ნათელაშვილი: ცხინვალის ანექსიის პროცესში პუტინთან ერთად თანამონაწილე ბიძინა ივანიშვილია

დღის სიახლეები პოლიტიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის უმძიმეს საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო დაკარგვის რისკს ქმნის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, კრემლი უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობების ფონზე ცდილობს, ყურადღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე გადაიტანოს, ხოლო ამ პროცესში პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსაც აკისრებს.

ნათელაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის გაეროს, ევროკავშირსა და აშშ-ს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებისა და ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლების სანქცირებისკენ მოუწოდებს. 

“დგება უმძიმესი ჟამი საქართველოს ისტორიაში. როგორც “ლეიბორისტული პარტია” აფრთხილებდა წლების განმავლობაში ქართველ ხალხს და მსოფლიო თანამეგობრობას, მოსკოვი იერთებს შიდა ქართლს, ცხინვალის რეგიონს თავისი სახელმწიფო იურისდიქციის შემადგენლობაში, რაც უდრის ამ მიწის საბოლოოდ დაკარგვას ჩვენი ქვეყნისთვი. უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობები პრეზიდენტ პუტინს სურს, რომ გადაფაროს ისევ და ისევ ქართული მიწის მითვისებით, აღნიშნული აგრესიული, დანაშაულებრივი საერთაშორისო სამართლებრივი დელიქტისთვის კრემლს გამზადებული აქვს ყველა ნორმატიული ბაზა, რეფერენდუმი, რატიფიცირებული ე.წ. კონვენციები და საბოლოო ჯამში, ამ დღეებში უკვე პირდაპირ ცხადდება განზრახვა გააერთიანოან ე.წ. ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. 

რა თქმა უნდა, ამ ისტორიული დანაშაულის შემსრულებელი არის და თანამონაწილე პუტინთან ერთად ბრძანდება საქართველოს მოღალატე ოლიგარქი, დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოსვლისთანავე ხელისუფლებაში, კრემლის მითითებით, გამოიყვანა ცხინვალის ზონიდან შეიარაღებული ძალები, სპეცრაზმი, პოლიცია და გაუხსნა ბილიკები, რათა ოკუპანტს შემოეღობა ეს მიწა ოზისიდან რაჭის მთებამდე. შემდგომ არცერთი ანექსიური ნაბიჯი ივანიშვილის რეჟიმმა არ გააპროტესტა არცერთ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტში და ყოველ მხრივ თავისი დუმილით ხელს უწყობდა იმას, რომ აქამდე მისულიყო საქმე, რისი დაგვირგვინებაც გახლდათ ოლიგარქის სიტყვა წარმოთქმული გორში, სადაც მან ბოდიში მოუხადა ქართველი ხალხის სახელით სეპარატისტებს, ოკუპანტებს, ანწუხელიძის მკვლელებს. ამით შემზადდა ის ფონი, რაც დღეს დადგა ჩვენს წინაშე ტრაგიკულ რეალობად, რისთისაც მივმართავ ჩვენს მოკავშირე აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, მათ მთავრობებს, სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომა, დაიგმოს რუსეთის აგრესიული, ანექსიური მოქმედებები საქართველოს მიმართ, დაწესდეს სანქციები რუსეთის ფედერაციაზე, იმის გამო, რაც ჩაიდინა და რასაც სჩადის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მივმართავთ ევროკავშირს, ასს-ს ხელისუფლებას, დაუწესონ სანქციები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა თანამდებობის პირს, ეს სანქციები უნდა იყოს საიზო, ქონებრივი. მივმართავთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, დაუყოვნებლივ გასცეს დაპატიმრების ორდენი ქართველი ხალხის მოღალატე, ქართული მიწის პუტინზე გამჩუქებელ, დიქტატორი ვანიშვილის წინააღმდეგ, – განაცხადა ნათელაშვილმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *