უკრაინამ ომში, დაახლოებით, 50 000 ჯარისკაცი დაკარგა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომში, დაახლოებით, 50 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 400 000 კი დაშავდა. „ბოდიშს გიხდით, გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდა ამაზე ზედმეტად გულახდილი ვიყო, რადგან რუსები გაიგებენ, რა ხდება ჩვენს არმიასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 50 000 დაღუპული ჯარისკაცი და დაახლოებით 400 000 დაჭრილი. ასევე არიან დიდი რაოდენობით უგზო-უკვლოდ დაკარგულები“, […]

Continue Reading

მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვის მოწოდებით გამოდის მას შემდეგ, რაც 30 ივლისს ასობით მიგრანტმა მაროკოდან ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავ სეუტაში საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. „მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას ვუცხადებ [იტალიის შინაგან საქმეთა] მინისტრ პიანტედოზის ქმედებებს. არალეგალური და უკონტროლო იმიგრაცია ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. სეუტადან გავრცელებული კადრები აჩვენებს, რამდენად […]

Continue Reading

„დოიჩე ველეს“ გამოძიება: „ეპშტეინის ფაილებში“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ეპშტეინის ფაილებში“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. „დოიჩე ველეს“ გამოძიება აჩვენებს, რომ უწყების მიერ ხარვეზის გამოსწორების დაპირების მიუხედავად, დოკუმენტების ნაწილში კონფიდენციალური ინფორმაცია ამ დრომდე საჯაროა. გერმანულმა მაუწყებელმა რამდენიმე თვის განმავლობაში 800 000-ზე მეტი ფაილი შეისწავლა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დოკუმენტების ნაწილი შეიცვალა ან წაიშალა, თუმცა ათეულობით […]

Continue Reading

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო. აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების კონტექსტში გააკეთა. მან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2024 წელს გაკეთებული განცხადება გაიხსენა. მაშინ ლუკაშენკომ თქვა, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნების გარდა, სხვას არავის სჭირდება. „საქართველოს სომხეთის რესპუბლიკა ძალიან სჭირდება. სომხეთის რესპუბლიკას ძალიან სჭირდება საქართველო. […]

Continue Reading

ბენ აფლეკმა 1 მილიონი დოლარი მოიგო შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“

ჰოლივუდის მსახიობმა ბენ აფლეკმა Jeopardy!-ს ჩემპიონ ჯეიმი დინგთან ერთად მოიგო 1 მილიონი დოლარის პრიზი შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“. ყველა მოგება მსახიობის საქველმოქმედო ორგანიზაციას, აღმოსავლეთ კონგოს ინიციატივას გადაეცემა. ფინალურ რაუნდში დუეტს რთული კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტების მიერ შეწყალებული ინდაურების სახელებთან დაკავშირებით. ტელეწამყვან ჯიმი კიმელის მინიშნებებისა და რჩევების გამოყენებით, აფლეკმა გარისკა და სწორი პასუხი გასცა. საინტერესოა, […]

Continue Reading

რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, – ინფორმაციას რუსული მედია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „დუროვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა)“, – ნათქვამია განცხადებაში. უწყების ცნობით, შეტყობინებების აპლიკაციის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციების ფარგლებში… ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები ყალიბდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციების ფარგლებში. ამის შესახებ მან მერვე მოწვევის სახელმწიფო დუმის დასკვნითი პლენარული სხდომის შემდეგ, დეპუტატებთან ისაუბრა. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები გმირულად იბრძვიან რუსეთისთვის, სამშობლოსთვის. მათ მხარს უჭერს მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი საზოგადოება. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, რუსეთისთვის“, […]

Continue Reading

კატა ლარი მოხარულია, რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერის ძაღლი მასთან ერთად არ იცხოვრებს – რამდენი აქვს ხელფასი კატას პრემიერის ოფისში

კატა ლარი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მთავარი თაგვების დამჭერი, აღფრთოვანდა იმ ინფორმაციით, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის ძაღლი ენდი ბერნჰემი მის ლონდონის რეზიდენციაში არ გადავა, არამედ მანჩესტერში დარჩება და ეთანხმება აზრს, რომ ის და ძაღლი ერთმანეთს ნამდვილად ვერ შეეწყობიან. ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში ბერნჰემმა განაცხადა, რომ მისი ძაღლი, პუდელის ნაჯვარი, სახელად აქსელი, სავარაუდოდ, მანჩესტერში დარჩება. მან ეს იმით ახსნა, […]

Continue Reading

ირანს გეი დიქტატორი მართავს – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, 56 წლის მუჯთაბა ხამენეის (ალი ხამენეის ვაჟი), „გეი დიქტატორი“ უწოდა. მან ეს განცხადება თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „ჩემი ადმინისტრაციის დროს, ოდესღაც, საშინელი და ძლიერი რეჟიმი, რომელიც გამუდმებით ესხმოდა თავს ამერიკას, საბოლოოდ დაამხეს. მისი ყოფილი ლიდერები თანამდებობიდან გადააყენეს და ახლა მას გეი დიქტატორი მართავს, რომელიც […]

Continue Reading

ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის იდეით გამოდის – კიდევ რა შესთავაზა თოყაევმა პუტინს

ყაზახეთის პრეზიდენტი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის იდეით გამოდის. ამის შესახებ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ომსკში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა. „მე ევროპისა და შეერთებული შტატებისგან ბევრ სიგნალს ვიღებ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტთან დაკავშირებით. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტია. ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელ ხალხს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე […]

Continue Reading