რუსმა მკვლევრებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ზღვაში საუკუნის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

რუსმა მკვლევრებმა შავ ზღვაში, ახალი ათონის სანაპიროსთან, ოკუპირებულ აფხაზეთში, შავ ზღვაში ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელია – წერს რუსული მედია. გემის სახელწოდება, მისი დანიშნულება და ჩაძირვის მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია. გემზე რუსეთის იმპერიის გერბიანი ჭურჭელი იპოვეს. ე.წ. ელჩმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ექსპედიციას რუსი სპეციალისტები ატარებენ მათი აფხაზი კოლეგების მოწვევით. “პირველი […]

Continue Reading

პრემიერი – ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება. პრემიერის თქმით, საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, შესაბამისად, პრემიერი იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. „ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ […]

Continue Reading

“აქ მთავარი კითხვა ჩნდება – ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?” – რას წერენ სოციალურ ქსელში სებ-ის საბჭოს წევრზე, ვის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო?

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია და ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე რომან გოცირიძე: სალომე სიმონია: “გარდა იმისა, რომ მეხილეობა და მებოსტნეობის […]

Continue Reading

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი […]

Continue Reading

“ხელისუფლება არ ზრუნავს ქართული არმიის გაძლიერებაზე, 730 მილიონი სასაცილო თანხაა, აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი 7-ჯერ მეტია, სომხეთის კი 2-ჯერ” – “ლელო”

ქართული არმია საქართველოს მოქალაქის სიამაყის საფუძველია, მაგრამ ხელისუფლება არ ზრუნავს მის გაძლიერებაზე. 730 მილიონი დოლარი სასაცილო თანხაა, როცა ჩვენ საერთაშორისო შესყიდვებზე – იარაღის შესყიდვებზე ვსაუბრობთ. ეს თანხა არ ეყოფა „თბილისის დინამოს“, რომ 4-5 კარგი ფეხბურთელი შეისყიდოს, – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, 2027 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს […]

Continue Reading

დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს – მინისტრი

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს, – ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს. „სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, ქართული საზოგადოებისთვის ეს აღარ არის საინტერესო

ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტის, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი , – ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას. პრემიერის თქმით, რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. „თქვენ იცით, […]

Continue Reading

„ქართულმა ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, “კომუნიკაციების კომისიის” მიერ მედიისთვის აკრძალულად 93 სიტყვა და ფრაზაა გამოვლენილი. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ შორისაა „ივანიშვილის პრემიერი“, „ოლიგარქი“, „სასამართლო კლანი“ და ასე შემდეგ. მათივე ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია „პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, (ჩრდილო-მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია თოვლჭყაპი). ღამით ცვალებადი მიმართულების, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით 0, […]

Continue Reading

9 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ზეიმობს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, ასევე აღინიშნება მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა. დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, […]

Continue Reading

თამაზ ელიზბარაშვილმა ბრალი აღიარა – დაკავებული საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

პატიმრობიდან ერთი თვის შემდეგ, ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილი დანაშაულს აღიარებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვს. გადაწყვეტილების შესახებ პატიმარმა მის პირად “ფეისბუკ” გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა. მუქარის ფაქტზე დაკავებული ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, თუმცა პატიმრობის 37-ე დღეს პოზიცია შეცვალა და დანაშაულის უარყოფას, აღიარება ამჯობინა. მუქარის შემცველი ვიდეო კი […]

Continue Reading

რომან გოცირიძე – “ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 13 წელი ქვეყანას ძარცვავდნენ, ხოლო ერთი წელია კორუფციას ებრძვიან, ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს?!

წარმოუდგენელი უპატივცემულობა, ფეხებზე დაკიდება და არაადამიანური მოქცევაა საკუთარი მოქალაქეებისა და პენსიონერების მიმართ. ხელფასები გაიზარდეს სამჯერ და 70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარი მოუმატეს მაშინაც პენსია, მაგრამ ახლა იმდენად გათავხედდნენ, რომ არ იკმარეს და 13 880 გახდა რიგითი დეპუტატის ხელფასი. მინისტრებმა და სხვა თანამდებობის პირებმა 17 0000 გაიხადეს ხელფასები, თანაც, ყოველი მეორე მილიონერია , – ამის შესახებ […]

Continue Reading

5 დღის წინ დაკარგული კაცი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი იპოვეს – ვინ არის და სად მიაგნეს მთაში დაკარგულ მამაკაცს?

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 64 წლის ლუხუმ ბაშინურიძე, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ დიკლოში იპოვეს. ადგილობრივებმა მისი ადგილსამყოფელი დრონის მეშვეობით დააფიქსირეს. თავდაპირველად, მამაკაცი გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუხუმ ბაშინურიძე ცოცხალია და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება. მამაკაცის შვილი, ვერიკო ბაშინურიძე ამბობს, რომ სოფელ ომალოს ჰყავს ექიმი და სამედიცინო დახმარებისათვის  მას მიმართავენ, […]

Continue Reading

საია-ს ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე – პენიტენციური სამსახური ცრუობს – მოვუწოდებ, გამოაქვეყნონ კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას

ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არცერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე ავრცელებს. ადვოკატი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, გამოაქვეყნონ კამერების ჩანაწერები. „სივრცეში, სადაც მოვლენები ვითარდებოდა, დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ […]

Continue Reading

“საკმარისია და ყელშია უკვე ამოსული , ამ დრომდე მისი ნაწამები შვილის გამო, რომელიც ნაციონალების ოფისში დარბოდა , ხმა არ ამომიღია, თორემ მიიღებს მისაღებს” – რას წერს და ვის მიმართავს ყოფილი დეპუტატი

“ბიძინას ნაცვლად , ნაციონალებს რომ ახსენებ დაუსრულებლად და მიშას , სულ დაკარგე ადეკვატურობა?!” –  ყოფილი დეპუტატი “ენმ”-დან მეგი გოცირიძე პატიმრობაში მყოფი დავითაძის დედის შესახებ, სოციალური ქსელში, პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. “ავთო დავითაძე, გააჩერე შენი კნეინა და გაეშვას ნაცების ხსენებას, სანამ თავიდან ბოლომდე მომაყოლებს რატომ და რის გამო აითვალწუნა ნაცები, როგორ გაუცრუვდა იმედი, როცა შევარდნაძის “თავდაცვიდან” […]

Continue Reading

15 წლის ბიჭი სკოლის პერსონალს დანით დაესხა თავს და დამლაგებელი მოკლა

პოლონეთში, მაზოვის სავოევოდეში, 15 წლის ბიჭი სკოლის პერსონალს დანით დაესხა თავს. 37 წლის დამლაგებელი მოკლულია, ხოლო ორი ადამიანი დაჭრილი. პოლიციაზე დაყრდნობით, TVN24 იტყობინება, რომ თავდასხმა ვიშკოვის მახლობლად, სოფელ ლეშჩიდულ-ნოვინიში მოხდა. ბიჭი ადრე ამავე სკოლაში სწავლობდა. ის, თავდაპირველად, დამლაგებელს დაესხა თავს. სკოლის დირექტორმა მისი შეკავება მასწავლებლის დახმარებით სცადა. ორივე დაშავდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. […]

Continue Reading

ფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს. უწყებაში გამოძიების მიმდინარეობა დაადასტურეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და ფიგურირებს თუ არა მასში კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“. […]

Continue Reading

ლარის კურსი 9 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9100 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9115 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – გარდა ძალადობისა, ციხეებში ბევრი პრობლემაა – გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, საკვების ხარისხი, ბევრი უაზრო შეზღუდვაა, რომელთაც არ ვემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ

გარდა ძალადობისა, ციხეებში არის ბევრი სხვა პრობლემა – განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის „ფეისბუქ” გვერდზე წერს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, „ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, საქპატენტის თავმჯდომარესთან, სოსო გიორგაძესთან ერთად ესტუმრა. დელეგაციას KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ერთადერთი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების გეგმებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში WIPO-ს აკადემიის დირექტორი შეხვდა ამავე პროგრამის კურსდამთავრებულებს […]

Continue Reading

თებერვალში ერევანში მომხდარი სისხლიანი სროლის მონაწილე საქართველოში დააკავეს და მას სომხეთს გადასცემენ – მედია

თებერვალში ერევანში მომხდარი სისხლიანი სროლის მონაწილე საქართველოში დააკავეს: მას სომხეთს გადასცემენ. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნარეკ სარგსიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საგამოძიებო ოპერაციების შედეგად 37 წლის მ.მ. იპოვეს, რომელიც საქართველოში იმალებოდა. მამაკაცი მკვლელობის, ხულიგნობის, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა. ინციდენტი […]

Continue Reading

“არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნოს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, on,ge-თან ამბობს, რომ კობახიძის გადადგომისთვის სიტუაცია უკვე მომზადებულია. “მისი გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია. ის, ფაქტობრივად, დიდი ხანია უკვე სტერილურია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ მასთან არის ანგარიშვალდებული. წმინდა ტექნიკური მთავრობა გაკეთდა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მდინარაძეც უცნაური ფორმით ჩამოაშორეს. ფაქტობრივად, ბოლო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა აღგვექვა, როგორც მისი […]

Continue Reading

დიზელი 5.07, ბენზინი რეგულარი 4.08 ლარი – ზოგიერთ ქსელში საწვავი ისევ გაძვირდა

საწვავი კვლავ გაძვირდა. ერთ დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში დიზელის ღირებულება დამატებით კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდა, ბენზინის 2-დან 6 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, დიზელის ფასმა 5.07 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი – 4.65 ლარამდეა, პრემიუმის – 4.33 ლარამდე, რეგულარის 4.08 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო […]

Continue Reading

საია-ს ინფორმაცია “საფუძველს მოკლებულია” – პენიტენციური სამსახურის პასუხი ადვოკატისთვის საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა. უწყება განმარტავს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება ადვოკატის საქმიანობაში ხელისშეშლასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია. „სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები […]

Continue Reading

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია – „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” – 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან მიცემისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში, რომელიც გუშინ, აღნიშნულ საკითხზე დებატების გამართვამდე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის […]

Continue Reading

ობიექტების მშენებლობა არ შეჩერებულა და კვლავ მიმდინარეობს – ვალერი გელაშვილი

ბიზნემენი ვალერი გელაშვილი ხაშურსა და თბილისსში მის მიერ დაწყებულ მშენებლობებს განაგრძობს. ამის შესახებ მან საონფორმაციო პორტალ “პრესექსპრესს” განუცხადა. მისი თქმით, თავის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა ქონებას ყიდის იმისთვის, რომ დაწყებული მშენებლობები დაასრულოს. ბიზნესმენის განცხადებით, ორივე ობიექტზე მშენებლობა არ შეჩერებულა და კვლავაც მიმდინარეობს. მანამდე მედიით გავრცელდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ხა­შურ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ ბიზ­ნესს ყი­დის და მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბელ […]

Continue Reading

პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ აქტივისტ სერგი ყანჩელის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული […]

Continue Reading

პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები – ამირან გამყრელიძე

სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2014 წელს, მაშინ, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან […]

Continue Reading

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად – წერს მიშო სულუხია, რომელსაც შსს პასუხობს

მომღერალი მიშო სულუხია ამბობს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩქცმული ახალგაზრდები, რომლებიც მას პოლიციელებდ გაეცნენ, ფიზუკურად გაუსწორდნენ. სულუხია წერს, რომ შემთხვევა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომღერლის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც ტელეფონი წაართვეს და გაუტეხეს, ნახა როგორ ამზადებდა აღნიშნული ჯგუფი ” შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს”. სულუხიას განცხადებით, ამის შემდეგ მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა, ტაქსის მძღოლი კი, რომლის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 8 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7 +12°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით […]

Continue Reading

8 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ოქტომბერს წმიდა არსენი დიდის, კათალიკოსის ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელის, ღირსმოწამე პაფნოტი მეგვიპტელის და მისთან 546 მოწამეთა ხსენების დღეს და ღირსი სერგის, რადონეჟელი იღუმენის მიცვალებას აღნიშნავს. წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში. როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი […]

Continue Reading

„სხდომები შეიძლება ერთ კვირაშიც დაიწყოს“ – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვის ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის განხილვა შესაძლოა ერთ კვირაშიც დაიწყოს. მისი თქმით, კანონით განსაზღვრული 9 თვიანი ვადა მაქსიმალური ვადაა, მინიმალური ვადა კი დადგენილი არ არის და პროცესი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გაეცნობიან მოსამართლეები სარჩელს. როინიშვილის განცხადებით, საქმეზე გადაწყვეტილებას […]

Continue Reading

“პოლიციელებმა სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და 50 წუთი მაწამებდნენ“ – სერგი ყანჩელი

მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. აქტივისტი სერგი ყანჩელი სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით, 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩელის განცხადებით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება. “გამარჯობა მეგობრებო, წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე […]

Continue Reading

პატიმარ დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ საის ადვოკატს ციხიდან არ უშვებდნენ, ვიდრე ჩანაწერები, რომელიც გააკეთა, თავადვე არ დახია

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში შეხვედრისას მან დავითაძის მიერ სავარაუდო გაუპატიურებისა და წამების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ჩაინიშნა, თუმცა დაწესებულების დატოვებისას თანამშრომლებმა ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს. ქათამაძის განცხადებით, მიზეზი არ განუმარტავთ და ეუბნებოდნენ, რომ „სულ რომ ცა ჩამოიქცეს“, ჩანაწერებს ციხიდან ვერ გაიტანდა. […]

Continue Reading

ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილსა და კახა კალაძეს

ევროპარლამენტი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს; პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომელზეც კენჭისყრაც მოგვიანებით გაიმართება. ევროპარლამენტის რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს” უკავშირდება, კერძოდ: “ვინაიდან, საქართველოში ვითარება […]

Continue Reading

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო (2022, 2023, 2024, 2026). მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი […]

Continue Reading

ჯანმო რუსეთში პნევმონიული ჭირის შესახებ ინფორმაციის შემდეგ მეორე შემთხვევით დაინტერესდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთში, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებს შორის პნევმონიული ჭირის შესაძლო მეორე შემთხვევას იძიებს. ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, პლატფორმა X-ზე განაცხადა. საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად, ჯანმო-ს მოთხოვნის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ირკუტსკის რეგიონში ბოლო დროს ჭირის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რუსული მხარის მტკიცებით, ჩაატარა ეპიდემიოლოგიური გამოძიება, გაატარა […]

Continue Reading

ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“

ევროპარლამენტში შიშველი ტრამპის ქანდაკება დადგეს, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“. დაახლოებით 2.44 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“, დანიელმა მოქანდაკემ იენს გალშიოტმა შექმნა და მთლიანად ოქროს ფურცლებითაა დაფარული, იუწყება The Independent. ტრამპი გამოსახულია ერთ ხელში გოლფის ჯოხი და დედამიწის ფორმის ბურთი, ხოლო მეორეში სასწორი უჭირავს. ის გაცილებით დაბალი მამაკაცის მხრებზეა გამოსახული. ქანდაკების კიდევ ერთი სახელწოდებაა „უსამართლობის მეფე“. […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში, არსად ბრუნდება, უკვე პოლიტიკაშია

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს საქართველოს და მმართველ გუნდს. „ბიძინა […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

თუ ექნება ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს. „ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ევროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკური სურვილი, ჩვენი […]

Continue Reading

ლარის კურსი 8 ოქტომბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9115 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9263 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

რუსეთი ზემო ლარსზე სომხური კონიაკით დატვირთულ სატვირთო ავტომობილებს არ ატარებს

ზემო ლარსის რუსეთის მხარეს ერევნის ღვინის, არყისა და კონიაკის ქარხნის, „არარატის“ ბრენდის კონიაკით დატვირთული სატვირთო ავტომობილები, დაახლოებით, ერთი თვეა, დგანან. საუბარია, დაახლოებით, ორ ათეულ სატვირთო მანქანაზე. ამის შესახებ მძღოლებმა shamshyan.com-ს განუცხადეს. მათი ცნობით, ამ ხნის განმავლობაში მათ საკვებისა და საწვავისთვის განკუთვნილი თანხა დახარჯეს და ამჟამად გამოუვალ მდგომარეობაში არიან. NEWS.am-ს „არარატის“ ქარხნის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კონიაკის […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილი – საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები – არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ – იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს, – ასე ეხმაურება […]

Continue Reading

ინციდენტი თვითმფრინავში – მგზავრმა 9000 მეტრის სიმაღლეზე Boeing 787-ის კარის გაღება სცადა

ბოგოტა-ფრანკფურტის ავია რეისის მგზავრმა 9000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ფრენის დროს Boeing 787-ის კარის გაღება სცადა. RMF24-ის ცნობით, 33 წლის მამაკაცი მოულოდნელად კარს მიუახლოვდა და კარის დაეჯაჯგურა. ეკიპაჟის  მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა ამის კეთება, ის კარის გაღებას მაინც ცდილობდა. ეკიპაჟმა და ორმა მგზავრმა მისი შეჩერება მოახერხეს. საჭირო გახდა მამაკაცის ფრენის დასრულებამდე შეკავება. ამ დროისთის სხვა დეტალების შესახებ […]

Continue Reading

თბილისში შესაძლოა ე.წ. Yellow box-ები დაინერგოს

თბილისში გზაჯვარედინებზე იგეგმება ე.წ. Yellow box-ების, საგზაო კვადრატების ქსელის დანერგვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაავალა. Yellow box-ი გზაჯვარედინის მონიშნული ზონაა, რომელშიც ავტომობილმა არ უნდა შეაღწიოს, თუ წინ გასასვლელი თავისუფალი არ არის და არსებობს რისკი, რომ მანქანა გზაჯვარედინზე გაჩერდება და სხვა მიმართულებით მოძრაობას გადაკეტავს. […]

Continue Reading

ხატია დეკანოიძე: „დიდი ხანია ვმუშაობთ, რათა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს სანქციები დაუწესდეთ“

მნიშვნელოვანია ჩვენ საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრები ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ძალიან დიდი ხანი ვიბრძვით საქართველოს მშვიდობიანი ევროპული მომავლისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით დაგეგმილ დებატებსა და მორიგი რეზოლუციის […]

Continue Reading

ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს

არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება“. „ჩვენ ჩვენი […]

Continue Reading

ზოგიერთ ქსელში რეგულარის ფასი 4 ლარს გადასცდა – რა ღირს საწვავი დღეს

საწვავი კვლავ გაძვირდა. 2 დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან 5 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, რეგულარის ღირებულებაც 4 ლარს გადასცდა და 4.02 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი – 4.62 ლარია, ხოლო პრემიუმის – 4.29 ლარი. აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ […]

Continue Reading

რკინიგზაში 1100 ადამიანის ოპტიმიზაციამ 25 მილიონი ლარი დაზოგა – ირაკლი კობახიძემ რკინიგზაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდე სხდომაზე საქართველოს რკინიგზის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება თვისებრივად გარდაიქმნას კონკრეტული სექტორი, არის საქართველოს რკინიგზა, სადაც განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ოპტიმიზაცია“. მანვე აღნიშნა, რომ განხორციელდა საკადრო ოპტიმიზაცია – 1100 ერთეულით შემცირდა მთლიანობაში საშტატო ნუსხა რკინიგზაში და ყოველწლიურმა დანაზოგმა 25 მილიონი ლარი შეადგინა. „ეს თანხები მთლიანად იქნება […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი. „2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი კომპანია და ავია მიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის. სამივე საერთაშორისო აეროპორტი, ჯამურად, 8.5 […]

Continue Reading