დააკავეს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ძალადობას გეგმავდნენ

თბილისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით სკოლის მოსწავლეები, 14 წლის მოზარდები დააკავეს – ინფორმაცია “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობის მომზადებას „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკში” გაგმავდნენ. ირკვევა, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. ინფორმაცია სკოლის მოწასვლეების დაკავების შესახებ თავდაპირველად „სანდო წყარომ“ გაავრცელა. გამოცემას ერთ-ერთი დაკავებულის მამამ უთხრა, რომ […]

Continue Reading

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი: საქართველოში მტრულად მექცეოდნენ

გუშინ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 5:00 საათამდე დამაკავეს საქართველოს აეროპორტში. მტრულად მექცეოდნენ, წყლისა და ჩაის დალევის უფლებაც კი არ მომცეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერავის დავურეკავდი ან ვერ ვესაუბრებოდი. მითხრეს, რომ გადაადგილებაც კი მეკრძალებოდა. Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ musavat.com-თან ინტერვიუში ისაუბრა აზერბაიჯანის ეროვნულმა გმირმა იბად ჰუსეინოვმა, რომელიც ორი დღის წინ, საქართველოს აეროპორტში დააკავეს. „ჩემმა თანაშემწემ, […]

Continue Reading

აზერბაიჯანული მედია – საქართველოში დააკავეს აზერბაიჯანის ეროვნული გმირი

აზერბაიჯანის ეროვნული გმირი იბად ჰუსეინოვი საქართველოში დააკავეს. გამოცემა Oxu.Az-ის ცნობით, ამის შესახებ მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელში განაცხადეს. “ჰუსეინოვი, რომელიც საქართველოში წინა დღეს ჩამოვიდა, აეროპორტში ქართველმა მებაჟეებმა დააკავეს. ის გააფრთხილეს, რომ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ მისცემდნენ. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ჩარევის შემდეგ, იბად ჰუსეინოვი გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ იბად ჰუსეინოვი 2026 წლის 23 ოქტომბერს საქართველოში გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობის […]

Continue Reading

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე – ვის მკვლელობაშია დაკავებული ეჭვმიტანილი

ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, პოლონეთში დააკავეს რუსი მხატვრის სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში მეორე ეჭვმიტანილი. ამის შესახებ დაზვერვის კოორდინატორმა ტომაშ სიმონიაკმა განაცხადა. დაკავებული 22 წლისაა და საქართველოს მოქალაქეა. სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 2026 წლის 15 ივნისს, რუსი მხატვარი სემიონ სკრეპეცკი აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში მოკლეს. მკვლელობაში ბრალი წაუყენეს საქართველოს მოქალაქეს. პროკურატურის ინფორმაციაში მისი სახელი აღნიშნულია როგორც […]

Continue Reading

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) […]

Continue Reading

ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს

თურქულმა მხარემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, დღეს საქართველოში დააბრუნა. ზურაბ ჯაფარიძეს თურქეთში შესვლაზე უარი გუშინ უთხრეს და დააკავეს. ცნობისთვის, მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ალდემ“ გაავრცელა, რის შემდეგადაც თავად ზურაბ ჯაფარიძემ სოციალ ქსელში განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ “2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ ადევს თურქეთში შესვლაზე”. „დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა […]

Continue Reading

ზურაბ ჯაფარიძე – თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში მისი დაკავების გარემოებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა ეკრძალება. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მან მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დაკარგა. „დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის […]

Continue Reading

flydubai-ს კიდევ ორი ​​პილოტი დააკავეს თვითმფრინავზე ტერორისტული თავდასხმის საქმეზე

მედიის ცნობით, თელ-ავივის მიმართულებით განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მცდელობის გამოძიების ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, გამოძიების მსვლელობისას გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, დააკავეს flydubai-ს კიდევ ორი ​​მეორე პილოტები. ორივე დაკავებული მალდივის მოქალაქეა. ისინი 3 ოქტომბერს დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია ახლახან გახდა ცნობილი. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მალდივის რესპუბლიკის საელჩომ პილოტების ოჯახებს დაკავების შესახებ აცნობა. მედიის ცნობით, ავიაკომპანიაში მალდივიდან სულ […]

Continue Reading

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და 19 წლის ქალიშვილის დანაწევრებული ცხედრები იპოვეს – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი დაკავებულია

რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავებმა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დაკავებულია თეიმურაზ გოგიაშვილი, დაბადებული 1979 წელს. ის საქართველოს მკვიდრია. ადრე ნასამართლევი არ ყოფილა“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში. მოსკოვის პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხზე […]

Continue Reading

“პუპსიკა”, “სვინჩო”, “რიჟა”, “გრიალო” – ვინ არიან დღეს დაკავებული ქურდები და მათთან დაკავშირებული კრიმინალები

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში,  თბილისსა და რეგიონებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, […]

Continue Reading

ბათუმში დააკავეს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებმაც ნახევარ მილიონზე მეტი მიითვისეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს. ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები […]

Continue Reading

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ სტუდენტის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 სექტემბერს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობითვე, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, […]

Continue Reading

რუსული წიგნების მოპარვისთვის პარიზში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააპატიმრეს

პარიზში, ბიბლიოთეკებიდან რუსული კლასიკური ნაწარმოებების მოპარვისთვის, საქართველოს ექვს მოქალაქეს 18 თვიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის ციხეში. ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. სასამართლოში სამი ბრალდებული წარსდგა, რომელთაგან ორი უკვე გასამართლებული და საზღვარგარეთ დაკავებული იყო, მაგრამ სასამართლო პროცესისთვის საფრანგეთში გადაიყვანეს. 50 წლის მიხეილ ზ-ს ლიეტუვაში მე-19 საუკუნის პუბლიკაციების მოპარვისთვის, სამი წლითა და ოთხი […]

Continue Reading

რუსთავში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე […]

Continue Reading

დაკავებულია 6 არასრულწლოვანი, რომლებმაც აფთიაქებიდან და მარკეტებიდან პროდუქცია გაიტაცეს – ზარალი 30 000 ლარამდეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის, ასევე, თაღლითობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულთაგან ოთხი, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა […]

Continue Reading

რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია. გამოძიება სსსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Continue Reading

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა – VIDEO

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება. ვიდეო

Continue Reading

ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა საქართველოს მოქალაქე დააკავა – ვინ არის დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუს-ის ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელსაც შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ამის […]

Continue Reading

ადვოკატი – ლოცულაშვილზე ექვსზე მეტი პოლიციელი ძალადობდა… გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ფიზიკურად გაცილებით მეტი პოლიციელი ძალადობდა, ვიდრე დაკავებულები არიან. მისი თქმით, 6 სამართალდამცავის დაკავება საკმარისი არ არის, მას მიაჩნია, რომ მუხლის კვალიფიკაციაც უნდა შეცვლას და გამოძიება წამების მუხლით დაიწყოს. „ეს ის მუხლი არ არის, რა მუხლითაც უნდა დაეკავებინათ ეს პირები, აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა […]

Continue Reading

დააკავეს კაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს. მას ხელბორკილები პოლიციის განყოფილებაში დაადეს.  კადრებში, რომელიც “პირველებს” მიაწოდეს, ჩანს, რომ 30 წლამდე კაცს სახეზე ხილული დაზიანებები აღენიშნება.  ბანკის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია “პირველებს” დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა.  ადვოკატი აზუსტებს, რა მუხლით დააკავეს ახალგაზრდა კაცი. ჩემთვის როგორც ცნობილია, ახლახანს გადაიყვანეს იზოლატორში, დააკავეს, მაგრამ ყველაზე ცინიკური არის ის, რომ […]

Continue Reading