ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაიჭრა ცენტრალურ ისრაელში სროლის შედეგად

დღის სიახლეები უცხოეთი

ცენტრალური ისრაელის კოჩავ იაირის რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე სროლა მოხდა. 35 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაიჭრა. X-ში ეროვნული სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მათი მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის – საშუალო სიმძიმის.

The Times of Israel იუწყება, რომ სროლა დასავლეთ სანაპიროს გამყოფი ბარიერის მახლობლად, სამ ადგილას მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მსროლელი ადგილზე მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეგიონში ჯარები და დამატებითი სამედიცინო პერსონალი გაგზავნა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ „სხვა ტერორისტების ფართომასშტაბიანი ძებნა“ მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *