დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა – მინისტრი

დღის სიახლეები საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში“,- განაცხადა სარჯველაძემ.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *