასტომის ღვთისმშობელი ქართული ხატია, რომელზედაც დედა ღვთისა გამოსახულია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს […]

Continue Reading

ქართული ღვინო კვლავ აიკრძალა: როსპოტრებნადზორი ხარისხს ამოწმებს თუ თბილისთან ურთიერთობას? – pravda.ru

ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა “პრავდა.რუ” და წერს, რომ შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქართველ მწარმოებლებზე, რომელთათვისაც რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ბაზარად რჩება. მომხმარებლები კი კვლავ დადგება კითხვის წინაშე, თუ სად მთავრდება სურსათის უვნებლობისადმი ზრუნვა და სად იწყება მაღალი დონის პოლიტიკა: “რუსეთმა შეზღუდა ქართული ღვინის, კონიაკის, ლუდის და გამაგრილებელი სასმელების იმპორტი და გაყიდვა. “როსპოტრებნადზორის” დოკუმენტზე დაყრდნობით, […]

Continue Reading

გურამ დადიანიძის დედა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქციას გამართავს

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქციას გამართავს. სოფო ბიბილაშვილი გამოძიების მიმდინარეობითაა უკმაყოფილო. ახლა უკვე ფიზიკურად გთხოვთ ყველას გვერდში დგომას, რადგან სამართლის პოვნა სხვაგვარად ვეღარ შევძელი! ვაანონსებ აქციას! 25 ოქტომბერი, 17:00 საათი შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან, ორთაჭალაში ,გულუას N10″- წერს გურის დედა. 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმეზე […]

Continue Reading

რომან გოცირიძე – რუსეთმა რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტის შეტანის აკრძალვით, ფაქტობრივად, ემბარგო გამოგვიცხადა – დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას

დაუდგები რუსეთს მუხლებზე, მოგთხოვს ხოხვას, როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში, ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს, – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე, რუსეთის მიერ ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის რუსეთში იმპორტის დროებით აკრძალვას. მისივე თქმით, „რუსეთმა რამდენიმე დასახელების სასურსათო პროდუქტის შეტანის აკრძალვით, ფაქტობრივად, ემბარგო […]

Continue Reading