გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა. გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია.
გამოძიება სსსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
