დასაქმების მაჩვენებლებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობნახიძემ დღეს განაცხადა, რომ 30 ათასამდე ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული. თუმცა, ისევ იღებდა სოციალურ დახმარებას. ეს პროგრამა გაუქმდა, რამაც გამოიწვია დასაქმების ფორმალური შემცირება .
„დასაქმებულთა შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. არსებობდა სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამა და 30 ათასი ადამიანი შეიძლება ითქვას, ფიქტიურად იყო დასაქმებული.
რეალურად, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ ეს ერთი კონკრეტული ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ შემცირებას.. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად შემცირდა დასაქმებულთა მაჩვენებელი, დანარჩენი დასაქმება პირიქით გაზრდილია,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობილია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან აღარ გაგრძელებულა სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა.
