ამინდის პროგნოზი 28 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით […]

Continue Reading

საეკლესიო კალენდარი: 28 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამების, ასევე მოწამეთა: კვირიკეს და ივლიტას, მოწამე აბუდიმეს, მოციქულთა სწორი ვლადიმერის ხსენების დღეს აღნიშნავს. ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია – იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს. მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ […]

Continue Reading

13 უცხოელი ტურისტის მდგომარეობაზე „ჯეო ჰოსპიტალსი“ ინფორმაციას ავრცელებს

26 ივლისს, ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სამი პაციენტი იმყოფებოდა, მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და ტვინის შერყევა. ამ ეტაპზე, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს. „ავარიის […]

Continue Reading

მინდა, რომ ქართველებში და ახალგაზრდებში იყოს ჯანსაღი აზრი, სადაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული არის ჩვენი რელიგია – ქართველიშვილი დაფუძნებულ მოძრაობაზე

MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის, მართლმადიდებლობისთვის, სარწმუნოებისთვის მე მზად ვარ, რომ ციხეში კი არ წავიდე, საკუთარი სიცოცხლეც შევწირო! მე ასე გამზარდეს! ქართველიშვილის განმარტებითვე, ახლა მათი მოძრაობის „გვერდით დადგომა ქვეყნის გვერდით დადგომას ნიშნავს.“ „ჩვენს გვერდით დადგომა ნიშნავს ქვეყნის გვერდით დადგომას. რომელი ჩვენგანი – აქ ვინც ვსხედვართ და თუნდაც მე […]

Continue Reading

რამ გამოიწვია 6 თვის ორსულის გარდაცვალება – დეტალები

თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს. მათივე ინფორმაციით, ქალი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო. როგორც გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ გარდაცვლილის მეგობრები უყვებიან, ურჩუხიშვილი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მოგვიანებით ის გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს. […]

Continue Reading

მეუფე ზენონი – სახელმწიფო მაშინ სუსტდება, როდესაც ადამიანები კარგავენ რწმენას, რომ მათ პირად არჩევანს საერთო მომავლის შეცვლა შეუძლია

სახლის ნგრევა ყოველთვის იწყება იქ, სადაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მის გადასარჩენად ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წმინდა სინოდის წევრი, მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იარაჯული) წერს. მისი აზრით, საქართველოსაც სწორედ ასეთი დრო უდგას. ჯერ კიდევ შეგვიძლია მისი გამაგრება. ჯერ კიდევ შეგვიძლია ბზარების გამთელება. „ჩვენი დროის ყველაზე დიდი პარადოქსი სწორედ ეს არის: არასოდეს გვქონია […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ივლისს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დილის საათებში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, […]

Continue Reading

27 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 ივლისს მოციქულ აკვილას, სამოცდაათთაგანის მოწამე იუსტოსის, ღირსი ელიოზ მონაზვნის და ღირსი ონისიმე საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოციქული აკვილა – სამოცდაათთაგანი წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო „ჰურიაჲ… პონტოელი ნათესავით“ და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. […]

Continue Reading

შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა

რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. „ჩვენ რწმენის სახით ისეთი ძალა გვაქვს, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება; შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას. უფლის რწმენა ჩვენ გულში ეს არის გასაღები, […]

Continue Reading

შემოსავლების სამსახური – „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, გაზრდილი ნაკადის პირობებში, შეფერხებების გარეშე მუშაობს – მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი აქტიური სეზონის პირობებში, გაზრდილი ტვირთნაკადისა და მგზავრთა გადაადგილების ფონზე, შეფერხებების გარეშე მუშაობს. უწყების ცნობით, ორივე ქვეყნის მიმართულებით საზღვრის კვეთის კონტროლის პროცედურები სტანდარტული რეჟიმით და სრული დატვირთვით მიმდინარეობს. „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, აქტიური სეზონის გათვალისწინებით, გაზრდილი ტვირთნაკადის/მგზავრთა გადაადვილების პირობებში, მუშაობს შეფერხებების გარეშე და ორივე ქვეყნის მიმართულებით, სრული დატვირთვით მიმდინარეობს […]

Continue Reading

13 ადამიანი დაშავდა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა – არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე მგზავრი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ არგვეთასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. კადრებს “ფეისბუქ გვერდი” “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ვერაზე, სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკიდან გაწერეს

ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკა „ჰელსიკორიდან” გაწერეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, 17-18 წლის ბიჭები ბინაზე გუშინ, საღამოს გაწერეს. ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 […]

Continue Reading

“ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს… მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვჩან­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში” – ეკა კუპატაძის საგანგებო მიმართვა

ეკა კუ­პა­ტა­ძე ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 17 წლის ბი­ჭის დე­დას სამ­ძი­მარს უცხა­დებს და საგანგებო მიმართვას ავრცელებს: “ჩემი გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლის დე­დი­კოს. იქ­ნებ იპო­ვოთ ძალა, თქვენ­თვის გა­უ­ფე­რუ­ლე­ბელ სამ­ყა­რო­ში, არ­სე­ბო­ბი­სა… უამ­რა­ვი მე­სი­ჯი შე­მომ­დის და მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ ვჩან­ვარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ვფიქ­რობ, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო­დაც მი­ვა­წო­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც არც ერთი წა­მით არ მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ ამ გი­ჟურ ომში. ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე […]

Continue Reading

37 გრადუსი სიცხე – ამინდის პროგნოზი 26 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. თბილისში ჰაერი დღისით +37 გრადუსამდე გათბება, ხოლო ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უმეტეს ქალაქებში წვიმაა მოსალოდნელი. რიგ რეგიონებში ქარი დროგამოშვებით გაძლიერდება და 17-22 მ/წმ-ს მიაღწევს. ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზი ასეთია: გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

26 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ივლისს ღირსი სტეფანე საბაიტელის, წმ. იულიანეს, კენომანიელი ეპისკოპოსის, მოწამე სერაპიონის და მოწამე მარკიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა სტეფანე საბაიტელი წმიდა სტეფანე საბაიტელი, წმიდა იოანე დამასკელის ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოღვაწეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და […]

Continue Reading

ცნობილია, რამდენი ლარი დაუჯდება მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა. სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 […]

Continue Reading

იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა – როდის შეიცვლება ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, სააგენტოს თანახმად, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. „ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდი. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.7 შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

გომეწრის ხეობაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, ავთო მარხვაიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. კაცის ცხედარი სოფელ ბეღელას მიმდებარედ იპოვეს. გამოცემა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ დაკარგული თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღესასწაულზე მიდიოდა. მარხვაიძე ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ჩავიდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ მონაკვეთზე, ხიდზე გადასვლისას, წყალში გადავარდა. ავთო მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +27, +32°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით […]

Continue Reading

სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზის დადგენა

10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს. ავარიის დაფიქსირებისთანავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა. „ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას”, – წერია განცხადებაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

25 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ივლისს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანის” დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში 25 ივლისი ასევე არის ღირსთა მამათა ჩვენთა ათონელთა – იოანესი, ექვთიმეს მამისა, გაბრიელის, მოწამეთა პროკლეს და ილარიონის; ღირსი მიქაელ მალეინის, ; მოწამე გოლინდუხას ნათლისღებით მარიამის ხსენების დღეც. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანი” ისტორია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა […]

Continue Reading

კაპროვანთან, ზღვაში კაცი დაიხრჩო

გურიაში, კაპროვანის სანაპიროსთან, შავ ზღვაში კაცი დაიხრჩო. როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ზღვიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა, ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამაშველო ოპერაცია, სამაშველო სკუტერით შევიდნენ და ორივე მოქალაქე გამოიყვანეს ნაპირზე. ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია, მიუხედავად, ჩატარებული გადაუდებელი ღონისძიებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.  შემთხვევის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 24 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში […]

Continue Reading

ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია სრულად აღდგენილია. ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს. ცნობისთვის, ელექტროენერგია 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათიდან გაითიშა როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში. რაც შეეხება დენის გათიშვის მიზეზს, სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

24 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ივლისს მოწამე კინდევს ხუცის და მოციქულთა სწორის, ოლღას, ნათლისღებით ელენეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი წმიდა მოწამე კინდევს ხუცესი პამფილიის სოფელ სიდაში მსახურობდა. იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა სასტიკი დევნისას იგი შეიპყრეს და ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მხედრები, რომლებსაც ნეტარი სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაში ტყისმჭრელს გადაეყარნენ და ძალით წაართვეს შეშის […]

Continue Reading

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი – საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა

საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება, – ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ დაუფასებელია როგორც ტურისტული მიმართულება და ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. „საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში 0%-იან კორპორაციულ გადასახადს იხდიან, ხოლო დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-იან გადასახადს”, – აღნიშნა დუროვმა. ცნობისთვის, პაველ დუროვი მანამდე საქართველოში […]

Continue Reading

მეწყერი ადიგენში – დაზიანებულია სახლები და ავტომანქანები

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციასა და კადრებს ადგილობრივი მედია TOK2Region ავრცელებს.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ – იუმორისტის ცემის ბრალდებით დაკავებული

ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა – დარწმუნებული ვარ ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ცემის ბრალდებით დაკავებულ ნიკო ხურცილავას წერილშია ნათქვამი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ადვოკატ შოთა მირველაშვილს გამოატანა. […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როდის იცვლება ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივლისის საღამოს საათებიდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი. ამასთან, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, […]

Continue Reading

გაფრთხილება – ინფექციების პრევენციისთვის ფუნდამენტურია პირადი ჰიგიენა

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მატულობს ნაწლავთა ინფექციები და საკვებით მოშხამვების რაოდენობა და სულ რამდენიმე წესის დაცვა აუცილებელია, ესენია: პროდუქტების შენახვა, სწორი გამოყენება, სწორად მომზადება და სუფთა ხელები. „პროდუქტების სწორი შენახვა გულისხმობს უმი და მზა საკვების განცალკევებით განთავსებას, მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +33°;ქობულეთი: […]

Continue Reading

23 ივლისის საეკლესიო კალენდარი

23 ივლისს ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა, ასევე მოწამე აპოლონის, მოწამეთა:ვიანორეს და სილუანეს ხსენების დღე აღნიშნავს. წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, […]

Continue Reading

შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – ოქრიაშვილის მეუღლე ინციდენტის დეტალებზე

გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა, – ამის შესახებ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომელსაც საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. მისივე თქმით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე. „ყვირილის ხმა გავიგე და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დღეებია ასეთი ამბავია, დავურეკე […]

Continue Reading

მუხიანში, სკვერში მილის დაზიანების შედეგად, წყლის ჭავლი მე-9 სართულამდე აღწევს – VIDEO

მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა. ამის შესახებ “პრესექსპრესს” ფოტო და ვიდეო მასალა ადგილიდან თვითმხილველებმა მოაწოდეს. მათივე ცნობით, სკვერში წყლის მილი მაშინ გასკდა, როდესაც ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობდა. წყლის ჭავლი მე-9 სართულის სიმაღლემდე აღწევს. VIDEO გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

იტალიაში დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი ემიგრანტი იპოვეს – ვინ არის თელაველი ქალი, რომელიც რთულ მდგომარეობაშია

იტალიის ქალაქ ნეაპოლში მცხოვრები, დაკარგულად მიჩნეული თელაველი ევა ამირანაშვილი ქართველი ემიგრანტების დახმარებით იპოვეს. ემიგრანტების ჯგუფში გავრცელებული ინფორმაციით, ევას მოძებნის თხოვნით, ქართველებს მისმა მეუღლემ მიმართა. მათი ცნობით, ქალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება – არ აქვს სამსახური, ტელეფონი და საცხოვრებელი ადგილი. ემიგრანტები წერდნენ, რომ ქალს საქართველოში დაბრუნებაში დახმარება სჭირდებოდა და მის დასახმარებლად თანხის შეგროვებას გეგმავდნენ. ამჯერად კი მარი […]

Continue Reading

კვლევა: შაქრის შემცვლელები ტვინის დაბერებას აჩქარებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის შემცვლელების მოხმარებას ორგანიზმზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს და დაბერება დააჩქაროს. ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბრაზილიაში, სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ზოგიერთმა ფართოდ ცნობილმა შემცვლელმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების დაჩქარებას შეუწყოს ხელი. მასში თითქმის 13 ათასმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 52 წელი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გამოიწერეთ “პრესექსპრესის” ფეისბუქგვერდი

Continue Reading

22 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივლისს მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსის, ღირსმოწამეთა: პათერმუთეს, კოპრეს და მოწამე ალექსანდრეს და წმიდა თეოდორე, ედესელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი […]

Continue Reading

ქართველმა კაცმა ირლანდიაში ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა – ვინ არის და რას ამბობს ქვეყანაში გმირად შერაცხული ახალგაზრდა?

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. “რატომღაც კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით წავედი, მაშინ როცა ჩვეულებრივ აღმოსავლეთ მხარეს მივდივარ ხოლმე. ჩემი ნავის მარცხენა ბორტთან, დაახლოებით 300 მეტრში, რაღაც შავი დავინახე. მეგონა, ტივტივა ან სელაპი იყო. მაგრამ […]

Continue Reading

თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი

2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

Continue Reading

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატი – ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გიორგი ჭიღლაძისთვის შეფარდებული გირაო გადავიხადოთ

სასტუმრო Agarani Estate-ის ადვოკატის, სერგი ცანავას განცხადებით, მომხდარის გამო შექმნილი დისკომფორტის გამო, მზად არიან, გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 5 000 ლარი გადაიხადონ. როგორც ცანავა განმარტავს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და მათთვის საჭირო მასალები ამოიღეს. „გუშინ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, საღამოს დამატებითი ინფორმაცია, ვადასტურებთ, რომ კომპანიამ ამ შემთხვევაში მხარეებს შესთავაზა, რომ გარკვეულწილად […]

Continue Reading

პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოც წერილში.ქართული ესტრადის ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ „რომანსის დედოფალს“, 21 ივლისს 90 წელი შეუსრულდა.როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, განუმეორებელი ხმის, შემოქმედებითი ხიბლის, მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის, დახვეწილი მუსიკალური […]

Continue Reading

“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს” – კახა კალაძე თბილისში მოსულ უხვ ნალექზე

როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მან თბილისში მოსულ უხვ ნალექზე ისაუბრა და განმარტა, რომ მერია გზების რეაბილიტაციის დროს, პირველ რიგში, სანიაღვრე სისტემებს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს. ამასთან, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და […]

Continue Reading

21 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საეკლესიო კალენდარში 21 ივლისი მოწამეების მირდატ მეფისა და პროკოფი პალესტინელის ხსენების დღეა. მირდატ მეფე წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. მირდატ მეფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა – ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს […]

Continue Reading

გიორგი ჭიღლაძე – ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას – ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს, – ამის შესახებ თელავში, ქორწილში მომხდარ ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის წერილშია აღნიშნული, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს. გიორგი ჭიღლაძე მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის და აცხადებს: „ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას“. „მე […]

Continue Reading

58 ოჯახს კახა კალაძემ საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა. ისინი ამიერიდან დიდ დიღომში, „ვივა დევიდსვილში“ იცხოვრებენ.    დედაქალაქის მერმა ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა და განაცხადა, რომ დაზარალებული 3 500-მდე ოჯახიდან ფართებით უკვე დაყმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი ოჯახი, პროცესი კი პრობლემის სრულად გადაჭრამდე გაგრძელდება.   „დღეს […]

Continue Reading

ვის ეკუთვნის სასტუმრო “აგარანის მამული” თელავში, სადაც ქორწილში ინციდენტი მოხდა

თელავში, მეფე ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციასთან ახლოს მდებარე სასტუმრო „აგარანის მამული“ 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. „აგარანის მამული“ არის 56-ოთახიანი კახური ავთენტურობის სასტუმრო, რომელიც სასტუმრო ნომრების გარდა აერთიანებს: ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეებს. რეესტრის ბოლო – 2025 წლის ოქტომბრის ამონაწერით, სასტუმროს 20-20%-იანი წილები ეკუთვნით შალვა და გიორგი ქოჩლაძეებს, ხოლო 30-30%-იანი წილების მესაკუთრეები […]

Continue Reading