პუტინის სუპერიახტა დანიის სანაპიროსთან შენიშნეს – მედია

სამი რუსული გემისგან შემდგარი „უჩვეულო კოლონა“, მათ შორის სუპერიახტა Graceful, რომელიც საერთაშორისო მედიის ცნობით, პუტინის პირად იახტას წარმოადგენს, დანიის სანაპიროსთან შენიშნეს. ამის შესახებ დანიური გამოცემა DR Verifier იტყობინება. სუპერიახტას რუსული გამანადგურებელი და საპატრულო კატერი ახლავს. იახტის ტრანსპონდერი 2022 წლის 30 აგვისტოდან გამორთულია. კვირა დილიდან, როგორც ამბობენ, დანიის საზღვაო ძალები და გერმანიის სანაპირო დაცვა მონაცვლეობით აკვირდებიან […]

Continue Reading

პუტინმა დუმის არჩევნები არ გადადო – სამართალდამცავების რეკომენდაცია არ გაითვალისწინა

მეცხრე მოწვევის რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდება რუსეთის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა შესაძლო ზომით. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ დღევანდელ ყრილობაზე განაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, არჩევნები ოფიციალურად სამი დღის განმავლობაშია დაგეგმილი (18, 19 და 20 სექტემბერი). ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა პუტინს […]

Continue Reading

ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი აღიარა

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ოფიციალურად აღიარებს სომეხი ხალხის გენოციდს ოსმალეთის იმპერიის დროს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ოსმალეთის ხელისუფლების სომეხი ხალხის წინააღმდეგ ქმედებებმა დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანის სიკვდილი და „ანატოლიის რეგიონში ათასი წლის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება“ გამოიწვია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა X-ში […]

Continue Reading

“ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია” – სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი თანამდებობას ტოვებს

სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ვადამდელი გადადგომის შესახებ განაცხადა: „ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია“. ბელგრადში პრეზიდენტისა და მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე – „სერბეთი, ერთი ოჯახი“ ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა: ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტის რანგში ამდენ ადამიანს ვესაუბრები. 14 წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ყველა თანამდებობაზე. გითხრეს, რომ არასდროს დავტოვებდი ჩემს […]

Continue Reading

გადადგომის შესახებ განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერი ბავშვებისთვის პოპკორნის დასარიგებლად წავიდა – მედია

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი გადადგომის გამოცხადების შემდეგ, სამერფილდის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის პოპკორნის დასარიგებლად წავიდა. ამის შესახებ Yahoo! News წერს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა მილტონ კეინსის ოდეონის სტადიონზე ვიზიტის დროს, ღონისძიებნაზე, როდესაც დიდ ბრიტანეთში ბავშვების შესვლისა და კვების ღირებულება მცირდება, რათა საზაფხულო გასვლები და მოგზაურობები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. პორტალზე გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, როგორ ასხამს […]

Continue Reading

ამერიკის შეერთებული შტატები აღარ მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს

ამერიკის შეერთებული შტატები აღარ მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს. ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა განაცხადა. “ჩვენ შევიმუშავეთ შეთანხმება, რომ თუ თავშესაფარს მოითხოვთ, ჩვენ ვიპოვით მსოფლიოში სხვა ქვეყანას, რომელიც მიგიღებთ. ეს ძალიან მარტივი, ძალიან ელეგანტური და სრული გადაწყვეტაა” – განაცხადა მილერმა.. მან ასევე […]

Continue Reading

სიცხეები ევროპაში ამჯერად გერმანიისა და ჩეხეთისკენ გადაინაცვლებს

ბოლო დღეებში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ესპანეთის მიმართულებით ძლიერი სიცხის ტალღა ევროპაში აღმოსავლეთისკენ მიემართება. გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სინოპტიკოსები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მათაც შეიძლება უახლოეს დღეებში უკიდურესად ცხელი ამინდი ელოდოთ. ჩეხეთის რესპუბლიკაში მეტეოროლოგებმა უკიდურესი სიცხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს: დღისით ტემპერატურამ უკვე გადააჭარბა 30 გრადუს ცელსიუსს და შაბათ-კვირას 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ […]

Continue Reading

სამგზავრო თვითმფრინავის პილოტს ფრენის დროს კრუნჩხვები დაეწყო

ABC News-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ პილოტს კრუნჩხვები დაეწყო. ავარიული შემთხვევა მოხდა Air Canada-ს რეისზე, რომელიც ნიუარკიდან ჰალიფაქსში, კანადაში მიფრინავდა: კაპიტანს ეპილეფსიური შეტევის მსგავსი კრუნჩხვა დაემართა, რის შემდეგაც თვითმფრინავი მოულოდნელად წინ გადაიხარა. თვითმხილველის თქმით, დაძაბული მდგომარეობა , დაახლოებით, 40 წუთი გაგრძელდა. ბორტგამცილებლებმა ვითარებას მშვიდად და ეფექტურად გაართვეს თავი. […]

Continue Reading

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის შემდეგ, მანქანა გულშემატკივრების ჯგუფში შევარდა

მექსიკის ქალაქ კაბო სან ლუკასში, მანქანა გულშემატკივრების ჯგუფს შეეჯახა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხეთის რესპუბლიკასთან მექსიკის გამარჯვებას აღნიშნავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. მძღოლი დაკავებულია და ავარიის გარემოებები გამოძიების პროცესშია. მექსიკამ ჩეხეთი 3:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი ქულების დაკარგვის გარეშე დაასრულა. VIDEO

Continue Reading

ვარშავაში დაშვებისას მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა: არიან დაღუპულები

ვარშავის ბემოვოს რაიონში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავმა დაშვება ვერ შეძლო და მძღოლების სასწავლო ცენტრის მახლობლად ჩამოვარდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაშავებულია სულ მცირე ერთი თვითმხილველი. მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების სამსახურები სწრაფად მივიდნენ ადგილზე. ავარიის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. VIDEO

Continue Reading