ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შეიჭრა

დღის სიახლეები სამართალი

საპატრიარქოს ეზოსთან მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, საპატრიარქოს ეზოში დღეს ავტომობილი შევარდა და ჭიშკარი შეანგრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბოთლებს ისროდა და იგინებოდა.

„აქედან პირდაპირ შევარდა, შეანგრია ჭიშკარი, თანამშრომლის მანქანა დგას აქ და იმას დაეჯახა. ჩვენ ოთახებში ვიყავით, ძალიან ძლიერი დაჯახება იყო. მანქანიდან ბოთლებს ისროდა და იგინებოდა”, – აცხადებს საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *