დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა

დაიცავი ილიაუნი-ს ლაივ მარათონში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 2 მილიონი ლარი შეგროვდა. „დაიცავი ილიაუნის“ ანგარიშები ისევ აქტიურია და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახებისთვის. შეგროვდა 2 000 000 ლარი!ქართველი ხალხის ერთიანობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია!ამ მასშტაბის თანხაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, თუმცა ერთმანეთის მხარდაჭერა და სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა.ეს […]

Continue Reading

გარდაიცვალა ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი

41 წლის ასაკში ვეტერანი ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სპორტული სააგენტო „კრისტალსპორტი“ ავრცელებს. როგორც იწერება, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ჯაბა დვალმა ერთი კვირის წინ გულის ინფარქტი გადაიტანა, რაც დღესაც გამეორდა. ჯაბა დვალს კარიერის დიდი ნაწილი „ზესტაფონში“ აქვს გატარებული. 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელი „დინამო თბილისისა“ და სხვა ქართული კლუბების […]

Continue Reading

გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კარიერა დაასრულა, გურამ კაშია რუმინეთის წინააღმდეგ ანხანაგური მატჩის დაწყებამდე გულშემატკივარს დაემშვიდობა. გურამ კაშიამ ეროვნულ ნაკრებში 129 მატჩი ჩაატარა. საქართველო – რუმინეთის ამხანაგური მატჩი მისთვის სწორედ 129-ე შეხვედრაა – ეს ბოლო მატჩია, რომელიც კაშიამ ჩაატარა. კაშია ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. გუნდის კაპიტნად ის 2021 წელს აირჩიეს. ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები […]

Continue Reading

სად გაითიშება ელექტრომომარაგება – გადაამოწმეთ მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება  ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.   გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, ავშნიანის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების […]

Continue Reading

რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. მამარდაშვილი, მამაგეიშვილი, გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი, აზაროვი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, ქვილითაია, ზივზივაძე. აღნიშნული მატჩი ეროვნულ გუნდში ბოლო იქნება გუნდის კაპიტანისთვის, გურამ კაშიასთვის. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება

Continue Reading

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოტივი, ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაციაა. ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს. სამსახურიდან დაითხოვეს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, ასევე სხვა ჟურნალისტები – თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდი და სალომე გეგეშიძე. „ბათუმელები“ ესაუბრა […]

Continue Reading

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევრო გახდა

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მლნ ევროთი გაიზარდა და 140 მლნ ევროს მიაღწია. მანამდე მისი ღირებულება 90 მილიონ ვროს შეადგენდა. შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ლონდონური „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტიტულს დაეუფლა. 31 მაისს კი უეფამ „პარი სენ-ჟერმენის“ […]

Continue Reading

დენგეს ვირუსის ჩვენს ქვეყანაში გავრცელების რისკი არ არის – პაატა იმნაძე

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, შეიძლება, წელიწადში რვამდე იყოს. მან პირველ არხს განუცხადა, რომ პაციენტი, რომელსაც საქართველოში დენგეს ვირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური […]

Continue Reading

პატრიარქი შიო III ფოკაში იმყოფება

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით ფოკაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს, მათივე ინფორმაციით, კათალიკოს-პატრიარქი შიო ფოკაში პარაკლისს აღავლენს. დღეს მართლმამიდებელი ეკლესია ნინოობას, წმინდა ნინოს ხსენებას აღნიშნავს.

Continue Reading

1 ივნისი წმინდა ნინოს ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება შესრულდება. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება. როგორც ცნობილია, თბილისში […]

Continue Reading