“ფალსიფიკაციაზე, თაღლითობასა და კლიენტის მოტყუებაზე აგებული ე.წ. “ღვინის ინდუსტრია” გაკოტრებულია” – რას წერს დემურ გიორხელიძე

დღის სიახლეები ეკონომიკა
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) უახლესი მონაცემების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ “წითელ მეყვინეობაზე”, ანუ ფალსიფიკაციაზე,

თაღლითობასა და კლიენტის მოტყუებაზე აგებული ე.წ. “ღვინის ინდუსტრია” გაკოტრებულია:

“აი, გამოქვეყნდა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) უახლესი მონაცემებით: საუკეთესო

ხარისხის ღვინის მწარმოებელი 10 ქვეყანა.
ცხადია, საქართველოს ხსენება არ არის და არც იქნება, რადგან “წითელ მეყვინეობაზე”, – ანუ ფალსიფიკაციაზე,
თაღლითობასა და კლიენტის მოტყუებაზე აგებული ე.წ. “ღვინის ინდუსტრია” გაკოტრებულია:
ფალსიფიცირებული ღვინოები რომ გაეყიდათ, ბოთლში 2 დოლარზეც იყვნენ თანახმა. ახლა ეს ბაზარი დაეკეტათ საქართთველოს ე.წ. “ხელისუფლების” უტვინო და ყალბ ორიენტაციებზე აგებული პოლიტიკის გამო!
რა ვაპირებთ?!
ბოლომდე უნდა გავანადგუროთ ჩვენი ქვეყანა?!
პოლიტიკური თვალსაზრისით, მალე უარესი შედეგი დადგება, თუ ასე გავაგრძელებთ!” – წერს დემურ გიორხელიძე.
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *