კრემლი – სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან ხელსაყრელი პირობების დაკარგვას გამოიწვევს

დღის სიახლეები უცხოეთი

სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების დაკარგვას გამოიწვევს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირი“, – ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ რომელმა სხვა ორგანიზაციებმა, ან ასოციაციამ შეიძლება გამოიწვიოს სომხეთისთვის რუსეთთან თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების დაკარგვა.

მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს დიალოგს სომხეთთან.
მანვე აღნიშნა, რომ სომხეთში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან ურთიერთობის განვითარების ვექტორს და ინტეგრაციის პროცესებს, რომლებშიც რუსეთი მონაწილეობს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დიალოგში ვრჩებით სომეხ მეგობრებთან და ამას გავაგრძელებთ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *