საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მედიისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები.
“ახლოვდება სვეტიცხოვლობის დღესასწაული, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს.
ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე და დამზადდება სახელობითი ,,ბეიჯები”.
იგივე რეგულაციები შეეხება ფოტოგადაღებასაც.
ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: 595809005
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 13 ოქტომბერი, 17:00 საათამდე.” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.


