ანკარის აეროპორტში Pegasus Airlines-ის თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მგზავრის “ფაუერბანკი” გახდა, რომელიც მოულოდნელად აალდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
მედიის ინფორმაციით, დამტენს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც იყო დაკვამლიანება. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი იზმირში გასაფრენად ემზადებოდა და უკვე ასაფრენი ბილიკისკენ მიემართებოდა.
შედეგად, ეკიპაჟმა სასწრაფოდ შეწყვიტა ფრენა, ხოლო მგზავრების საჩქარო ევაკუაცია გასაბერი ტრაპის საშუალებით მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, გასულ წელს, თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა ავიაკომპანიებს ფრენის დროს, ფაუერბანკების გამოყენების აკრძალვის რეკომენდაცია მისცა.
