ბიზნესმენი პაპაშვილი – “1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მემგონი, იცხოვრებს”

დღის სიახლეები ეკონომიკა

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით, მთავრობის ახალ დადგენილებაზე საუბრისას ვარაუდობს, რომ 1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში ცხოვრებას შეძლებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„1200 ლარად ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, მემგონი, იცხოვრებს. რაღაცას ჰგავს. როგორ არის ქართული ანდაზა? – სადამდეც შეგიძლია, საბანი იქამდე უნდა გაიწვდინო… ალბათ არ აქვს ხაზინას ამდენი შემოსავალი,“ – ამბობს პაპაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტთან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 7 მაისის დადგენილების გათვალისწინებით, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *