სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დილის 8:00 საათის მონაცემებით ბიულეტენების 94%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 50.00%-ით ლიდერობს. ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23.35%-ით.მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“ 9.96%-ით. შედეგებით მეოთხეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 3.99%-ით.მეხუთე ადგილზე მყოფმა პარტიამ – „ერთობის ფრთები“- არჩევნებში ხმების 2.28% -ი მოიპოვა.პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო […]

Continue Reading

ზელენსკიმ აბრამოვიჩი გამოიყენა პუტინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეტყობინების გადასაცემად – მედია

„ფაინენშლ თაიმსის“ ცნობით, ზელენსკიმ აბრამოვიჩი გამოიყენა პუტინისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ შეტყობინების გადასაცემად.წყაროების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა მაისში, „ჩელსის“ ყოფილი მფლობელი კიევში მიიწვია, რითაც უშედეგოდ სცადა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.წყაროების თანახმად, ზელენსკიმ აბრამოვიჩს სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტისთვის გადაეცა პირველი ორმხრივი სამიტისთვის შეხვედრის მზადყოფნის შეტყობინება. წყაროების ცნობით, უკრაინას სურდა რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი თავისი სერიოზულობის დემონსტრირება, მიუხედავად […]

Continue Reading

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა ცენტრალურ ისრაელში სროლის შედეგად

ცენტრალური ისრაელის კოჩავ იაირის რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე სროლა მოხდა. 35 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაიჭრა. X-ში ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მათი მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის – საშუალო სიმძიმის. The Times of Israel იუწყება, რომ სროლა დასავლეთ სანაპიროს გამყოფი ბარიერის მახლობლად, სამ ადგილას მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი […]

Continue Reading

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება – დღის ქრონიკა

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა განსაზღვრონ. 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელთაც, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 32%-ის მხარდაჭერა აქვთ. „სამოქალაქო კონტრაქტის“ კონკურენტები პრორუსული პარტიები და ალიანსები არიან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში […]

Continue Reading

სომხეთი არჩევნებს პოლიტიკოსთა დაპატიმრებებით ხვდება – მედია

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სომხეთმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ექვსი პრორუსული ოპოზიციური კანდიდატი დააკავა. ქვეყნის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამომძიებლებს უფლება მისცა, ექვსი კანდიდატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, დეტალების გაცემის გარეშე.ყველა დაკავებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ წევრია, რომელიც შინაპატიმრობაშია მთავრობის დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. თავად ბრალდებებს ის პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. კვირას […]

Continue Reading

დრონების თავდასხმა სანქტ-პეტერბურგზე – ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა; კრასნოდარის მხარეში ნავთობის საწყობს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება “დოჟდი” იუწყება. „6 ივნისის დილით, სანქტ-პეტერბურგში უპილოტო სამხედრო თვითმფრინავების მასშტაბური თავდასხმა მოხდა. საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. ოპერატიული შტაბის რეკომენდაციების შესაბამისად, ვთხოვ სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლებს, დარჩნენ სახლში და არ გავიდნენ გარეთ. შესაძლოა, მობილური ინტერნეტის სერვისი შეფერხდეს. საჰაერო საფრთხის […]

Continue Reading

ზელენსკის წერილი ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის „უხეშობის ელემენტებს“ შეიცავს. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. „ეს წერილი, რომელზეც ახლა თქვით, ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს. რა არის ეს? ეს პირადი შეხვედრისთვისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის საშუალებაა თუ გარემოების შექმნაა, როდესაც რეალურად შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრების ჩატარება? […]

Continue Reading

აეროპორტში თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა – სად მოხდა ინციდენტი

ანკარის აეროპორტში Pegasus Airlines-ის თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მგზავრის “ფაუერბანკი” გახდა, რომელიც მოულოდნელად აალდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. მედიის ინფორმაციით, დამტენს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც იყო დაკვამლიანება. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი იზმირში გასაფრენად ემზადებოდა და უკვე ასაფრენი ბილიკისკენ მიემართებოდა. შედეგად, ეკიპაჟმა სასწრაფოდ შეწყვიტა ფრენა, ხოლო მგზავრების საჩქარო ევაკუაცია გასაბერი ტრაპის […]

Continue Reading

აზოვის ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმას აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა და სამი დაშავდა

აზოვის ზღვაში ორ სატვირთო გემზე თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „როიტერს“ განუცხადა. ორივე გემზე სულ აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, გემები აზერბაიჯანს არ ეკუთვნის. მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მისმა დრონებმა ხუთი გემი მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებში, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სანაპირო […]

Continue Reading

გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მას 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას.“- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. საქმე ეხება მოქალაქის მიერ ფრიდრიხ მერცის მიმართ სოციალურ […]

Continue Reading