ტურისტულმა ოპერატორმა Intrepid Travel-მა 2027 წლის რეიტინგი წარადგინა, სადაც მსოფლიოს 10 ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა გაერთიანებული, რომლებიც მზად არიან გაისად უფრო მეტ მოგზაურს უმასპინძლონ – წერს unian.net-ი.
„ეს პროექტი მხოლოდ ნაკლებად ცნობილი ადგილების ჩამონათვალი არ არის. მისი მიზანია შეცვალოს მიდგომა მიმართულებების არჩევასა და მოგზაურობის ფორმატთან დაკავშირებით – შთააგონოს ადამიანები, აღმოაჩინონ მსოფლიოს ისეთი კუთხეები, სადაც ტურიზმს რეალური სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის, ეკონომიკისა და კულტურისთვის“, – აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულის შერჩევა სამ ძირითად კრიტერიუმზე დაყრდნობით განხორციელდა. პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც Intrepid-ის ადგილობრივი გიდებისა და ექსპერტების გლობალური ქსელის გამოცდილება, ისე ტრენდების პროგნოზირებაზე სპეციალიზებული სააგენტოს, Globetrender-ის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის მონაცემები:
- დაბალი პოპულარობა მეზობელ ან ანალოგიურ მიმართულებებთან შედარებით;
- ტურისტების მიღებისთვის მზადყოფნა – როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან;
- სიახლე 2027 წელს – ახალი ინიციატივების გაშვება, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, ახალი ობიექტების გახსნა ან ინფრასტრუქტურის განვითარება.
10 ნაკლებად ცნობილი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში, რომელსაც 2027 წელს უნდა ესტუმროთ:
- სამბურუს ეროვნული ნაკრძალი, კენია
- დაბა მესტია, საქართველო
- ჩრდილოეთ მთიანეთი, იორდანია
- ქალაქი უაითჰორსი, კანადა
- კუნძული ალონოსოსი, საბერძნეთი
- ქალაქი დილი, აღმოსავლეთი ტიმორი
- პეკოეს ბილიკი, შრი-ლანკა
- ქალაქი ლიეპაია, ლატვია
- ავტომაგისტრალი კარეტერა ავსტრალი, ჩილე
- დალსლანდის პროვინცია, შვედეთი
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
