ლარი დოლართან მიმართებით მყარდება – როგორია ხვალინდელი ღირებულება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6693 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6708 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1079 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1003 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ლოცულაშვილისა და აბისონაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – დეტალები

პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ 6 პოლიციელს – ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა ექვსივე პოლიციელის – ალექსი ბადალოვის, გიორგი წკრიალაშვილის, საბა წაველიძის, ივანე მისირელის, ვლადიმერ გოდერძიშვილისა და ბესო მალაციძის თანამდებობიდან გადაყენების […]

Continue Reading

11 000-მდე ავტომობილი ერთ თვეში – სულ რამდენი ავტომანქანაა რეგისტრირებული ქვეყანაში

1 თვეში საქართველოში დაახლოებით 11 000-მდე ავტომობილი დარეგისტრირდა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს [რეალურ დროში] მონაცემებიდან ჩანს. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2.055 მლნ ერთეულს გადააჭარბა. აღნიშნულ სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში ყოველდღიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა კიდევ შემცირდა. უფრო კონკრეტულად, თებერვალში (გასულ თვეებთან შედარებით), დღეში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა საშუალოდ, 600-დან 350-მდე […]

Continue Reading

მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

Continue Reading

თბილისში მამაკაცი დაჭრეს – სად მოხდა შემთხვევა

თბილისში მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ეჭვმიტანილი პოლიციამ სადახლოს გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავა, როცა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის […]

Continue Reading

თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული -ჯანდაცვის მინისტრი ნაცემ მოქალაქეზე

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის შესახებ საუბრისას, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. მინისტრის თქმით, თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. “რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული […]

Continue Reading

Temu 200 მლნ ევროთი დაჯარიმდა – რა გახდა ამის მიზეზი

ევროკავშირმა ჩინურ ონლაინ-მარკეტპლეის Temu-ს 200 მლნ ევროს (232 მლნ დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მიზეზი მის პლატფორმაზე უკანონო პროდუქტების, მათ შორის, საშიში საბავშვო სათამაშოებისა და გაუმართავი დამტენების გაყიდვაა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC და Euronews ავრცელებენ. ევროკომისიის განცხადებით, ამ პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული სისტემური რისკებისა და მათ მიერ მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის დროულად იდენტიფიცირება-შეფასების ადეკვატური კონტროლი კომპანიამ ვერ […]

Continue Reading

რუსეთში სომხური ჯერმუკის წყლის მილიონობით ბოთლის გაყიდვა შეაჩერეს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა – „როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის “ჯერმუკის” 64,5 მილიონი ბოთლის გაყიდვა დროებით შეაჩერა. შეზღუდვები უკვე დანერგილია „ღირსეული ნიშნის“ სისტემის მეშვეობით. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მათივე ცნობით, პროდუქტში გარკვეული ნივთიერებების, მათ შორის ჰიდროკარბონატების, ქლორიდების და სულფატების ჭარბი დონე აღმოაჩინეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს […]

Continue Reading

ამაზონის დამფუძნებლის რაკეტის გამოცდის დროს აფეთქება მოხდა

Blue Origin-ის New Glenn მძიმე ტვირთამწეობის რაკეტა-მზიდი, რომელიც Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, შეერთებულ შტატებში, გამოცდის დროს, გამშვებ მოედანზე აფეთქდა. Blue Origin-მა ინციდენტს „ანომალია“ უწოდა და დასძინა, რომ აფეთქების შედეგად პერსონალი არ დაშავებულა. მომხდარს მილიარდერი ილონ მასკი უკვე გამოეხმაურა. „უკიდურესად სამწუხაროა. რაკეტები რთულია“, – დაწერა მან “იქსზე”.

Continue Reading

თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ სატვირთო გემს დრონებმა შეუტიეს – მედია

თურქული საზღვაო სააგენტო Tribeca-ს ცნობით, სინოპის ნავსადგურთან სამი გემი ტვირთის გარეშე მიცურავდა, როდესაც სამიზნედ იქცნენ, იტყობინებიან კერძო მედიასაშუალებები Halk TV, Sozcu და გაზეთი Turkiye. ერთი გემი, James II, პალაუს დროშით ცურავდა, ხოლო ორი სხვა, Altura და Velora, სიერა-ლეონეს დროშით. Tribeca-ს თქმით, თურქეთის სანაპირო დაცვა ჩაერია ინციდენტში. სამივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

Continue Reading