ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე – ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად – რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა. ამით ჯაღმაიძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცალკეულ ეკლესიაში ელექტრონული შესაწირი აპარატები დაიდგა. „ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. […]

Continue Reading

ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. შენობა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, გიორგი ჭყონია კომპანიას ეკუთვნის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც “პირველებს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზენულია, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა ლიფტის შახტაში. შედეგად არავინ დაშავებულა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია წერს. „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება 12 ოქტომბერს“, – წერს ფარცვანია. ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდან იყო და სოფელ მერიის სკოლა ჰქონდა დამთავრებული. მისი დაღუპვის შესახებ სკოლის დირექტორმაც გაავრცელა ინფორმაცია. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 12 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მდგარი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°; ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°; ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

12 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 ოქტომბერს ღირსი ონოფრე გარეჯელის, ღირსი კვირიაკე განდეგილის, მოწამეთა: დადას, გავედაის და კაზდოიას, ღირსი თეოფანე მოწყალის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ […]

Continue Reading

პრემიერი – ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა. როგორც შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” განაცხადა, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, პატრიარქის თქმით, „მათ მუდამ ველოდებით“. „დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა […]

Continue Reading

პატრიარქი – “როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები”

„ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა… ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა“. ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო წირვის დასასრულს პატრიარქმა შიო მესამემ იქადაგა. “სახელითა მამისათა და […]

Continue Reading

„რა დავაშავე, რა იყო აქ დასაცინი?“ – გიორგი გველესიანი კრიტიკას პასუხობს

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებსა და მათზე საზოგადოების რეაქციას 13-წუთიანი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში, სახელწოდებით „პასუხი ცილისწამებას“, გველესიანი განმარტავს, რომ მისი კრიტიკის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია იყო და არა საზოგადოება ან თანაგუნდელები. ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია საზოგადოების აღშფოთება და კითხულობს, რა იყო მის წინა ინტერვიუში ტყუილი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ოქტომბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +18, +23°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით […]

Continue Reading

11 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია11 ოქტომბერს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს ზეიმობს და აღნიშნავს ღირს ხარიტონ აღმსარებელის, ბარუქის, მოწამეთა: ალექსანდრეს, ალფესის, ზოსიმეს, მარკოზ მწყემსის, ნიკონის, ნეონის და სხვათა ხსენების დღეს. ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – პალიასტომისა პალიასტომის ღვთისმშობელი ქართული ხატია, რომელზედაც დედა ღვთისა გამოსახულია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს […]

Continue Reading

გურამ დადიანიძის დედა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქციას გამართავს

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქციას გამართავს. სოფო ბიბილაშვილი გამოძიების მიმდინარეობითაა უკმაყოფილო. ახლა უკვე ფიზიკურად გთხოვთ ყველას გვერდში დგომას, რადგან სამართლის პოვნა სხვაგვარად ვეღარ შევძელი! ვაანონსებ აქციას! 25 ოქტომბერი, 17:00 საათი შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ შენობასთან, ორთაჭალაში ,გულუას N10″- წერს გურის დედა. 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმეზე […]

Continue Reading

“ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს” – მინისტრის მოადგილე შავ ჭირზე

საქართველოში შავი ჭირის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური რისკის სამართავად სრულ მზადყოფნაშია – ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, უწყება საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მუდმივ კავშირზეა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO), ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. “ჩვენ, რა […]

Continue Reading

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი დაიღუპა – ნერვიულობისგან გარდაიცვალა მძღოლიც

ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ინფორმაციის გაგების შემდეგ, თავად ავტომობილის მძღოლი ნერვიულობის შედეგად  დაიღუპა. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არსებული ცნობებით, მას შემდეგ, რაც მძღოლმა ქვეითის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ისიც გარდაიცვალა. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ღამით დასავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +15, +20°. […]

Continue Reading

10 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 ოქტომბერს მოწამე კალისტრატეს და მისთან წამებულთა, მოციქულთა: მარკოზის, არისტარქეს და ზინას, 70-თაგანთა, ასევე მოწამე ეპიქარიას და ღირსი ეგნატეს ხსენების დღეს აღნიშნავს. მოწამე კალისტრატე წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა […]

Continue Reading

მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლის ზამთრის სეზონს ოფიციალურად 20 დეკემბერს გახსნის. სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ერთდროულად დაიწყება. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, ზამთრის სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება. მშენებლობის სამუშაოები კურორტზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სნოუპარკის არეალში, ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო შენდება, რომელთა საერთო სიგრძე 1 400 მეტრია. […]

Continue Reading

ტყიბულში მეშახტეს სატვირთო ვაგონი დაეჯახა

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. “პირველების” ინფორმაციით, შახტაში იყო მცირე ხანძარიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერაში პირველად დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს. სულამანიძე ასევე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მეორე მედალი მოიპოვა – 2021 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი იყო. მიმდინარე […]

Continue Reading

პატრიარქი – “განსაკუთრებით სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს გვამართებს, ვევედროთ იოანე ღვთისმეტყველს, რომ გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი უფრო ღრმად, რომ შევიმეცნოთ, მართებულად გადმოვცეთ და ვიქადაგოთ მრევლის წინაშე”

„არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა… ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი…“. ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მოციქულისა და მახარებლის, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღესან დაკავშირებით წირვის […]

Continue Reading

რუსმა მკვლევრებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, ზღვაში საუკუნის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

რუსმა მკვლევრებმა შავ ზღვაში, ახალი ათონის სანაპიროსთან, ოკუპირებულ აფხაზეთში, შავ ზღვაში ჩაძირული გემი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელია – წერს რუსული მედია. გემის სახელწოდება, მისი დანიშნულება და ჩაძირვის მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია. გემზე რუსეთის იმპერიის გერბიანი ჭურჭელი იპოვეს. ე.წ. ელჩმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ექსპედიციას რუსი სპეციალისტები ატარებენ მათი აფხაზი კოლეგების მოწვევით. “პირველი […]

Continue Reading

“აქ მთავარი კითხვა ჩნდება – ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?” – რას წერენ სოციალურ ქსელში სებ-ის საბჭოს წევრზე, ვის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო?

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია და ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარე რომან გოცირიძე: სალომე სიმონია: “გარდა იმისა, რომ მეხილეობა და მებოსტნეობის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 9 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, (ჩრდილო-მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია თოვლჭყაპი). ღამით ცვალებადი მიმართულების, დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით 0, […]

Continue Reading

9 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ზეიმობს დღესასწაულს ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, ასევე აღინიშნება მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა. დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან 1989 წლის 26 სექტემბერს ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, […]

Continue Reading

5 დღის წინ დაკარგული კაცი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი იპოვეს – ვინ არის და სად მიაგნეს მთაში დაკარგულ მამაკაცს?

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 64 წლის ლუხუმ ბაშინურიძე, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ დიკლოში იპოვეს. ადგილობრივებმა მისი ადგილსამყოფელი დრონის მეშვეობით დააფიქსირეს. თავდაპირველად, მამაკაცი გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუხუმ ბაშინურიძე ცოცხალია და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება. მამაკაცის შვილი, ვერიკო ბაშინურიძე ამბობს, რომ სოფელ ომალოს ჰყავს ექიმი და სამედიცინო დახმარებისათვის  მას მიმართავენ, […]

Continue Reading

“საკმარისია და ყელშია უკვე ამოსული , ამ დრომდე მისი ნაწამები შვილის გამო, რომელიც ნაციონალების ოფისში დარბოდა , ხმა არ ამომიღია, თორემ მიიღებს მისაღებს” – რას წერს და ვის მიმართავს ყოფილი დეპუტატი

“ბიძინას ნაცვლად , ნაციონალებს რომ ახსენებ დაუსრულებლად და მიშას , სულ დაკარგე ადეკვატურობა?!” –  ყოფილი დეპუტატი “ენმ”-დან მეგი გოცირიძე პატიმრობაში მყოფი დავითაძის დედის შესახებ, სოციალური ქსელში, პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. “ავთო დავითაძე, გააჩერე შენი კნეინა და გაეშვას ნაცების ხსენებას, სანამ თავიდან ბოლომდე მომაყოლებს რატომ და რის გამო აითვალწუნა ნაცები, როგორ გაუცრუვდა იმედი, როცა შევარდნაძის “თავდაცვიდან” […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის დირექტორი ჰონგბინგ ჩენი, საქპატენტის თავმჯდომარესთან, სოსო გიორგაძესთან ერთად ესტუმრა. დელეგაციას KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ერთადერთი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის – „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების გეგმებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში WIPO-ს აკადემიის დირექტორი შეხვდა ამავე პროგრამის კურსდამთავრებულებს […]

Continue Reading

პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები – ამირან გამყრელიძე

სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია – რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი, – ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2014 წელს, მაშინ, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 8 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7 +12°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით […]

