აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ, თანამდებობა დატოვა

დღის სიახლეები პოლიტიკა

ზაურ ახვლედიანმა აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. „აჭარა თაიმსს“ ფაქტი სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ ახვლედიანმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „აჭარა თაიმსი“ ზაურ ახვლედიანზე საჯარო ღონისძიების დროს მომხდარი თავდასხმის შესახებ წერდა. მათი ინფორმაციით, აჭარის კუტურურლი მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის მეუღლე მას, ხელოვნების მუზეუმში, ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

მომხდართან დაკავშირებით ზაურ ახვლედიანმა „აჭარა თაიმსს“ მაშინ განუცხადა, რომ ინციდენტის მოტივზე საუბარი არ სურდა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *