ცნობილი გახდა სად გადაინაცვლა მთავრობიდან და პოლიტიკიდან წასულმა მამუკა მდინარაძემ

დღის სიახლეები პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, რომელმაც პოლიტიკა 27 აგვისტოს დატოვა, საჯარო რეესტრში ახალი კომპანია შპს „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დაარეგისტრირა. კომპანიის დირექტორი ნინო ჭანტურიაა, 100%-იანი წილი კი თავად მდინარაძეს ეკუთვნის.

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან და თანამდებობიდან რომ მიდიოდა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ სურდა ოჯახისთვის მეტი ყურადღება მიექცია. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, სექტემბრიდან მას რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი უნდა დაეკავებინა.

bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *