სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება

სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ს საშუალებით ექნებათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფორმების რეალიზაციის 83 პუნქტია განთავსებული. ცნობისთვის, 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 31 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი,აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის […]

Continue Reading

31 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 31 აგვისტოს ღირსი ქრისტოდულეს, მოწამეთა ფლოროსისა და ლავროსის, ერმის, სერაპიონისი და პოლიენის, მღვდელმოწამე ემელიანე ეპისკოპოსის ილარიონის, დიონისეს და ერმიპეს, ასევე, წმიდა იოანესი და გიორგის, ღირსი იოანე რილელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქრისტოდულე ფილოსოფოსი ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის […]

Continue Reading

ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი, ხოლო გურამ თუშიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი, ხოლო გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ილია სულმანიძემ ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა. გურამ თუშიშვილმა კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ემირატების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომარის აჯობა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ბათუმში დაჯარიმდა 9 აუზი და 6 სასტუმრო – რა დარღვევები გამოავლინა მუნიციპალურმა ინსპექციამ?

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე 28 საცურაო აუზი და 119 სასტუმრო შეამოწმა. როგორც Bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ, უწყებამ გვაცნობა, შემოწმებების შედეგად დაჯარიმდა 9 საცურაო აუზი, ვინაიდან აუზის წყალში დაფიქსირდა ქიმიურ და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების ნორმიდან გადახრა. რაც შეეხება სასტუმროებს, მუნიციპალური სამსახურის ცნობით, ივნისი-აგვისტოს პერიოდში დაჯარიმდა 6 სასტუმრო სისუფთავის ხარისხის დარღვევის გამო. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია […]

Continue Reading

აბიტურიენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აბიტურიენტებს, რომელთაც გადალახეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. როგორც მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დაუშვებს გამონაკლისს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 19 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 30 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ნალექი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მაღალმთაში ღამით […]

Continue Reading

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა – რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, ხოლო დაშავდა – 24. როგორც RBK წერს, სტავროპოლის მხარეში, საქართველოდან მიმავალი ავტობუსი „კამაზის“ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. რუსეთის რეგიონული ავტოინსპექციის ცნობით, ავტობუსი კომპანია Setra-ს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა უსაფრთხო სიჩქარე ვერ შეინარჩუნა და წინ მიმავალ „კამაზს“ შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში […]

Continue Reading

30 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 აგვისტოს წმიდა ტბელ აბუსერისძის, მოწამე მირონ ხუცის, მოწამეთა: პავლეს, იულიანას, და სხვათა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა ტბელი აბუსერიძე წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი […]

Continue Reading

“ბოლო დროს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდი ჰქონდა. ხან წნევა აწუხებდა, ხან ცხვირიდან სისხლი სდიოდა… საკუთარ ჯანმრთელობას არ ამოწმებდა” – რას წერს დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე

დაურს [ბუავას] ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და ყველაფერი, რაც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება, ამის დასტურია. ძალიან მწყდება გული, რომ დაური ამ ყველაფერს ვერასოდეს ნახავს. თუმცა, სიცოცხლეშიც ამბობდა, რომ იმ ადამიანებს არ ენდობოდა, ვისთან ერთადაც მუშაობდა, – ამის შესახებ გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე, ნინო ცხოვრებაძე აცხადებს. ის „ტელეგრამ არხზე“ ვრცლად წერს დაურ ბუავას […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – გაფრთხილება 29-31 აგვისტოს მოსალოდნელ ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-31 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, მოსახლეობას აფრთხილებს. „29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია […]

Continue Reading

წამაქციეს, წიხლებით შემდეგნენ და კიდევ მირტყამდნენ – ვინ არის მოქალაქე, რომელიც ბანკში სცემეს

მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში „კრედო“ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს – კაცი ამტკიცებს, რომ მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა. ბანკის მომხმარებლის მონაყოლის თანახმად, ანგარიშსწორება მენეჯერის კაბინეტში დაიწყო და შემდეგ ფოიეში გაგრძელდა.  მამაკაცის ვერსიით, მას სესხზე ჰქონდა ვადაგადაცილება და ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ტელეფონით ბანკიდან დაურეკეს. კაცი ირწმუნება, რომ ბანკი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 29 აგვისტოს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +25, +30°; მაღალ მთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში […]

Continue Reading

29 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 აგვისტოს ზეიმობს წამოყვანებას იესო ქრისტეს ხელთუქმნელისა ხატისა ედესით კონსტანტინეპოლს და ასევე აღნიშნავს მოწამე ქრისტეფორე გურულის, მოწამე დიომიდე მკურნალის ხსენების დღეს. ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გადმოცემის თანახმად, სირიაში მაცხოვრის ქადაგების დროს ქალაქ ედესის მმართველი იყო ავგაროზი. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი […]

Continue Reading

1-ელი სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მიღების ახალი წესები ამოქმედდება

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მიღების ახალი წესები ამოქმედდება. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.  ახალი წესების მიხედვით, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. ასევე, კანონმდებლობით, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში […]

Continue Reading

ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

პროექტ „ნიჭიერის“ 2011 წლის გამარჯვებულის, ვანო ფიფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. მომღერლის დედის პოსტს ჟურნალისტი ნანკა ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს. „გააზიარეთ, გთხოვთ. ეს ბიჭი ხომ გახსოვთ, ნიჭიერის გამარჯვებული (თუ არ ვცდები 15 წლის წინ) ხო წარმატების შემდეგ რაღაცნაირად ვეღარ ვაკვირდებით ადამიანებს… ვანო ფიფიას ვჭირდებით. გიზიარებთ, დედის პოსტს ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს ერთადერთი შანსი ხელიდან გავუშვათ! […]

Continue Reading

მსოფლიოში 100 საუკეთესო ყველის კერძს შორის 10 ქართული მოხვდა

„ხაჭაპურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა – ღია ღვეზელი, რომელიც ყველის და კვერცხის ნაზავით არის სავსე“ – ასე მოიხსენიებს პოპულარული Tasteatlas-ი აჭარულ ხაჭაპურს, რომელიც 100 საუკეთესო ყველის კერძს შორის მეორე ადგილზე განთავსდა. „ხაჭაპურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა – ღია ღვეზელი, რომელიც ყველის და კვერცხის ნაზავით არის სავსე. ძირი მზადდება საფუარიანი ცომისგან, რომელიც მოგრძო ფორმაშია გახვეული და […]

Continue Reading

რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის – The New York Times

რუსეთში საქართველოს გავლით კანადაში მოპარული ავტომობილები შედის. ამის შესახებ The New York Times საერთაშორისო საპოლიციო ორგანიზაციის, ინტერპოლის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, კანადის პოლიციის მონაცემებით, კონტრაბანდისტებს მოპარული კანადური ავტომობილები რუსეთში ხშირად არაბთა გაერთიანებული საემიროების გავლით გადაჰყავთ. ოფიციალურმა პირებმა, ასევე, დაადგინეს მარშრუტები საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ლიეტუვის გავლით. ინტერპოლის მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში, დაახლოებით, 5000 […]

Continue Reading

ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ, ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, არ გეგონოთ, რამეს გავატარებთ – მეუფე იაკობი

“ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ, ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, არ გეგონოთ, რამეს გავატარებთ” – ამის შესახებ, მარიამობის დღესასწაულზე, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიამ ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და სწორედ ეკლესიის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას არ “ჭამენ”. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა დღეს ამბიონიდან ასევე შერიგებისა და ერთიანობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. “ჩვენზე ბევრი რამ […]

Continue Reading

თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.  საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მართვის მოწმობის ასაღებად შესაძლოა, მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დოკუმენტის წარდგენა დაგჭირდეთ

მართვის მოწმობის მისაღებად შესაძლოა, მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნულია. კერძოდ, როგორც გეგმაში ვკითხულობთ, მსგავსი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ რიგ შემთხვევაში 18 წელს მიღწეული პირებისთვისაც. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გეგმის თანახმად, მთავრობა […]

Continue Reading

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის […]

Continue Reading

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრში აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

Wizz Air-ზე კისრის ბალიშის უფასოდ ასატანად, ის ხელბარგში უნდა თავსდებოდეს – ავიაკომპანიის წესები

Wizz Air-ის მოქმედი წესებით, კისრის ბალიშები არ ითვლება ცალკე უფასო ნივთად და ხელბარგის დასაშვებ ნორმაში უნდა მოთავსდეს. კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული არ არის, როდის მოხდა აღნიშნული წესის განახლება. “თუ გსურთ, კისრის ბალიში ბორტზე აიტანოთ, ის ხელბარგის ჩანთაში უნდა მოათავსოთ. თუ ბალიში თქვენს ხელბარგში ვერ ეტევა და აღემატება დაშვებულ ბარგის ნორმას, შესაძლოა ჩაითვალოს დამატებით ნივთად და დაექვემდებაროს შესაბამისი […]

Continue Reading

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. […]

Continue Reading

28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას – მარიამობას დღესასწაულობს

მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების – მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა […]

Continue Reading

28 აგვისტოს მთვარე სისხლისფერი გახდება – რას ამბობენ მეცნიერები

28 აგ­ვის­ტოს ღა­მეს ცაზე იშ­ვი­ა­თი სა­ნა­ხა­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა – მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც დე­და­მი­წის ჩრდი­ლი მთვა­რის ზე­და­პი­რის და­ახ­ლო­ე­ბით 96%-ს და­ფა­რავს და ის მო­წი­თა­ლო, ე.წ. “სის­ხლის­ფე­რი მთვა­რის” იერს მი­ი­ღებს. მო­ახ­ლო­ე­ბულ­მა ას­ტრო­ნო­მი­ულ­მა მოვ­ლე­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უკვე არა­ერ­თი თე­ო­რია და მსჯე­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მას ბიბ­ლი­ურ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებ­სა და სამ­ყა­როს აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ ტექ­სტებს უკავ­ში­რებს. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მო­სა­ლოდ­ნელ დაბ­ნე­ლე­ბას […]

Continue Reading

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტოვა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი. „ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის გზა) მოდის მიწა და ღორღი. გამოღწევა გვინდოდა და წამოვედით მანქანით. სოფელ ნერგეეთში, სატყეოსთან დაგხვდა საცობი. წინ არის წყარო, როგორც გვითხრეს, იმ ადგილას ჩამოწოლილია მიწა. ვერ […]

Continue Reading

მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება”, – აღინიშნულია ინფორმაციაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

გამოცდების ეროვნული ცენტრი – აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ ვაძლევთ შესაძლებლობას, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს რეიტინგულ სიაში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის განმარტებით, ჩარიცხვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღებული შედეგებისა და თითოეულ პროგრამაზე მიმდინარე კონკურსის გათვალისწინებით, აბიტურიენტის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება პროგრამათა რეიტინგულ სიაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სწორედ ამიტომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის […]

Continue Reading

თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება – მერიამ ₾3,1-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

წელს, თბილისობა 3-4 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისთვის თბილისის მერიამ 3 114 727 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. როგორც შესყიდვის აღწერაში წერია, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 2026 წლის 3 და 4 ოქტომბერს მერია მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. კერძოდ, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდება თემატური დეკორაციები და ინსტალაციები – დეკორირებული თაღები, ფოტოზონები, მოსასვენებელი სივრცეები, ინტერაქციული ინსტალაციები, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 27 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

Continue Reading

27 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 აგვისტოს მღვდელმოწამეთა: ნაზარისა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, გერმანე, იეროთეოს და სვიმონ ხუცესთა, ბესარიონ მთავარდიაკონის, წინასწარმეტყველი მიქეას, მღვდელმოწამე მარკელესი, აპამეელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. ღირსმოწამენი: ნაზარი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი; მღვდლები: გერმანე, იეროთეოსი, სიმონი, ბესარიონ მთავარდიაკონი. მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 […]

Continue Reading

მოდი, ქართველო ქალო, ნუ გაჰყვები ამ კაცს ცოლად. მე გამომყევი ცოლად – მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ წონაში ბოლო ერთი წელი ღიად საუბრობდა ცოლის პოვნასა და საბოლოოდ ოჯახის შექმნაზე. თუმცა, სერიოზული ძალისხმევის შემდეგ, „მანქანამ“ აღიარა, რომ ისვენებს ძებნისგან, რადგან ლას-ვეგასში მისი ამჟამინდელი გარემო განსაკუთრებით ართულებს სასურველი პარტნიორის პოვნას. „ამჟამად, ცოტა ხნით შესვენებას ვიღებ, ცოლის ძებნის საკითხში“, – განუცხადა დვალიშვილმა არიელ ჰელვანის ერთ-ერთ ინტერვიუში . „რადგან მესმის, სად ვარ ახლა ვეგასში, სადაც ვცხოვრობ, […]

Continue Reading

ავჭალაში 17 წლის გოგონა დაიღუპა – განახლებული

რა გახდა 17 წლის გოგონას გარდაცვლების მიზეზი? – ავჭალაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კრიმინალისტები იმ ადგილს სწავლობენ, სადაც რამდენიმე საათის წინ (გვიან ღამით) მარიამ ლომიძე ხიდიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ირკევა, რომ მოზარდი სასწრაფო დახმარებამ “ვივა მედში” გადაიყვანა, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, 17 წლის მარიამი ადგილზე უკვე გარდაცვლილი იყო. ოჯახი როგორც ხიდიდან ვარდნის, ისე მკვლელობის ვერსიას […]

Continue Reading

ეროვნული ბანკის მოსახლეობას აფრთხილებს – წინასწარ შეაფასეთ თანხის დაკარგვის რისკები

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი, სოციალურ ქსელებში, მათ შორის, Facebook გვერდებსა და ჯგუფებში გააქტიურებული კამპანიების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ლაშა გზირიშვილი მოქალაქეებს საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს წინასწარ შეაფასონ თანხის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 26 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების […]

Continue Reading

26 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 აგვისტოს ღირსი მაქსიმე აღმსარებელის, მოწამეთა: იპოლიტესი, ირინეოსისა, აბუნდისა და კონკორდიასი, რომში წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ღირსი მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. საფუძვლიანი განათლების მიღების შემდეგ იგი სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და იმპერატორ ჰერაკლეს (610-641) პირველი მდივანიც გახდა. ამ დროს გავრცელდა მონოთელიტთა ერესი, რომელსაც თავად თვითმპყრობელიც […]

Continue Reading

„არ გამოვრიცხავ, რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას – თუ ეს სურათი გვექნება, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები აუცილებლად გაიზრდება“

„გამორიცხული არაა, როგორც ადრე, ახლაც რუსების საკმაოდ დიდი ტალღა მოაწყდეს ქვეყანას“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას G.Miller International Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა, ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთში მოსალოდნელი მობილიზაციის ფონზე, საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღის შემოსვლა სრულიად რეალურია, რაც პირდაპირ იმოქმედებს უძრავი ქონების ბაზარზე. „ეს ტალღა ახლა დაიწყო და უძრავ ქონებაზე ასე სწრაფად აისახა თუ არა, […]

Continue Reading

გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა – ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახური

გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, – ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 33 000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, 15 და 16 აგვისტოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი 19 000 -ზე მეტმა […]

Continue Reading

25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში, ამინდი გაუარესდება. კერძოდ, სააგენტო განმარტავს, რომ 25 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 26 აგვისტოს დღის ბოლომდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია […]

Continue Reading

რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს

საქართველო მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს – ზუსტად ერთ თვეში, ბათუმის ყინულის სასახლეს 37 ქვეყნიდან ეწვევიან ფიგურულ ციგურაობაში მოასპარეზე სპორტსმენები. ირკვევა, რომ რუსი მოციგურავეების წყვილი, ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, საქართველოს სახელით იასპარეზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს. „გაიცანით ჩვენი ნაკრების ახალი წევრები – ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი, ნაკრების ერთერთი დამსახურებული […]

Continue Reading

ფონდი “ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებზე მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს

„ეს ან შეცდომაა, რისი გადამოწმებაც მარტივად შეიძლება, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში“ – ასე ეხმაურება ფონდი “ქართუ“ 2018 წელს ჩამოწერილ სესხებზე მოქალაქეების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს. „ბოლო დროს სოციალურ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები, რაზედაც საჭიროდ ვთვლით პასუხის გაცემას. მოგახსენებთ, რომ 2018 წელს „ფონდმა ქართუმ“ […]

Continue Reading

უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა

2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩარიცხულთაგან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 862 აბიტურიენტი ისწავლის. „2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მოიპოვა 34150-მა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 25 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +25, +30°; […]

Continue Reading

25 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 აგვისტოს ღირსმოწამეთა: გერონტის, სერაპიონის, გერმანეს, ბესარიონის, მიქაელისა და სვიმეონის – გარეჯის მონასტერში ლეკთაგან მოწყვეტილთა, ასევე სხვა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარ ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ. დავით-გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და […]

Continue Reading

უკრაინის საელჩოსთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

უკრაინის საელჩოსთან, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა და დროშის გაშლა სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა მათ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ გზის სავალი ნაწილის დროებით დაკავებასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილი აქვთ, თუმცა პოლიცია მათ გზაზე არ უშვებს. „მოქალაქეები მოვედით […]

Continue Reading

“გა­არ­კვი­ეთ მე­გობ­რე­ბო, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა, ერთ დღეს თქვენც და­გირ­ე­კონ” – რა შეემთხვა თამუნა მუსერიძეს?

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და ჰყვე­ბა, რომ 2017 წელს აღე­ბუ­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით “გა­ნუ­ლე­ბუ­ლად“ მიჩ­ნე­უ­ლი სეს­ხის გამო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად და­ი­ბა­რეს. მისი თქმით, სეს­ხი ერთ-ერთ ბან­კში ჰქონ­და აღე­ბუ­ლი და მას შემ­დეგ, რაც ვალი სხვა კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა, მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყო. მუ­სე­რი­ძე ამ­ბობს, რომ საქ­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, რად­გან, რო­გორც თა­ვად გან­მარ­ტავს, სა­სა­მარ­თლომ ის “ვერ იპო­ვა” და […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა დაფიქსირდა დმანისის მუნიციპალიტეტში. პირველადი მონაცემებთ, მისიწძვრის სიმძლავრე შეადგენდა 3 მაგნიტუდას. „დღეს თბილისის დროით 18:04-ზე ქალაქი დმანისიდან დასავლეთით 19კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 4კმ-ში მოხდა 3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

მინისტრი – მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ – ტელეფონების შეზღუდვა ხდება მხოლოდ საგაკვეთილო პროცესის დროს

ჩემი ინფორმაციით, მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შესანახ ყუთებს სკოლები ინდივიდუალურად იძენენ და მათი განთავსების ადგილსაც თავად არჩევენ. “ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე ეს ყუთები შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე. ეს არ არის ტელეფონის მიტანის აკრძალვა, როგორც ამას ავრცელებდნენ. ასევე, […]

Continue Reading