26 მაისის ღონისძიებების დაფინანსებისთვის 8.9 მლნ-ია გამოყოფილი

დღის სიახლეები ეკონომიკა

მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსება გაზარდა.

კერძოდ, მთავრობის 18 მაისის დადგენილების მიხედვით, უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 8 081 647 ლარის ნაცვლად, 8 954 107 ლარი იქნება.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, უწყებების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 8 954 107 ლარი,“ – წერია 18 მაისის განკარგულებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *