სომხური გარგრის ჯემი ევროკომისრისგან – გარგარი როგორც ცვლილების სიმბოლო ჯემად მოთავსებული “თავისუფლების ქილებში”

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემის ქილებით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. კოსმა აღნიშნა, რომ ქილებში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემია. თავად გარგარი მას სომხეთში განხორციელებული ვიზიტის დროს აჩუქეს. “ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე.გარგარი სიმბოლურად გამოხატავს სომხეთში მიმდინარე ცვლილებებს. გასული თვის არჩევნებზე სომეხთა უმრავლესობამ ხმა მისცა პარტიებს, რომლებიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობას […]

Continue Reading

ანკარაში დღეს ნატო-ს ორდღიანი სამიტი იხსნება

დღეს და ხვალ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) 36-ე სამიტს უმასპინძლებს. 32 წევრი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეიკრიბებიან. დღეს დაგეგმილ ვახშამს ნატო-ს ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან. მედიის ინფორმაციით, სამიტის […]

Continue Reading

ანკარაში ნატოს სამიტისთვის ათი TOGG ლიმუზინი მზად არის – სამიტი 7 ივლისს იწყება (+ფოტო)

ანკარაში გასამართი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების 36-ე სამიტის დროს, ლიდერების გადასაყვანად, ათი TOGG ლიმუზინი მზად არის. ანკარაში ნატოს სამიტის წინ, ღონისძიებისთვის მზადება გრძელდება. ოფიციალურ ავტოპარკს სპეციალურად შექმნილი TOGG T10X ლიმუზინები დაემატა. ესენია წითელი და თეთრი მანქანები, ასევე სპეციალურად შექმნილი ფირუზისფერი მოდელები დეკორატიული ეროვნული მოტივებით. გამჟღავნდა, რომ ეს მანქანები გამოყენებული იქნება სამიტის მონაწილეების ღონისძიების არეალში მოკლე […]

Continue Reading

როიტერი: ევროპული დაზვერვა რუსეთში მასშტაბური საბანკო კრიზისის რისკის შესახებ იუწყება

„როიტერის“ მიერ ნანახი ევროპული ქვეყნის საიდუმლო დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთის საბანკო სისტემა „ფეთქებადი“ კრიზისის რისკის ქვეშაა. ანგარიშის ავტორები ამას მიაწერენ ბანკების მიერ საომარი ძალისხმევის ხარჯების მზარდი წილის საკუთარ თავზე აღებას. ორგვერდიანი ანგარიში, სახელწოდებით „ჩანაწერი რუსეთში 2026 წელს საბანკო კრიზისის ალბათობის შესახებ“, ივნისში მომზადდა ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმირებისთვის ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტის მიღებამდე. ანგარიშის თანახმად, რუსეთის […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – რუსეთ -უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს, პრეზიდენტ პუტინს სურს მისი დასრულება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ -უკრაინის ომის დასრულება უფრო ახლოსაა მიზანთან, ვიდრე ხალხი ფიქრობს. ტრამპს კითხვა დაუსვეს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის 4 ივლისის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა. „ვფიქრობ პუტინი ზეწოლას არ გრძნობს. მას სურს მისი დასრულება და უკრაინასაც სურს დასრულება. მოლაპარაკებებში ვართ და ვნახოთ, თუ დავასრულებთ, ამ […]

Continue Reading

თურქეთმა საკრუიზო გემს თავის პორტებში შესვლა აუკრძალა – მედია

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა „სკარლეტ ლედის“ – საკრუიზო გემს, რომელსაც, ძირითადად, ამერიკელი ლგბტქ+ თემის ტურისტებს გადაჰყავდა. გადაწყვეტილება დასახელდა „მორალური ნორმებისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ დაცვის აუცილებლობად. ამის შესახებ “თურქ ნიუსი” იუწყება. Atlantis Events-ის მიერ ორგანიზებული Athens to Venice-ის მიმართულებით კრუიზი საბერძნეთიდან 5 ივლისს გამოვიდა. გემი კუშადასსა და სტამბოლში უნდა გაჩერებულიყო. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ მას […]

Continue Reading

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ნამდვილ ომად გადაიქცა – კრემლი

„ვესტის“ კორესპონდენტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის, რაც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახით დაიწყო, ახლა დასავლეთის ქვეყნების ჩართულობის გამო გრძელდება როგორც ომი. „ომი მიმდინარეობს, ეს ნამდვილი ომია. გრძელდება როგორც ომი, რადგან კიევის უკან ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი დგანან“, – თქვა მან. პესკოვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სატელიტური […]

Continue Reading

მიჩიგანის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა; არიან დაღუპულები – VIDEO

მიჩიგანის შტატში, სავაჭრო ცენტრში სროლა მოხდა; არიან დაღუპულები. მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, იუწყება ABC News. ყველა მსხვერპლი 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იყო; ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში. წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ და სროლა მათი ჩხუბის გამწვავების შემდეგ დაიწყო. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. […]

Continue Reading

ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – რიცხვის ზრდას მოელიან

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ივნისის ანომალიურ სიცხეს 3,700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ეს სტატისტიკა ჯერ კიდევ წინასწარია და სახელმწიფო ორგანოში რიცხვის ზრდას მოელიან. ყველაზე მძიმე ვითარება დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,025-ს მიაღწია. ბელგიაში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1,200 შეადგინა, ნიდერლანდებში კი სტიქიამ 480 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის უდიდესი […]

Continue Reading

აშშ შიშობს, რომ რუსეთი პოლონეთში შეიარაღებულ „პროვოკაციას“ გეგმავს ნატოს სიმტკიცის შესამოწმებლად – The Telegraph.

პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა შესაძლოა რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდეს, ან რუსმა ჯარისკაცებმა საზღვარი გადაკვეთონ და ნატოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვაშინგტონმა ვარშავა რამდენიმეჯერ გააფრთხილა ამ შეთქმულების შესახებ, განუცხადეს პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან დაახლოებულმა წყაროებმა პოლონურ საინფორმაციო სააგენტო Onet-ს. რუსული პროვოკაციის მიზანი იქნება დაძაბულობის ესკალაცია და დასავლელი მოკავშირეების იძულება, შეაჩერონ უკრაინისთვის დახმარება. ეს შეიძლება რამდენიმე თვეში მოხდეს. პოლონური […]

Continue Reading