Continue Reading

8 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ოქტომბერს წმიდა არსენი დიდის, კათალიკოსის ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელის, ღირსმოწამე პაფნოტი მეგვიპტელის და მისთან 546 მოწამეთა ხსენების დღეს და ღირსი სერგის, რადონეჟელი იღუმენის მიცვალებას აღნიშნავს. წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში. როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი […]

Continue Reading

“პოლიციელებმა სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და 50 წუთი მაწამებდნენ“ – სერგი ყანჩელი

მოქალაქე პოლიციას ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. აქტივისტი სერგი ყანჩელი სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით, 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩელის განცხადებით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება. “გამარჯობა მეგობრებო, წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე […]

Continue Reading

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო (2022, 2023, 2024, 2026). მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი […]

Continue Reading

თბილისში შესაძლოა ე.წ. Yellow box-ები დაინერგოს

თბილისში გზაჯვარედინებზე იგეგმება ე.წ. Yellow box-ების, საგზაო კვადრატების ქსელის დანერგვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაავალა. Yellow box-ი გზაჯვარედინის მონიშნული ზონაა, რომელშიც ავტომობილმა არ უნდა შეაღწიოს, თუ წინ გასასვლელი თავისუფალი არ არის და არსებობს რისკი, რომ მანქანა გზაჯვარედინზე გაჩერდება და სხვა მიმართულებით მოძრაობას გადაკეტავს. […]

Continue Reading

ჯანდაცვის მინისტრი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე – არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟის შექმნისთვის არ არსებობს

არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და ყალბი აჟიოტაჟების შექმნისთვის არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „შემთხვევების გამოვლენის ადგილი საქართველოსგან ძალიან შორს მდებარეობს და მიმოსვლის ინტენსივობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, რაიმე რეკომენდებული ზომების მიღება ნამდვილად არ იკვეთება“. „ჩვენ ჩვენი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 7 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტეს რაინში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°. ბათუმი:ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის […]

Continue Reading

7 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ოქტომბერს პირველმოწამე თეკლას, მოციქულთა სწორის, ღირსი კოპრეს და წმიდისა ვლადისლავ სერბის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება […]

Continue Reading

“გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ყრია იატაკზე ქვები და კედლის მხატვრობის ნაწილები” – სალომე სიმონია კრიხის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია კრიხის მთავარანგელოზის სახელობის X-XI საუკუნის ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ასე ყრია იატაკზე ქვები და კედლის მხატვრობის ნაწილები. მის ფეისბუქ-პოსტში წერს: “° კრიხის ეკლესიაში იატაკზე მიმოფანტული კედლის ქვისა და კედლის მხატვრობის ნაწილები. ° გელათის გადახურვაში აღმოჩენილი ნაგავი და დაობებული ფრესკები. ° დანგრეული ზღუდერის ეკლესია. ° პატიმრების მდგომარეობა […]

Continue Reading

ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს – როდის დაიწყება შემოდგომის თბილი დღეები?

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ცალკეულ რაიონებში კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. […]

Continue Reading

ივანე ჩხაიძე – ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რუსეთიდან საქართველოში შემოღწევის ალბათობა მცირეა

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს, რუსეთის მხრიდან არ მოხდება ინფორმაციის დამალვა სერიოზული აფეთქებისა და პრობლემის თაობაზე, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის ზოგოერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13°, დღისით +20°; სოხუმი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

6 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა – პეტრეს და ანტონინეს. მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. მათ ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე […]

Continue Reading

მეუფე გიორგი – “ოჯახი და საზოგადოება ითხოვს ძალიან მარტივ რამეს გასაჯაროვდეს სრული ვიდეოჩანაწერი, ხმის თანხლებით, თავიდან ბოლომდე”

წმინდა სინოდის წევრი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი ციხეებში არსებულ ვითარებას ეხმაურება და ითხოვს, რომ “ნუ დააფარებენ ხელს სავარაუდო საზარელი დანაშაულის ჩამდენთ”. “2012 წლამდე ბევრ მეგობარს საკუთარი ხელით დავუხუჭე თვალები , წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლებს. ამიტომ განსაკუთრებით კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებაზე მაღლა დგება სისტემის დაცვა და სიმართლის […]

Continue Reading

გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 10 მილიონი ევროთი გაიზარდა

Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. ცვლილებები „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო, ვისი ფასიც 10 მილიონი ევროთი გაიზარდა. მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლდათ და 40 მილიონზე ავიდა, რაც მისთვის პირადი რეკორდია. გიორგი „ვილიარეალის“ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია. Transfermarkt-ზე მასზე ძვირად მხოლოდ ალბერტო მოლეიროა შეფასებული 50 მილიონი ევრო. 25 […]

Continue Reading

“უსინათლო გამოასახლეს დღეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა” – აქტივისტი სალომე სიმონია

აქტივისტი სალომე სიმონია სოციალური ქსელის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დავალიანების გამო, უსინათლო გამოასახლეს. ის მოითხოვს, რომ გამოსახლებები და ადამიანების ქუჩაში დაგდება უნდა შეწყდეს. “უსინათლო გამოასახლეს დღეს, ასე სიცილით, კისკისით, ხალხის ხარჯზე გამოჯგიმულ, დანაყრებულებმა. 30 000 დოლარი აუღია ოჯახს კერძო მევახშისგან და ახლა 200 000 დოლარის დაბრუნებას სთხოვენ თურმე. მთავრობის არასწორი პოლიტიკის, ხშირად ავადმყოფობის, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 5 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ოქტომბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +12, +17°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი […]

Continue Reading

5 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 სექტემბერს მოწამე ლუპეს, მღვდელმოწამე ირინეოსის, ლიონელი ეპისკოპოსის, ღირსთა ევტიქისა და ფლორენტის, წმ. კალინიკეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე ლუპე წმიდა მოწამე ლუპე, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა […]

Continue Reading

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და 19 წლის ქალიშვილის დანაწევრებული ცხედრები იპოვეს – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი დაკავებულია

რუსეთის ვორონეჟის ოლქში სამართალდამცავებმა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის, ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დაკავებულია თეიმურაზ გოგიაშვილი, დაბადებული 1979 წელს. ის საქართველოს მკვიდრია. ადრე ნასამართლევი არ ყოფილა“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში. მოსკოვის პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, ეჭვმიტანილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხზე […]

Continue Reading

“ყველაფერი გააქვს საქართველოდან, მხოლოდ სახლს იტოვებს“ – ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ჰყიდის, მათ შორის მშენებარე კომპლექსს – მედია

ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი ხა­შურ­ში ბიზ­ნესს ჰყი­დის. მათ შო­რის, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუსს “ტე­რა­სა ივე­რი­ას”, რო­მე­ლიც ხა­შუ­რის ცენ­ტრში შენ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “ქარ­თლის ამ­ბე­ბი“, ხა­შუ­რის საკ­რე­ბუ­ლოს წევრ, ზაზა მეხ­რიშ­ვილ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. მეხ­რიშ­ვი­ლის თქმით, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს იტო­ვებს. “ყვე­ლა­ფე­რი გა­აქვს სა­ქარ­თვე­ლო­დან. მხო­ლოდ სახ­ლს იტო­ვებს. სხვა არა­ფე­რი ვიცი” – წერს ზაზა მეხ­რიშ­ვი­ლი. ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი 2012–2016 […]

Continue Reading

ილია მეორის საფლავი შეიცვალა – როგორია პატრიარქის საფლავი ახლა და როგორი იქნება, როცა დასრულებულ სახეს მიიღებს

სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია II-ის საფ­ლა­ვი სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში თუ აქამ­დე ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით იყო შემ­კუ­ლი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბით­ვე ახ­ლდე­ბო­და, ამ­ჟა­მად სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. საფ­ლა­ვი შე­იც­ვა­ლა და და­უ­ახ­ლოვ­და იმ სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას, რა­საც ის, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მალე მი­ი­ღებს. საფ­ლა­ვის შეც­ვლის შე­სა­ხებ, ლე­ვა­ნ ჭი­ქი­ნაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან გახდა ცნობილი, რომელიც ახლა სა­მე­ბის ტაძ­რის მე­და­ვით­ნე და სტი­ქა­რო­სა­ნია, მანამდე კი, სა­პატ­რი­არ­ქოს […]

Continue Reading

ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც “თეთრი ხელთათმანები” ჰქვია – გიორგი დავითაძის ოჯახი

„ვიწყებთ ბრძოლას, რომელსაც თეთრი ხელთათმანები ჰქვია“ – გიორგი დავითაძის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ოჯახი ხელისუფლებას პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ციხეებში არსებულ ვითარებაზე საჯარო ბრძოლას იწყებს. გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქმის ობიექტური გამოძიების […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 4 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა, ღამით მაღალმთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +15, +20°; მთაში ღამით […]

Continue Reading