ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა – aktual.ge

დღის სიახლეები საზოგადოება

საქართველოდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 2 ადამიანი იმყოფებოდა, თურქეთში, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან წყალში ჩავარდა – ინფორმაციას aktual.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ორივე ადამიანი გადაარჩინეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რიზეს პროვინციის ჩაიელის რაიონის სანაპიროსთან მოხდა.

ავარიული დაშვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი ბათუმიდან იყო აფრენილი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *